რუსეთი ტექნოლოგიური ცვლილებებისთვის ემზადება. სულ მალე ქვეყანაში მიიღებენ კანონს, რომელიც აიძულებს ონლაინ-სერვისებს, მონაცემები ადგილობრივი მასშტაბით შეინახონ. აღნიშნული კანონი ძალაში 2015 წლის 1 იანვრიდან შევა და ის გავლენას მოახდენს ნებისმიერ მოწყობილობაზე, რომელიც ამერიკული კომპანია Apple-ის iCloud-ის სერვერს იყენებს.
რუსეთის ინტერნეტ-ომბუდსმენი დიმიტრი მარინიჩევი ფიქრობს, რომ კომპანია Apple-ს არ ექნება საკმარისი დრო იმისთვის, რომ 2015 წლამდე ყველა რუსი მომხმარებლის მონაცემები ქვეყნის ფარგლებში გადმოიტანოს.
„კანონი შეეხება ყველა ონლაინ-სერვისს: ნივთების ყიდვიდან დაწყებული, სოციალური ქსელით დამთავრებული, რადგან თითოეული ასეთი კომპანია მონაცემებს უცხოეთში მდებარე სერვერზე აგზავნის", - ამბობს ომბუდსმენი.
ყველაფერი ეს კი ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მოქალაქეებს არა მარტო iPhone -თან მოუწევთ დამშვიდობება, არამედ შესაძლოა, რომ ვერც Facebook-ის მოხმარება შეძლონ.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ )
(წყარო wis.ge)