6 ნოემბერს, 6 საათზე სააკაშვილის ბანდის მიერ რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ საპროტესტო აქციამდე 8 დღით ადრე, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარე" დიდ შეკრებას გეგმავს! ვესაუბრებით ამ შეკრების ერთ-ერთ ორგანიზატორს, აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს.
- ბატონო ელიზბარ, საზოგადოებრივმა მოძრაობა „ლაზარემ" რაღა მაინცდამაინც, 15 ნოემბრის ნაცაქციის წინ გადაწყვიტა შეკრება? ძალიან დიდ მნიშვნელობას ხომ არ ანიჭებთ ამ გაკოტრებულ ძალას?
- ხალხი უკვე ორი წელია, რაც სამართიანობის აღდგენასა და სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლებას ითხოვს, მაგრამ „ოცნების" ხელისუფლება ლაპარაკის მეტს, არაფერს აკეთებს! ამიტომაც წამოყვეს თავი ამ ნაძირლებმა!
ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, თავი მოვუყაროთ ყველა ეროვნულ ძალას, ვისთვისაც მიუღებელია არამხოლოდ ნაცები, არამედ „მეოცნებე" ლიბერასტებიც!
დიახ, საქართველოში არსებული ყველა პატრიოტული ძალა ერთად უნდა დადგეს, რათა თავიდან ავიცილოთ ქვეყანაში არეულობა და ნაცების პარპაში!
საქართველოში თარგამაძისნაირი, ბოკერიასნაირი თუ წიკლაურისნაირი ნაძირლები თავს ლაღად ვეღარ უნდა გრძნობდნენ!
- არეულობა ახსენეთ და...
- სააკაშვილმა, „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ბოლო გამოსვლისას, ბევრი რომ ილაქლაქა, ისიც წამოროშა, ჩვენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მოცდას არ ვაპირებთო!
სააკაშვილი ცეტი კი არის, მაგრამ არც ისეთი სულელია, ვერ ხვდებოდეს ერთ მარტივ რამეს - ნაციონალური მოძრაობა არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვეღარასოდეს დაბრუნდება! ამიტომაც, სჭირდებათ ქვეყანაში არეულობის მოწყობა, რომ ამ ტალღაზე ისევ წაეპოტინონ ძალაუფლებას!
ჰოდა, სწორედ ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია ეს 15 ნოემბრის აქციაც! აბა, რომელიც ჭკუათმყოფელი დაიჯერებს, რომ ბოკერიასა და ბაქრაძეს, თარგამაძესა და „ნურსა" ნადირაშვილს აფხაზეთის ბედი აღელვებთ!
პირდაპირ გეტყვით: სააკაშვილის დავალებით, 15 ნოემბრის აქციაზე თავის მომხრეებს ესვრიან!
- და ხელისუფლებას დააბრალებენ?
- რა თქმა უნდა! ესენი ხომ ცნობილი პროვოკატორები არიან?! მოაწყობენ პროვოკაციას, დაღვრიან სისხლს და შემდეგ, მთელ მსოფლიოს ააწიოკებენ, ნახეთ, რას გვიშვრება ეს მთავრობაო?!
მერე, გამოვა სააკაშვილი „რუსთავი-2"-ის პირდაპირ ეთერში და სიტყვა-სიტყვით ამას იტყვის: „ხალხო, ბიძინა ივანიშვილის, მარიონეტულმა მთავრობამ, რუსეთის დავალებით, დაღვარა ქართველი პატრიოტების სისხლი და გააკეთა მხოლოდ იმის გამო, რომ რუსეთმა კვლავაც შეუფერხებლად გააგრძელოს აფხაზეთის ოკუპაცია!"
- ისე, ირაკლი ღარიბაშვილმა წინმსწრებად განაცხადა, ნაცები 15-15 ლარს ურიგებენ რეგიონებში ადამიანებს, რომ ისინი თბილისში, აქციაზე ჩამოიყვანონ და მერე, აქ ერთმანეთში აჩხუბონო!
