reportiori.ge - „ნაცმოძრაობის“ ლიდერთა სია, რომლებსაც 315-ე მუხლით, შეთქმულების მოწყობის ბრალდებით დააპატიმრებენ!!!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:59
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„ნაცმოძრაობის“ ლიდერთა სია, რომლებსაც 315-ე მუხლით, შეთქმულების მოწყობის ბრალდებით დააპატიმრებენ!!!
ავტორი:
04 ნოემბერი, 2014. 21:19


ცნობილია, რომ შს სამინისტროში 315-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც შეთქმულების ან ამბოხების გზით სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით დამხობასა და ხელში ჩაგდებას გულისხმობს. ეს პირველად გაზეთ „ალიაში", 10 სექტემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა. ინტერვიუს ბოლოს, დასკვნის სახით აღნიშნა, რომ „შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება".


მოგვიანებით, შს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ „რუსთავი 2"-ის ეთერშიც იგივე დაადასტურა და უფრო მწვავე განცხადებაც გააკეთა. სწორედ მან ახსენა პირველად, რომ კონკრეტულად 315-ე მუხლით მიმდინარეობდა გამოძიება და მიანიშნა, რომ ეს გამოძიება პარტია „ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ იყო დაწყებული. იზორიას ამ განცხადებამ შოკში ჩააგდო „ნაციონალები", 2 დღე ხმას ვერ იღებდნენ, მერე ატეხეს წიოკი, რომ ხელისუფლება მათ პოლიტიკურად დევნიდა და დაჭერით ემუქრებოდა. ამის შემდეგ, როგორც წინა ნომრის „ქრონიკაში" ვწერდით, „ნაციონალთა" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა, თავის ევროსაბჭოელ მეგობრებს მისწერა, ასე და ასეა საქმე და იქნებ დაგვეხმაროთ და გაარკვიოთ, ჩვენი პარტიის ან პარტიის წევრების წინააღმდეგ მართლა აღძრულია თუ არა სს საქმეო. ცხადია, „ნაციონალთა" ევროპელი მეგობრები შეშფოთდნენ, მერე აღშფოთდნენ და შს სამინისტროს რამდენიმე მათგანმა წერილი მისწერა იმის გასარკვევად, მართლა აღძრული იყო თუ არა საქმე „ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ. ამის შემდეგ „ტაბულამ" გაავრცელა შს სამინისტროს წერილი, რომელიც ერთ-ერთი ევროპარლამენტარის სახელზეა გაგზავნილი, თუმცა, ადრესატის ვინაობას „ტაბულა" არ ამხელს. ამ წერილში სწერია, რომ პარტია „ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ არანაირი სს საქმე არ არის აღძრული, თუმცა, შს სამინისტრო ამავე წერილში მიანიშნებს, რომ 315-ე მუხლით გამოძიება მიმდინარეობს. ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ „ნაციონალებმა" გაიხარეს, ალექსანდრე ჭიკაიძე და ლევან იზორია ხალხს ატყუებენ, არანაირი საქმე არც პარტიის, არც მისი ლიდერების წინააღმდეგ არ არის აღძრული, ჩვენ ხომ უფრთო ანგელოზები ვართ, სახელმწიფოს ძალადობრივი გზით გადატრიალებასთან, როგორ შეიძლება რაიმე შეხება გვქონდესო. თუმცა, რატომღაც არავის უხენებია ის ფაქტი, რომ 315-ე მუხლით მიმდინარეობდა გამოძიება. „ნაციონალთაგან" არავის აღარ უკითხავს, ვის წინააღმდეგ მომდინარეობდა გამოძიება კონსტიტუციური ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის ბრალდებით. სხვას ვის შეუძლია დღეს ამის დაგეგმვა, თუ არა „ნაცმოძრაობას"? რატომღაც, ეს ფაქტი მიაყურისძირეს „ნაციონალებმა" და ხალხმაც დაივიწყა.


„ქრონიკას" ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ, კულუარულად აცნობა, რომ „ნაციონალთა" საქმე იმაზე უარესადაა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. წყარო აცხადებს, რომ შს სამინისტრო 315-ე მუხლით გამოძიებას უკვე ამთავრებს და ამ ეტაპზე კონკრეტული პირების დანაშაული გამოიკვეთა, მალე მათ ბრალს წაუყენებენ 315-ე მუხლის პირველი ნაწილით - შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.


