reportiori.ge - 15 ემოციური სიმღერა, რომელიც გულს აგიჩქარებთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:46
სხვადასხვა
15 ემოციური სიმღერა, რომელიც გულს აგიჩქარებთ
07 ნოემბერი, 2014. 11:30



მუსიკა იმით არის მშვენიერი, რომ შეუძლია განწყობის შექმნა ისე, რომ მერე მთელი დღე ფრთაშესხმულმა იარო, ან კიდე საკუთარ თავს ჩაუღრმავდე. გეძალება მოგონებები, წარმოსახვაში ჩნდებიან ადამიანები, ადგილები, ფიქრები და აი, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ამ მელოდიით, გული კი მუსიკის ტაქტს მიჰყვება.



Audrey Hepburn — Moon River (OST Breakfast at Tiffany’s)

 

 

სიმღერა Moon River იმღერა მომხიბვლელმა ოდრი ჰეპბერნმა 1962 წელს ფილმში „საუზმე ტიფანისთან“. ცოტამ თუ იცის, რომ ამ ეპიზოდის ამოღება სურდათ, მაგრამ ოდრი ჰეპბერნის ჩარევამ ხელი შეუშალა ამ პროცესს. ჩვენ ასწლეულების მანძილზე კიდევ არაერთხელ დავტკბებით ამ შედევრით.

 

Sting — Shape of My Heart

 

 

ეს სიმღერა არა მხოლოდ მელომანებისთვის და სტინგის ფანატებისთვის საყვარელი სიმღერაა, არამედ კინოს თაყვანის მცემლებისთვისაც, რადგანაც ის ძალიან ეფექტურად და გულში ჩამწვდომად აჟღერდა ლიუკ ბესონის საკულტო ფილმში „ლეონი“.

 

U2 — With Or Without You

 

 

U2-ს ქარივით დაუმორჩილებელი კომპოზიციაა. ვერ წარმოიდგენთ, თუ რამხელა სიყვარული და თავისუფლება ჩადო ბონომ ამ სიმღერაში. ჩვენ კი გვაქვს ბედნიერება,დავტკბეთ მისით.

 

Aerosmith — I Don’t Wanna Miss a Thing

 

 

ეს ბალადაა, რომელსაც არ აქვს ასაკი, ისევე როგორც სიცოცხლით და ენერგიით სავსე ამ ჯგუფის(აეროსმიტის) სოლისტს-სტივ ტაილერს, რომელიც გვეუბნება: „დააფასეთ საყვარელ ადამიანთან გატარებული ყოველი წუთი.“

 

Jeff Buckley — Hallelujah

 

 

სიმღერა – ლოცვა „ალილუია“ დაწერა ლეონარდ კოენმა. ამ სიმღერის 300 ვერსიიდან უმრავლესობა ჯეფ ბაკლის შესრულებას ანიჭებს უპირატესობას. ამ სიმღერას ბარკლი უფრო მეტი განცდით და სევდით მღერის.

 

Florence and the Machine — Over The Love

 

 

„ბავშვობიდან ვმღეროდი ჩემთვის, ფორტეპიანოს თანხლებითაც, ვხევდი ჩემს ყვითელ კაბას დავტიროდი, ვტიროდი, ვტიროდი“ – აღიარებს ბრიტანელი არამიწიერი ხმის მქონე მომღერალი ფლორენს უელჩი. ტანსაცმლის შემოხევა აუცილებელი არ არის, მაგრამ ამ სიმღერას დიდი გრძნობით უნდა მოუსმინო.

 

Земфира — Мы разбиваемся

 

 

„ამ სიმღერის დაწერის შემდეგ, ღამე ვერ დავიძინე. იმის შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს ჩემში ემოცია იმაზე უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ. თითქოს იმდენად ღრმად ჩავისუნთქე, რომ ამოსუნთქვა ვეღარ შევძელი. სიმღერაბედნიერებაა“ – ამბობს ზემფირა ამ ჰიტზე. მიუხედავად მშვიდი საფორტეპიანო ბალადისა, ის არ გაძლევს საშუალებას მშვიდად დახუჭო თვალები. არა, განშორება არ გინდა. გინდა იფრინო შორს და მაღლა.

