1) როცა ჯგუფში რამდენიმე ადამიანი იცინის, თითოეული მათგანი ინსტინქტურად უყურებს მას, ვინც ყველაზე მეტად ესიმპათიურება, ან მას, ვისთანაც უფრო მეტად უნდა ურთიერთობა.
2) თუ თქვენ ნერვიულობთ, წინ კი საპასუხისმგებლო საქმე გელით, დაღეჭეთ საღეჭი რეზინი. ასე დამშვიდდებით, რადგან ქვეცნობიერად, საკვების მიღების მომენტი ასოცირდება უსაფრთხოებასთან.
3) თუ ვინმე გიყვირით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. შესაძლოა, ამით კიდევ უფრო გააბრაზოთ თანამოსაუბრე, მაგრამ ბოლოს დიდ დანაშაულის გრძნობას განიცდის საკუთარი საქციელის გამო.
4) თუ თანამოსაუბრის პასუხი არ გაკმაყოფილებთ ან გრძნობთ, რომ ის არასრულია, ნუ დაუწყებთ გამოკითხვას. უბრალოდ, ყურადღებით ჩახედეთ თვალებში ამ ადამიანს. ამის შემდეგ ის იძულებული იქნება, განაგრძოს საუბარი.
5) როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ემოციები არ მოქმედებენ მიმიკაზე, პირიქითაც ხდება. ამიტომ, თუ თქვენ გსურთ, თავი იგრძნოთ ბედნიერად, რაც შეიძლება ხშირად გაიღიმეთ. საბოლოო ჯამში, თქვენი ღიმილი სრულიად გულახდილი იქნება.
6) მაქსიმალურად ეცადეთ, წინადადება არ დაიწყოთ სიტყვებით „მე ვფიქრობ" და „მეჩვენება, რომ". ეს სიტყვები გამოხატავენ სრულიად უსარგებლო თვითდაურწმუნებლობას.
7) მნიშვნელოვანი საუბრის წინ წარმოიდგინეთ, რომ ინტერვიუერი თქვენი ძველი მეგობარია. ასე თავს უფრო თავისუფლდ იგრძნობთ და ნაკლებად ინერვიულებთ.
8) თუ თქვენ ისწავლით უფრო მეტი სიხარულის გამოხატვას ვინმეს ნახვისას, დროთა განმავლობაში მართლაც მოხარული იქნებით ამ ადამიანის ხილვით.
9) ადამიანები მიდრეკილნი არიან დათმობისკენ მაშინ, თუ მანამდე უფრო დიდ საკითხზე გიპასუხეს უარით.
10) სტრესის ფიზიოლოგიური გამოვლინება ხშირ შემთვევაში ჰგავს სიხარულით აღგზნების სიპტომებს: მძიმე სუნთქვა, გახშირებული გულისცემა და ა.შ. თუ თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ სტრესულ სიტუაციას, როგორც გამოწვევას, მაშინ სტრესისგან გამოწვეული ნეგატიური ეფექტი შემცირდება.
11) ხშირ შემთხვევაში ადამიანები ვერ არჩევენ ერთმანეთისგან უბრალო თავდაჯერებულობას იმისგან, რომ ნამდვილად შეუძლიათ გაერკვნენ ამა თუ იმ საკითხში. თუ თქვენ ბოლომდე წარმოაჩენთ საკუთრ თავდაჯერებულობას ქმედებებში, ამით ადამიანებს მიიზიდავთ.
12) თუ თქვენ ბევრი მუშაობა გიხდებათ ადამიანებთან, უკან დაიდგით სარკე. ბევრი ადამიანი ამის გამო უფრო თავაზიანად მოქცევას დაიწყებს, რადგან არავის სურს, საკუთარი თავი იხილოს გაღიზიანებული და ბრაზიანი.
13) თუ თათბირზე ვინმესგან მკვეთრ კრიტიკას ელით, შეეცადეთ, ამ ადამიანის გვერდით დაჯდეთ. ამ შემთხვევაში ის შერბილდება და ვერ შეძლებს, იმ ძალით შემოგიტიოთ, როგორც აპირებდა, რადგან გარკვეულ დისტანციაზე ყოფნისას უფრო მეტ ძალას იგრძნობდა.
14) პირველი პაემნის გატარება უმჯობესია ისეთ ადგილას, სადაც უფრო მეტი დადებითი ემოციების მიღებას შეძლებთ. შედეგად სასიამოვნო შთაბეჭდილებები იქნება თქვენთან დაკავშირებული.
15) შეეცადეთ, გაცნობისას თანამოსაუბრის თვალის ფერი ამოიცნოთ. მხედველობითი კონტაქტი ზრდის თანხვედრი სიმპათიის შეგრძნების გაჩენის ალბათბას.
წყარო www.b2p.ge