- ღარიბაშვილმა, როგორც ჩანს, ყველაფერი არ თქვა! საქართველოდან გაქცეული სააკაშვილის ბრძანებით, ბოკერია და თარგამაძე აქ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ! ბოკერია და თარგამაძე სასწრაფოდ არიან დასაპატიმრებლები!
ეგენი მიუჯინონ ვანოს და ბაჩანას და კარგად დააფქვევინონ ყველაფერი!
- და, ბატონო ელიზბარ, ამ სახელმწიფო გადატრიალებას ხალხი ხომ არ დაუჭერს მხარს?
- რა თქმა უნდა, ხალხი კი არის განაწყენებული „ოცნებაზე", რომელმაც ბევრი წინასაარჩევნო დაპირება დაივიწყა, მაგრამ, ნაცებს მხარს არცერთი ნორმალური ადამიანი არ დაუჭერს!
სახელმწიფო გადატრიალება, რესპუბლიკელების მონაწილეობით, პარლამენტშიც მზადდება! დააკვირდით, ამ ბოლო დროს, როგორ ირჯებიან რესპუბლიკელები და ალასანიას ხალხი!
- ანუ, თქვენი აზრით, იკვეთება ის ალიანსი, რომელზეც კარგა ხნის წინათ ვისაუბრეთ ერთ-ერთ ინტერვიუში?
- დიახ, იკვეთება ნაც-რესპუბლიკურ-ალასანიას ალიანსი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ!
რესპუბლიკელები ვინ არიან - ყველამ ვიცით! ეს ალასანიაა და, 4 მილიონი ლარის მოპარვისთვის დაუჭირეს მოადგილეები! კი მაგრამ, რომ ჰპარავ, ვის ჰპარავ?! ალასანია უნდა გადადგესო, იძახიან! უნდა გადადგეს კი არა, პასუხისგებაში უნდა მისცენ ეგ! მერე რა, რომ რიჩარდ ნორლანდს მოსწონს! რიჩარდ ნორლანდს საქართველოს მთავრობაში ვინ იქნება მინისტრი, ვინ ეკითხება?!
ღარიბაშვილმა პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, სატელეფონო მოსმენების შსს-ს კონტროლის ქვეშ დატოვების მიზნით, რაზეც ჯერ პრეზიდენტად წოდებულმა მარგველაშვილმა დაადო ვეტო, შემდეგ კი, კარგა გვარიანად ჩასწორებული ვარიანტი, ნაცებმა, რესპუბლიკელებმა და ალასანიას დეპუტატებმა ხელიხელჩაკიდებულებმა მიიღეს!
მოკლედ, მარგველაშვილიც ამათ „კანტორაშია"!
ახლა, ამას დაუმატეთ, ის სულგაყიდული ასო-ები და, როგორც იტყვიან „სრულ კომპლექტს" მივიღებთ!
აი, ასეთ ვითარებაში გადავწყვიტეთ სწორედ, საზოგადოება „ლაზარეს" დიდი შეკრების გამართვა!
მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოში არსებობს ორი ჯგუფი: პირველს, უყვარს საქართველო და ქართველები, მეორეს კი - სძულს ერთიც და მეორეც!
სწორედ ამ ქართველთმოძულეებში შედიან ნაცები, რესპუბლიკელები, ალასანიას პარტია, ასო-ები და სხვადასხვა ჯურის ლიბერასტები - „ტუალეტის პოეტებისა" და მავნებელი „ექსპერტების" სახით!
ხალხის მოთმინების ფიალა კი, გადავსების პირასაა!
მერე, ერთ მშვენიერ დღეს ეს ხალხი იხუვლებს და ქართველთმოძულეებს სახლებიდან გამოათრევენ და ცოცხებს არ აკმარებენ!
საქართველოში ხელისუფლება ნაცებმა კი არა, ხალხმა უნდა დაიბრუნოს!
ესაუბრა გიორგი გიგაური
გაზეთი „ასავალ-დასავალი"