 

Coldplay — The Scientist

 

 

Coldplay_ს შეიძლება უსაყვედურო ზედმეტად ტკბილი კომპოზიციების გამო, მაგრამ არა იმის გამო, რომ შესწევს უნარი შექმნას თბილი ატმოსფერო თავისი მუსიკით. ეს სიმღერა მეცნიერზეა, რომელიც ცდილობს გადაარჩინოს ურთიერთობა თავის საყვარელ ადამიანთან. ეს უბრალო სიმღერაა, მაგრამ ის მთელ სხეულში აღწევს და თითქოს იქ რჩება.

 

Johnny Cash — Hurt

 

 

სიმღერა Hurt დაწერა და შეასრულა გენიოსმა და მუსიკის ექსპერიმენტატორმა ტრენტ რეზნორმა. შემდგომში კი ეს სიმღერა იმღერა ქანთრის ლეგენდამ ჯონი კეშმა. ამბობენ რომ რეზნორმა იტირა, როდესაც მოუსმინა კესის ვერსიას.

 

Ray Charles — A Song For You

 

 

ლეონა რასელის ქავერ სიმღერის „Song for you”-ის შესრულება, რეი ჩარლზისთვის იმის მცდელობა იყო, რომ დაებრუნებინა ძველი დიდება არა მხოლოდ ასაკოვან, არამედ ახალგაზრდა თაობაშიც. მომღერალმა ამ სიმღერის შესრულებისთვის „გრემი“ აიღო, თუმცა მნიშვნელოვანი უფრო ის არის, რომ ეს სიმღერა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში.

 

The Сranberries — Promises

 

 

პირობა დადეთ, რომ მოუსმენთ ირლანდიულ როკ–ჯგუფის The Cranberries ამ სიმღერას. სოლისტმა დოლორეს ო რიორდანმა არა მარტო მთელი სული, არამედ უფრო მეტიც ჩადო ამ სიმღერაში. ყოველივე ეს კი თითოეულ ნოტსა და სიტყვაში იგრძნობა.

 

Bebe — Siempre Me Quedara

 


ხშირად, შეცდომით ფიქრობენ, რომ ამ კომპოზიციას პენელოპა კრუსი ასრულებს, რადგანის ფილმ „კოკაინის“ საუნდტრეკია. სინამდვილეში კი ამ სიმღერას ესპანელი მომღერალი Bebe ასრულებს, რომელიც ბავშვობიდან მღერის და წერს სიმღერებს. მისი ვოკალი ზღვის ჩურჩულს ჰგავს და აღელვებს ყველაზე დახვეწილ მსმენელსაც.

 

James Blunt — Goodbye My Lover

 


ყოფილი სამხედრო და ახლა უკვე მომღერალი ჯეიმს ბლანტი მუდამ სიყვარულზე მღერის და ეს შესანიშნავად გამოსდის. ეს სიმღერა–დამშვიდობება მგრძნობიარე და ცოტა ტრაგიკული გამოვიდა, მაგრამ მისი მოსმენის შემდეგ თქვენ სიცარიელეს კი არ გრძნობთ დანაკარგის გამო, არამედ მადლიერებას ერთად გატარებული დროის გამო.

 

Radiohead — Fake Plastic Trees

 

 

ტომ იორკმა ეს სიმღერა პრაქტიკულად მეორე დუბლის შემდეგ დაწერა – მან პირველად ის ფალცეტით შეასრულა, რაც შემდგომში მის დამახასიათებელ ნიშნად იქცა. ამ სიმღერამ მისი განუმეორებელი ემოციების გამო შეგვაყვარა თავი.

 

Roxette — Listen To Your Heart

 


შვედურმა დუეტმა Roxette_მ ყველაზე პოპულარული და ლირიკული ბალადა შეასრულა სიყვარულზე. პირველივე აკორდები იწვევს ემოციების ტალღას, რომელიც მისამღერში კიდევ უფრო ძლიერდება.


წყარო  4motivi.com


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016