reportiori.ge - რა უნდა მივირთვათ ღამით, რომ არ მოვიმატოთ წონაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:55
სხვადასხვა
რა უნდა მივირთვათ ღამით, რომ არ მოვიმატოთ წონაში
ავტორი:
06 ნოემბერი, 2014. 11:08


ბევრი დიეტოლოგი გვირჩევს, ღამით ჭამაზე უარი არ ვთქვათ, თუმცა საღამოს საათებში, კერძოდ კი, ძილის წინ ყველაფრის მირთმევა მაინც არ არის რეკომენდებული.

მაშ, რისი ჭამა შეგვიძლია ღამით იმისათვის, რომ არ მოვიმატოთ წონაში და მშვიდადაც დავიძინოთ.


კრეკერები: ბუტერბროდის მშვენიერი ალტერნატივაა. თუმცა ისინი უნდა იყოს უხეშად დაფქული ფქვილისგან.


კეფირი: ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, არის ცილებისა და კალციუმის საბადო. არ შეიცავს შაქარს.


ფაფა: უმჯობესია, იყოს შვრიის, ხოლო რძე - უცხიმო. ასეთი ფაფა არა მარტო დაგიცავთ ზედმეტი კილოგრამებისგან, არამედ ღრმად და მშვიდად დაძინებაშიც დაგეხმარებათ.


შემწვარი ვაშლი: შედეთ  3  წუთით მიკროტალღურ ღუმელში, მოაყარეთ დარიჩინი და მოასხით ცოტაოდენი თაფლი. ეს დესერტი უგემრიელესია და თან ძალიან სასარგებლო.


ინდაურის ხორცი: არანაირად არ იმოქმედებს თქვენს წონაზე, თუ მას პურისა და სოუსის გარეშე მიირთმევთ.


გაყინული ხილი: მაგალითად, გაყინული ბანანი იოგურტში. ეს დესერტი შეიცავს კალიუმს და შესანიშნავი საძილე საშუალებაა.


ნუში: ყველაზე დაბალკალორიული მაგარნაჭუჭიანი მცენარეა. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები - კიბოს შესანიშნავი პროფილაქტიკაა.


ქოქოსის რძე მარწყვით (ან სხვა კენკრით): კალციუმის, ცილების, რკინის, ვიტამინების - E და C, ასევე, ნიკოტინის მჟავის ნამდვილი საბადოა.


სოიჩიფსები: ისინი ჩაანაცვლებენ კარტოფილის ჩიფსს. არ შეიცავს ცხიმს, კალორიებს და ცილების საუკეთესო წყაროა.


(მოამზადა ნინო მჟავანაძემ )

(წყარო marao.ge )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016