reportiori.ge - კონსტანტინე გამსახურდია: თავს ზემოთ ჭერი არ გამაჩნია, ახლა მეგობრების სახლში ვცხოვრობ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:35
პრეს-დაიჯესტი
კონსტანტინე გამსახურდია: თავს ზემოთ ჭერი არ გამაჩნია, ახლა მეგობრების სახლში ვცხოვრობ
ავტორი:
04 ნოემბერი, 2014. 21:35


საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი,  მეცნიერი და   მთარაგმნელი , კონსტანტინე გამსახურდია  „voice of media" -სთან მის  პირად ცხოვრებასა და ბევრ საინტერესო ფაქტზე საუბრობს




- როგორ იწყებთ დილას ?


_დილას ვიწყებ სამკურნალო თერაპიის ვარჯიშებით , რომელიც  20  წუთი გრძელდება. შემდეგ ვმუშაობ ტექსტებზე ქართულად და ინგლისურად .


_რას გრძნობთ და განიცდით ყველაზე ხშირად ?


_რომ მიწიერი სამშობლო არ გამაჩნია . იმ გაგებით ,რომ ოთხი წელი გავატარე უცხოეთში , ჩემი დაბრუნება გაჭიანურდა. იგი გაგრძელდა ათი წელი . კიდე ვერ ვარ ჩემს სამშობლოში ისე, როგორც უნდა ვიყო . სოციალურად ძალიან მძიმეა ჩემი ცხოვრება . მაქვს უკმარისობის განცდა , უცხოეთში გავიარე ინტეგრაციის ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი, საქართველოში დაბრუნებისას კი იგივე პროცესის გავლა  ხელმეორედ მომიხდა, რადგან სულ სხვა ქვეყანა დამხვდა . ცხოვრება ნულოვანი ათვლის წერტილიდან დავიწყე , რაღაცით ეს ყველაფერი მაგონებს ცნობილი ფილმს"papilon" იგივე მოუსვენრობა და არასტაბილურობაა ჩემს გარშემო ეს ყველაფერი კი თავისთავად გამოვიდა.


_ყველაზე ხშირად რას განიცდით, ან დარდობთ ?


_გაცილებით მეტი შემეძლო და ვერ შევძელი. რადგან ცვალებად გარესამყაროში ვარ, პოლიტიკური თუ სოციალური სიტუაციის მონაცვლეობა არ მაძლევს საშუალებას, რომ ჯეროვნად ვკონცეტრირდე სხვადასხვა თემაზე.


_ყველაზე კარგად რა გახსოვთ თქვენი ცხოვრებიდან ?


_ყველაზე დადებითად და კარგად ბავშობა, რომელიც მიმდინარეობდა დიდი კონსტანტინე გამსახურდიას კოლხურ კოშკში იყო ბაღი , რომელიც სხვადასვა ცხოვრებით სავსე , მე ასეთ გარემოში გავიზარდე და განსაკუთრებულად მახსოვს .


_ არის ისეთი ნივთ, რომელსაც ბავშვობიდან ინახავთ ?


_დედაჩემი ინახავდა ჩემს ჩოხას, ფეხსაცმელს და დიდ სათამაშო ლოკომოტივს, რომელიც ბიძაჩემმა ჩამომიტანა ამერიკის შეერთებული შტატებიდან . ის იყო ცნობილი ქართველი კალათბურთელი გურამ მინაშვილი.


_ არის ისეთი რამ რისი დავიწყებაც გინდათ ?


_რა თქმა უნდა, პირველ რიგში დავივიწყებდი 1991-1992 წლებს წელს, მაგრამ  ვერ ვივიწყებ.  არანაირი შურისძიების მუხტით არ ვარ განწყობილი იმ ადამიანების მიმართ .


_ყველაზე მეტად რა გენატრებათ ?


_საქართველოში ჰარმონიული,  ნაყოფიერი შრომა და თანაცხოვრება.  არ ვიყოთ სოციალურად შეზღუდული და უფრო მეტად კი დაცული. შეგვეძლოს უფრო მეტად თავისუფალი შემოქმედება. ვგულისხმობ ყველა ადამიანს შეეძლოს იმ საქმის კეთება, რისთვისაც ის  მოწადინებულია .


_რა ნატვრა გაქვთ ?


_ამწუთას ჩემი ახალი სახლის საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანა . რომ თავს ზემოთ ჭერი მქონდეს,  რაც არ გამაჩნია. ამჟამად  მეგობრების სახლში ვცოვრობ.


_ამჟამად რითი ხართ დაინტერესებული , რის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში            აპირებთ ?


_ბევრი ინტერესი მაქვს, როგორც კულტურულ ისე პოლიტიკურ ფონზე.  ჩემი პოლიტიკური ორგანიზაციის რებრენდინგი. კიდევ სხვადასხვა პროექტი. სხვათაშორის სადოქტორო უნდა დავიცვა, მზად  მქონდა 1991 წელს  განყოფილების სხდომაზე წავიკითხე და მომიწონეს, მაგრამ თბილისში მომხდარი დაპირისპირებების გამო ქვეყნის დატოვება მომიწია ჩემს მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად, რის  გამოც ვეღარ მოვახერხე, თუმცა მაინც გამოიცა. ახლა ვფიქრობ მაინც დავიცვა , რადგან ვფიქრობ შრომა წყალში არ უნდა იყოს გადაყრილი .


_რას ურჩევთ თქვენს მკითხველს ?


_ამ ყველაფრის მიღმა რაღაცის ძებნა არ დაიწყოთ.  მე საკმაოდ მკაფიოდ და ნათლად ვიცი აზრის თქმა და ამის უკან არაფერი არ იმალება, არც რაიმე განზრახვა ან ჩანაფიქრი. ფორმა შეიძლება იყოს რთული, მაგრამ რასაც წაიკითხავთ ესაა,  მეტი არაფერი .




(წყარო: vom.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016