reportiori.ge - თუ ბავშვი „თავზე დაგაჯდათ“ - 3 წესი, რომ იქიდან ჩამოიყვანოთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:40
სხვადასხვა
თუ ბავშვი „თავზე დაგაჯდათ“ - 3 წესი, რომ იქიდან ჩამოიყვანოთ
07 ნოემბერი, 2014. 10:49






ბავშვი არ გიჯერებთ, არ ასრულებს მშობლების თხოვნებს, სამაგიეროდ, თვითონ გასცემს ბრძანებებს, თითქოს ოჯახის უფროსი იყოს. ყველაფერი მას ემორჩილება. ასე არ უნდა იყოს! მზად ხართ ცვლილებებისთვის?

ჯერ შევამოწმოთ, მართლა არის განებივრებული და მართლა „დაგაჯდათ თავზე" თუ მეტისმეტად ბევრს ითხოვთ მისგან?

1.            ბავშვი 4 წელზე უმცროსია?

2.            თავად ჭამს და იცვამს?

3.            აკეთებს რაღაცას მაინც ოჯახის სხვა წევრებისთვის (მოაქვს ფლოსტები, ჭიქა წყალი, უმცროსი პატარისთვის სათამაშო)?

თუ სამჯერვე უარყოფითად უპასუხეთ, მაშინ, მართლა განებივრებული ყოფილა. მისდიეთ ამ წესებს და სიტუაციას გამოასწორებთ.


1.            თუ რაიმეს გაკეთებას მოსთხოვთ, აიძულეთ, აუცილებლად გააკეთოს, თუნდაც ისტერიკა მოაწყოს, ხველება დაიწყოს ან სხეულის სხვადასხვა ნაწილის ტკივილი მოიმიზეზოს, ან თქვას, ძალიან დავიღალე და მეძინებაო.

2.            შესთავაზეთ, აირჩიოს ერთი ახალი უფლება და ერთი ახალი მოვალეობა. მაგალითად, შეუძლია, ნახევარი საათით გვიან დაიძინოს ან ნაყინი იყიდოს უქმეებზე მთელი ოჯახისთვის, მაგრამ სამაგიეროდ ყველა დაყრილი სათამაშო ყოველთვის უნდა აკრიფოს (როგორც წესი) და კიდევ, ახალი მოვალეობა იკისროს - ყვავილებს დაუსხას წყალი კვირაში სამჯერ ან პური ამოიტანოს ხოლმე მაღაზიიდან. ეს უნდა შეასრულოს 3-4 კვირა მაინც. ასე პასუხისმგებლობაც გამოუმუშავდება, საკუთარ საჭიროებასაც იგრძნობს და სხვებზე ზრუნვასაც ისწავლის.

3.            ბავშვს იმას კი ნუ ეტყვით, რა უნდა გააკეთოს, არამედ მიზანი დაუსახეთ. მაგალითად, ასე კი არა: „სათამაშოები ყუთში ჩაყარე", არამედ: „იატაკი გაათავისუფლე სათამაშოებისგან, რომ სიარულის საშუალება იყოს". ნაცვლად ამისა: „ხელები საპნით დაიბანე და კარგად გაიმშრალე", უთხარით: „ხელები სუფთად და სურნელოვანად გადააქციე". ჯიუტი ბავშვები ასე გაცილებით ხალისიანად ასრულებენ დავალებებს.

და კიდევ, ბავშვმა რომ არ იფიქროს, რომ ის გადაიყვარეს, ხშირად მოეფერეთ, თვალებში ჩახედეთ და აღტაცებით მოუსმინეთ, რა სისულელესაც არ უნდა ჰყვებოდეს. თან აგრძნობინეთ, რომ მისი გარდასახვა ძალიან გახარებთ.


 

წყარო mshoblebi.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016