reportiori.ge - ჭიათურაში საბაგირო გზების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:39
რეგიონები
ჭიათურაში საბაგირო გზების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
04 ნოემბერი, 2014. 12:30


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საფრანგეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ჭიათურაში საბაგირო გზების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს  დაიწყებს. შესაბამის ხელშეკრულებას დღეს ხელი მოაწერსე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა და ფრანგული კომპანიის „Pomagalski"-ის ვიცე-პრეზიდენტმა კრისტიან ბუიემ. ხელმოწერის ცერემონიას საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსიც დაესწრო.




ახალი საბაგირო გზების მშენებლობას საფრანგეთის მთავრობა 30 მილიონი ლარით დააფინანსებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიათურის საბაგირო გზის 4 მონაკვეთს ჩაუტარდება, რომლის ჯამური სიგრძე 2,5 კილომეტრს (2480 მეტრს) შეადგენს. რეაბილიტირებული საბაგირო გზები ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან დააკავშირებს. საბაგირო გონდოლური ტიპის იქნება, რომლის სიჩქარე წამში 5,5 მეტრია. კაბინები კი 6 ადამიანზე იქნება გათვლილი. პირველი მონაკვეთი, რომლის სიგრძე 950 მეტრია, ჭიათურის ცენტრს ნაგუთთან, მეორე, სიგრძით 800-მეტრიანი საბაგირო გზა ქალაქის ცენტრს სანატორიუმთან, მესამე, 430-მეტრიანი სიგრძის მონაკვეთი კი ჭიათურის ცენტრს მუხაძესთან დააკავშირებს. მეოთხე საბაგიროთი კი, ერთმანეთს ჭიათურის ცენტრი და რუსთაველის ქუჩა დაუკავშირდება. ბაგირგზები თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით აღიჭურვება, რომელიც ქსელის უსაფრთხოდ მუშაობას უზრუნველყოფს.



საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭიათურაში საბაგიროების მოსაწყობად თანამედროვე  აღჭურვილობისა და ტექნიკის მოწოდებას ფრანგული კომპანია „Pomagalski" უზრუნველყოფს. ის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საბაგირო გზებისა და ბაგირიანი ტრანსპორტირების სისტემების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლოატაციაში გაშვების სფეროში. ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად10 ათასზე მეტი პირი სარგებლობს. საბაგირო გზები დღემდე იმ მანქანა-დანადგარებით ფუნქციონირებს, რომელიც მისი თავდაპირველი ექსპლუატაციის დროს 1963 წელს დამონტაჟდა. ბაგირგზებზე სარემონტო სამუშაოები 1990-იანი წლებიდან აღარ ჩატარებულა, რაც მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილებას რისკის ქვეშ აყენებს. ჭიათურის საბაგიროს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს.  

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016