reportiori.ge - გუდაური 2014-2015 წლის სეზონისთვის ემზადება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:12
რეგიონები
გუდაური 2014-2015 წლის სეზონისთვის ემზადება
ავტორი:
03 ნოემბერი, 2014. 16:26



კურორტი დამსვენებელს განახლებული, გაფართოებული და ქვებისგან გაწმენდილი სასრიალო გზებით და, რაც მთავარია, ხელოვნური გათოვლიანების სისტემით დახვდება.



პროექტი მოიცავს ორ ფაზას. პირველი ეტაპის ფარგლებში 2014-2015 წლის სეზონის გახსნას გუდაური შეხვდება გათოვლიანებული „პირველი" სასრიალო ტრასით, ხოლო მეორე ფაზა მოიცავს 2015 წლის ბოლოსთვის ხელოვნური წყლის რეზერვუარის მშენებლობას და გათოვლიანების სისტემის დამონტაჟებას „მინდვრის" ტრასაზე (ე.წ მეორე ტრასა). აღნიშნული პროექტი სამთო-სათხილამურო კურორტების მოყვარულ დამსვენებლებს მისცემს საშუალებას, აღარ იყვნენ დამოკიდებულები ამინდზე და მათთვის სასურველ დროს ისიამოვნონ სრიალით.



სიახლეები ელოდებათ გრძელვადიან სტუმრებს დამატებითი განთავსების საშუალებების მხრივაც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კი სეზონის გახსნას საზეიმოდ  აპირებს. 20 დეკემბერს,  12 საათიდან 22 საათამდე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, მათ შორის - შეჯიბრი კამერებით დაშვებაში, ფეინთბოლში, ფერადი ბოლით დაშვება ტრასაზე, ცეცხლოვანი შოუ და სხვა. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, სეზონის გახსნას ფესტივალის სახე ექნება და ქართველი  Dj-ები გუდაურში სეზონის გახსნაზე მთელი დღის განმავლობაში დაუკრავენ. ივენთის ფარგლებში დაინიშნება უფასო ავტობუსები თბილისიდან და გორიდან. 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016