პირველი ვაშლი - სამართლიანი ხარ. არ მიეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, ვინც ერთს ფიქრობს და მეორეს აკეთებს.
გარედანაც ის ხართ, რაც შინაგანად. არასდროს გრცხვენიათ საკუთარი თავის, ქმედების. პრობლემებს ფილოსოფიურად უყურებთ და ცხოვრებაში დაცემასაც და აღზევებასაც მშვიდად ხვდებით.
ბედნიერი ხართ, რადგან ნერვიულობა არ გახასიათებთ. იცით, რომ ყველაფერი მოგვარდება და მშვიდად აგრძელებთ ცხოვრებას. თქვენთვის საუკეთესოა ის ვაშლი, რომელსაც ხიდან თავად მოწყვეტთ და გემრიელად ჩაახრამუნებთ.
მეორე ვაშლი
ენერგიული და გულღია ადამიანი ხართ. მრავალ სფეროში ცდილობთ საკუთარი თავის მოსინჯვას. ყველაფერს ხალისით იწყებთ, მაგრამ იშვიათად ასრულებთ. გიყვართ თავგადასავლები. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ. თქვენთვის უსაქმურობა სიკვდილის ტოლფასია.
ულტრათანამედროვე ადამიანი ხართ, ვინც არ უშინდება წინააღმდეგობებს. ყველაფერი უჩვეულო თქვენში დიდ ინტერესს იწვევს. თქვენთვის შესაფერისია ვაშლი კარამელში, რომელსაც სხვადასხვა სანელებელი ექნება მოყრილი.
მესამე ვაშლი
საკუთარ თავს ჩვეულებრივ ადამიანად აღიქვამთ, მაგრამ გარშემო მყოფებისთვის მუდამ საინტერესო ხართ. თქვენი ოპტიმიზმი და ყველაფერში დადებითის, ლამაზის დანახვა მათში სასიამოვნო ემოციებს იწვევს. მეგობრებისთვის მუდამ გამოცანად რჩებით. მათთვის მუდამ საინტერესოა, რას აკეთებთ, რას ყიდულობთ...
მარტივად შეგიძლიათ ადამიანების დარწმუნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთოდ არ აპირებდით მათთვის რაიმეს მიზანმიმართულად დაჯერებას. კარგი რეპუტაცია გაქვთ და თქვენს რჩევებს განსაკუთრებულად აქცევენ ყურადღებას. თქვენთვის შესაფერისი იქნება შინაურული ვაშლის ღვეზელი, - არომატული, ლამაზი და გემრიელი.
მეოთხე ვაშლი
მშვიდი და ერთგული ადამიანი ხართ. წარმატებებსაც და წარუმატებლობებსაც ფილოსოფიურად ხვდებით. საოცრად გაწონასწორებული ადამიანი ხართ, - გრძნობებში, ემოციებსა და ქცევებშიც. ხშირად მორიდებული ხართ და ცოტათი მორცხვი.
გირჩევნიათ, გარშემო მყოფებს უსმინოთ, ვიდრე თავად ილაპარაკოთ. იმდენად სანდო ადამიანი ხართ, რომ თქვენთან ერთად თავს ყველა უსაფრთხოდ გრძნობს. თქვენთვის შესაფერისია ცხელი, არომატული ვაშლის სიდრი. სასურველია, იგი თავად მოამზადოთ.
მეხუთე ვაშლი
მხიარული ადამიანი ხართ, რომელიც ნებისმიერი მოვლენიდან პოზიტივს იღებს. თქვენ არ ეძებთ თავგადასავლებს, რადგან თქვენი ყოველი დღე თავგადასავლითაა აღსავსე. კარგი გემოვნება გაქვთ, ყველაფერ საუკეთესოს - შეხედულებას, ხმას, არომატს - ირჩევთ. თქვენ აფასებთ იმას, რაც გაქვთ და ცდილობთ, ჩვეულებრივი მოვლენები (ნივთები) არაჩვეულებრივ, უნიკალურ მოვლენებად (ნივთებად) აქციოთ.
გათენებისთანავე პოზიტიურ განწყობაზე ხართ და რა უნდა მოხდეს, გუნება რომ შეგეცვალოთ?.. თქვენთვის შესაფერისია ვაშლის ცხელი, არომატული, არაჟანმოსხმული ოლადები.
მეექვსე ვაშლი
თქვენზე ამბობენ, გამჭრიახი, ცოცხალი გონება აქვსო. სწრაფად მოქმედებთ და ყველაფერზე მომენტალურად რეაგირებთ. გარშემო მყოფებში ხშირად ლაქლაქას შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ მუდამ აზრიანად ლაპარაკობთ.
მეგობრებისა და ახლობლებისთვის კარგი კომპანიონი ხართ. შეგიძლიათ რთული მომენტის იუმორით განმუხტვა, ადამიანებისთვის განწყობის ამაღლება. ერთდროულად მხიარულიც ხართ და ინტელექტუალურიც. თქვენთვის შესაფერისია ვაშლის სალათა, რომელსაც ხასხასა ფერის ხილს შეურევთ.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ )
(წყარო marao.ge )