reportiori.ge - რა საფრთხეებს შეიცავს ჩვილისთვის მშობლებთან ერთად ძილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:26
სხვადასხვა
რა საფრთხეებს შეიცავს ჩვილისთვის მშობლებთან ერთად ძილი
ავტორი:
06 ნოემბერი, 2014. 10:01


ხშირია შემთხვევები, როცა ახალშობილს და ცოტა უფრო მოზრდილ ბავშვსაც ვერ ან არ აწვენენ ცალკე ლოგინში თუ ეტლში, და მას მშობლებთან ერთად სძინავს. ამ საკითხზე მეცნიერებს და, უბრალოდ, გამოცდილ ადამიანებს თავიანთი აზრი აქვთ, აი, ექიმები კი სხვა სახის პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას.

 

როცა  ჩვილი მშობლებთან ერთად წევს, ის ან გვერდზე  წევს, დედასთან ან მამასთან ჩახუტებული, ან მუცელზე. ეს პოზები ხშირად არის საშიში, რადგან შეიძლება, უცებ ისე გადაბრუნდეს, ცხვირით ქვეშ აღმოჩნდეს, ან ძალიან მიეკრას მშობელს და გაიგუდოს. უფროსისგან განსხვავებით, ბავშვი ვერ ხვდება ჟანგბადის უკმარისობას.

 

ასევე არის შემთხვევები, როცა დაღლილობისგან მეტისმეტად ღრმა ძილში მყოფი დედა მოულოდნელად ზედ დასწოლია პატარას და დაუზიანებია. ყოფილა შემთხვევები, როდესაც საწოლში, ღამით ძუძუს წოვების დროს ჩასძინებია დედას, ბავშვი მეტისმეტად მიკრულა ძუძუზე და გაგუდულა, ან დედის სიმძიმე დასწოლია. ამ ყველა შემთხვევის გამო ექიმები მშობლებს აფრთხილებენ, რომ ჯობს, პატარას მშობლების საწოლის გვერდით მიდგმულ ეტლში ან თავის საწოლში ეძინოს. თუ ისე ვერ იძინებს, დედას შეუძლია, ჩაიწვინოს პატარა, დააძინოს და მერე მოათავსოს ბავშვის საწოლში. ასევე მოიქცეს ძუძუს წოვების დროს - აჭამოს და დააბრუნოს თავის სამყოფელში. ასე გვერდითაც ეყოლება პატარა და თან მას საკუთარი სივრცე ექნება. ეს ჰიგიენის თვალსაზრისითაც უკეთესი ვარიანტია და სხვადასხვა საფრთხის თვალსაზრისითაც.


ყველაზე კარგია, ბავშვს, სანამ ძალიან პატარაა, თავის საწოლში ეძინოს გვერდულად (ოღონდ ამ შემთხვევაში უნდა უცვალოთ ხოლმე გვერდი, რომ ერთ მხარეს არ გაუბრტყელდეს თავი), ან ზურგზე, ოღონდ ბალიშის გარეშე, ან ძალიან თხელი, ბრტყელი ბალიში ედოს. არც ის არის სასურველი, რომ საწოლში მის გარშემო ბევრი ფუმფულა სათამაშო ან ბალიშები იყოს. შეიძლება, ღამის განმავლობაში ფეხის თუ ხელის გაქნევისას რომელიმე სათამაშო ან ბალიში ზედ დაემხოს და ამანაც ცუდი შედეგები მოიტანოს. გარდა ამისა, ფუმფულა სათამაშოების გარემოცვაში წოლა ალერგიის საფრთხესაც შეიცავს - ასეთი სათამაშოები ადვილად იღებენ მტვერს. სათამაშოებს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, ბავშვს - თავისი. ბავშვის საწოლში არ უნდა იყოს ზედმეტი ნივთები, ედოს მყარი ლეიბი, კვირაში ერთხელ მაინც გამოუცვალოთ თეთრეული. საწოლი იდგეს დედის საწოლის გვერდით, რომ დედას აუცილებლად ესმოდეს ბავშვის სუნთქვა და დროულად შეძლოს მასთან აღმოჩენა, როცა ბავშვს დასჭირდება.


 

 





(მოამზადა  ნინო  მჟავანაძემ )

(წყარო  mshoblebi.ge )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016