reportiori.ge - გურიის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:40
რეგიონები
გურიის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა
ავტორი:
04 ნოემბერი, 2014. 12:02


ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად გურიის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. გაითიშა ელექტროენერგია და პრობლემები შეექმნა ინფრასტრუქტურასაც.



უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო მწყობრიდან გამოვიდა 35-კილოვატიანი გადამცემი ხაზი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს - გურიანთას, მერიას, კონჭკათს და ხვარბეთს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა. გურიის მხარის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ, შესაბამისს სამსახურებთან ერთად, ჩოხატაურსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში პრობლემური ადგილები მოინახულა.



გიორგი ჩხაიძემ ოზურგეთში გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე გზის ჩამოშლილი ტერიტორია დაათვალიერა.  მოგვიანებით კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაზიანებული ადგილების დასათვალიერებლად და ვითარების ადგილზე გასაცნობად ჩავიდა.



„აღნიშნული სტიქიით ყველაზე მეტად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი დაზარალდა. კოკისპირული წვიმის გამო სოფელ ერკეთში, დედათა მონასტრისკენ მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც იქ მცხოვრებ ოთხ ოჯახს საფრთხე შეექმნა და ამ ოჯახთა ევაკუირება გახდა აუცილებელი. მთავარია, რომ აქ მცხოვრები ადამიანები საფრთხეს ავარიდეთ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ოჯახები დროებით ახლობლებთან დაგვებინავებინა. ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები დღეიდან შეისწავლიან", - განაცხადა გიორგი ჩხაიძემ.



სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა და აღდგენითი სამუშაოები ინტესიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია გურიის მხარეში შემავალ ყველა სოფელს მიეწოდება.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016