ყავისფერი თვალები, სინამდვილეში ლურჯი თვალებია ყავისფერი პიგმენტაციით. არსებობს ლაზერული პროცედურა, რაც საშუალებას იძლევა, ყავისფერი თვალები ლურჯად იქცეს სამუდამოდ.
ყოველი მე-12 კაცი დალტონიკია.
თქვენი თვალები ყოველთვის დარჩება ისეთი ზომის, რა ზომისაც დაბადებისას იყო, ყურები კი ზრდას არასდროს შეაჩერებს.
თვალებს მხოლოდ სამი ფერის - წითელის, ლურჯისა და მწვანის აღქმა შეუძლია, დანარჩენი ფერები ამ სამი ძირითადი ფერის შეერთებით აღიქმება.
ადამიანის თვალის რქოვანა იმდენად ჰგავს ზვიგენის რქოვანას, რომ მას შესაბამისი ოპერაციისას იყენებენ.
მთელი ცხოვრების განმავლობაში, ადამიანი 24 მილიონ სხვადასხვა გამოსახულებას აღიქვამს.
თვალები ტვინს უდიდესი რაოდენობით ინფორმაციას გადასცემს ერთ საათში. ეს ყველაფერი შესაძლოა გავაიგივოთ დიდი ქალაქის ინტერნეტ-პროვაიდერის მუშაობასთან.
ჩვენი თავლები ფოკუსირებას ერთ წამში დაახლოებით 50 ნივთზე აკეთებენ.
მაიას ტომში სიელმეს მიმზიდველად თვლიდნენ და ცდილობდნენ, რომ მათი შვილები ასეთები ყოფილიყვნენ.
შიზოფრენიის დადგენა 98,8 მეათედი პროცენტის სიზუსტით შესაძლოა უბრალო ტესტის მეშვეობით თვალების მოძრაობაზე.
ადამიანები და ძაღლები - ადამიანები რაიმეს ამოცნობას სხვა ობიექტის თვალებში ცდილობენ, ძაღლები კი ამას მხოლოდ ადამიანებთან ურთიერთობისას აკეთებენ.
ქალების დაახლოებით 2 პროცენტს აქვს იშვიათი გენეტიკური მუტაცია, რის შედეგადაც ბადურის დამატებითი კონუსი აქვთ. ეს მათ საშუალებას აძლევს, აღიქვან 100 მილიონი ფერი.
ასტრონავტებს გრავიტაციის გამო კოსმოსში ტირილი არ შეუძლიათ. ცრემლები ბურთულებად იქცევა და თვალების წვა იწყება.
ფუტკრებს თვალებში ბეწვური წანაზარდები აქვთ. ეს მათ ეხმარებათ ქარისა და ფრენის სიჩქარის გაგებაში.
თეთრი კატები, რომლებსაც ლურჯი თვალები აქვთ - მათი საერთო რაოდენობიდან 65 პროცენტიდან 85 პროცენტამდე - ყრუა.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
(წყარო newposts.ge )