წყარო ასახელებს იმ პირებს, ვისაც მალე ამ დანაშაულის გამო ბრალს წაუყენებენ. ესენი გახლავთ - ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მისი ბიძა, თემურ ალასანია, პარლამენტის დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე, ირმა ნადირაშვილი, გივი თარგამაძე, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, გიგა ბოკერია, აჭარის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავჯდომარე, „თავისუფალი ზონის" ხელმძღვანელი და ამ ორგანიზაციის კიდევ რამდენიმე ლიდერი. წყაროს მტკიცებით, 315-ე მუხლით გამოძიება ივნისში დაიწყო, როცა ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი ბაქოს აეროპორტში მილიონი დოლარით დააკავეს, მაგრამ იმის გამო, რომ ორივენი საქართველოს პარლამენტის დეპუტატები იყვნენ, ჩვენმა ხელისუფლებამ ეს სკანდალი ჩაფარცხა. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ფული ჯაფარიძესა და ნადირაშვილს, ქვეყანაში არეულობის დასაწყებად შემოჰქონდათ, რომ ეს, ასე ვთქვათ, საცდელი პარტია იყო და თუ ამ 1 მილიონ დოლარს შემოიტანდნენ, მერე, ბაქო-თბილისის მარშრუტით, სხვა დეპუტატებიც შემოიტანდნენ გაცილებით მეტ თანხას. არ დაგავიწყდეთ, მანამდე, 10 დღით ადრე, 4 ივნისს, გიგი უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი დააკავეს ფულის გათეთრების გამო, რომელსაც უცხოეთიდან დავით კეზერაშვილი კერძო კომპანიების სახელზე ურიცხავდა ოფშორული ზონებიდან ფულს და ეს თანხები „ნაცმოძრაობის" ოფისში მიდიოდა. „ნაციონალებმა" მაშინ ჩათვალეს, რომ რადგან მათთვის ფულის მიწოდების ეს სქემა გაიშიფრა, ხელისუფლება ყურადღებით გააკონტროლებდა მათთვის ფულის მოწოდების ყველა არალეგალურ გზას, დავით კეზერაშვილიც ვეღარ მოახერხებდა „ნაცების" „ობშიაკიდან" თანხის მათთვის მიწოდებას და ამიტომაც, ბაქოს გზას დაადგნენ ფულის შემოსატანად. მართალია, ხელისუფლების ჩარევით, ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გამოუშვეს, მაგრამ მათი ფულით დაკავების, დაკითხვის სრული ჩანაწერები საქართველოს შს სამინისტროს გადაეცა, ამბობს წყარო. სამინისტროს, როგორც ნივთმტკიცება, გადმოსცეს ის 1 მილიონი დოლარიც, რომელიც ჩვენს დეპუტატებს ბაქოს აეროპორტში ჩამოართვეს. ასევე, შს სამინისტრომ აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად ჩაატარა ერთობლივი გამოძიება და მათთვის ცნობილია, სად და ვის შეხვდნენ და ვისგან მიიღეს ეს 1 მილიონი დოლარი ჯაფარიძემ და ნადირაშვილმა.


შს სამინისტროს „ნაცმოძრაობის წევრთა მიერ სახელმწიფოს ძალადობრივი გზით დამხობის ბრალეულობის დასამტკიცებლად, მრავალი მტკიცებულება ჰქონია - ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები და სხვა ფაქტები. მათ შორის, უკრაინის რამდენიმე მოქალაქის ჩვენებაც, რომელთაც უღიარებიათ,რომ „ნაცმოძრაობის" კონკრეტული ლიდერები გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, კონკრეტულ დროს სთავაზობდნენ საქართველოში ჩამოსვლასა და არაკანონიერი, ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას, რაზედაც მათ უარი უთქვამთ. გამოძიებას ხელთ ჰქონია კიევში „ნაცმოძრაობისა" და უკრაინული სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაციის, „უნა უნსოს" ლიდერების შეხვედრების რამდენიმე ფარული ჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია, როგორც სთავაზობენ ფულის საფასურად უკრაინელ „ბოევიკებს" თბილისში ჩამოსვლასა და კონკრეტული კრიმინალური ქმედებების ჩადენას.


ვინც ზემოთ ჩამოვთვალე, თუ „ნაცმოძრაობის" ეს ლიდერები დაიჭირეს და მათ „თავისუფალი ზონის" წევრებიც მიაყოლეს, თქმა არ უნდა, რომ ისინი სხვათა წინააღმდეგ მისცემენ ჩვენებებს - ბევრს ამხელენ. დაუჯერებელია, რომ მხოლოდ ეს ადამიანები გეგმავდნენ სახელმწიფო გადატრიალებას და პარტიის უფრო გავლენიანი ლიდერები საქმის კურსში არ იყვნენ. მოკლედ, თუ ჩვენი წყაროს მოწოდებულ ვერსიას მივყვებით, გამოდის, რომ „ნაცმოძრაობის" ყველა ლიდერი, შესაძლოა, დასაჭერი გახდეს.


„ქრონიკა" შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა და ჰკითხა, მართლა გამოიკვეთა თუ არა ზემოჩამოთვლილი პირების დანაშაული 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიების პროცესში. „ვინაიდან ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ისევ მიმდინარეობს, ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ", გვიპასუხა ნინო გიორგობიანმა.


თუ „ქრონიკის" წყაროს ამ ინფორმაციას დავეყრდნობით, მაშინაც ცხადზე უცხადესი ხდება „ნაცმოძრაობის" მიერ 15 ნოემბერს დაგეგმილი აქციის მიზანი - მათ თავის გადასარჩენად ქვეყანაში არეულობის დაწყების გარდა, სხვა გზა მართლა აღარ დარჩენიათ, თუ ეს ხელისუფლება მართლა ძალით არ დაამხეს, ხელისუფლება მათ ყველას ციხეებში გამოკეტავს, მინიმუმ, 5 წლით. აი, რატომ ახდენენ „ნაცები" საყოველთაო მობილიზაციას და არც ფულს იშურებენ, რომ აქციაზე რაც შეიძლება მეტი ხალხი მივიდეს.

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016