თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გადააყენეს. რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნულ საკითხს მხარი 25-მა წევრმა დაუჭირა. კენჭისყრის შედეგად , მამუკა ახვლედიანის გარდა თანამდებობიდან გადაყენებულია საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბაჩილავა, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ გრიგალაშვილი, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაჩანიძე, საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომჯარე თამაზ შოშიაშვილი, საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ხვიჩა სანაია, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე იოსებ ეგუტია, სახეებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლაშა იმედაშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ნაცვლიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე გურამ კინწურაშვილი, ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე კახა გურული, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გელა ომანიძე, ურბანულ და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიის თავმჯდომარე დავით წერეთელი.
კომისიების თავმჯდომარეების კანდიდატურებზე კონსულტაციები 26 ივლისამდე გაგრძელდება. სავარაუდოდ, სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხიც დადგება.