reportiori.ge - წერილი მაცივარზე - შვილის აღზრდის კლასიკა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:58
სხვადასხვა
წერილი მაცივარზე - შვილის აღზრდის კლასიკა!
ავტორი:
04 ნოემბერი, 2014. 19:09


ძვირფასო შვილო!

 

თუ ამ წერილს კითხულობ, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა ინტერნეტი გაგეთიშა. არ სცადო ჩვენს პროვაიდერთან დარეკვა.

 

აი, რა უნდა გააკეთო:

 

ჩვენი ქუჩის კუთხეში, აფთიაქში შედი, უყიდე ბაბუას წამალი - რეცეპტი შემოსასვლელში, სარკესთან დევს. ასევე, შედი სუპერმარკეტში - იყიდე 1.5 პროცენტიანი რძის ორი პაკეტი, დაჭრილი ბატონი და ერთი კოლოფი ჩაი. ბოსტნეულის განყოფილებაში, რომელიც გაჩერების გვერდითაა, იყიდე ორი კილოგრამი კარტოფილი, ნახევარი კილო ხახვი და ერთი თავი კომბოსტო. ყველა ჩეკი შეინახე.


მობილური ტელეფონი დამრჩა. დაურეკე მამას სამსახურში, უთხარი, რომ ეს ფოტოები დღეს კიდევ არ იქნება მზად. ასევე გადაეცი, რომ ვთხოვე სამრეცხაოდან თეთრეული წამოიღოს. დარეკვამდე სპეციალური პროგრამა გახსენი (კომპიუტერის დესკტოპზე მარჯვენა კუთხეში) და მამაშენის პასუხი ჩაიწერე.


იმეცადინე - მართალია, მხოლოდ მათემატიკა გაქვს მოსამზადებელი, მაგრამ არ ღირს საღამომდე მისი გადადება. გვერდები - 116, 121 და 118. გაითვალისწინე, მესამე ამოცანაში განტოლება უნდა შეადგინო.


ამის შემდეგ სახლი დაასუფთავე. როცა დალაგებას მორჩები, დაითვალე დისკების რაოდენობა და თაროზე დადებული სათამაშოებიც. ამის შემდეგ შეგიძლია ჩართო კომპიუტერი და გახსნა ლინკი: „http://დათვლილი ნივთების შეკრებით მიღებული რიცხვი"

 

შენ გაგეხსნება ფანჯარა, საიდანაც ინტერნეტის მართვას შეძლებ. წვდომა რომ მიიღო, შეიყვანე პირველი, მეორე და მესამე მაგალითის პასუხები, მაღაზიის ჩეკებიდან ფასების ბოლო ორ-ორი ციფრი და დააჭირე „ОК"-.


ამის შემდეგ შეგიძლია ინტერნეტით დატკბე. თუ ბიძაშენი დარეკავს და გეტყვის, რომსისტემური ადმინისტრატორია" და დაიწყებს ჩხუბს, ჩაურთე მამაშენის პასუხი, რომელიც ჩაიწერე. იმედი მაქვს ყველაფერი გამოგივა. მე საღამოს მოვალ და მოგიყვები ზღაპარს, თუ როგორ გატეხა ერთ დროს ერთმა პატარა ჰაკერმა გოგონამ მაიკროსოფტისა და არაბი ტერორისტების საიტის სერვერები.

 

გკოცნი! დედაშენი"

 

 

 

 

წყარო: http://newposts.ge/


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016