reportiori.ge - როგორ დაველაპარაკოთ ბავშვებს სიგარეტის მავნებლობის შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:37
სხვადასხვა
როგორ დაველაპარაკოთ ბავშვებს სიგარეტის მავნებლობის შესახებ
07 ნოემბერი, 2014. 17:34


 

სანამ ბავშვს დაელაპარაკებით მოწევის მავნებლობის შესახებ, უნდა იცოდეთ ბავშების ფსიქიკის თავისებურების შესახებ. ფაქტებზე დაყრდობით მიწოდებული სტატისტიკურად გამყარებული ინფორმაციით თქვენ შეგიძლიათ დაარწმუნოთ უფროსი რიგ საკითხებში, მაგრამ ბავშვთან ასე მარტივად არ გამოდის. ამ შემთხვევაში მთავარია აუხსნათ, რომ ამ მავნე ჩვევაზე დამოკიდებულება ადვილად ხდება ხოლო, მისგან თავის დაღწევა ბევრად რთული და პრობლემატურია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მცირე ასაკში უფრო მარტივად ხდება ადამიანი დამოკიდებული რიგ ჩვევებზე, განსაკუთრებით მავნეზე, ვიდრე ზრდასრულობისას. აქვე გირჩევთ, რომ განუმარტოთ მას, რომ მხოლო ის არის პასუხისმგებელი იმ მავნე შედეგებზე, რასაც მას მოწევა და სიგარეტი მოუტანს.


საფეხურები

1) ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდისას გამოიყენება რამდენიმე მეთოდი. მათგან ყველაზე ნაკლებეფექტურია  ლექცია მოწევის მავნებლობაზე. საუბრის დასრულების მომენტიდან, მცირე დროშივე ადამიანების უმრავლესობას ავიწყდება მოსმენილი ინფორმაცია. პლაკატებსაც და აგიტაციასაც არ მოაქვს იმდენად ღირებული კონკრეტული შედეგი. ყველაზე ეფექტურია, როდესაც ადამიანი თავისივე სურვილით ეძებს ინფორმაციას ამ თემაზე სამედიცინო ნაშრომებსა ან ინტერნეტში.



2) სასარგებლოა, თუ მოახერხებთ და ბავშვებს ჩართავთ პრობლემის შესახებ დიალოგში. ნუ ექნება ამ ყველაფერს ლექციის სახე, მიეცით ბავშვებს უფლება, გამოთქვან თავიანთი აზრები და დამოკიდებულებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აქვე საინტერესოა, აქვთ თუ არა უკვე მათ შეხება სიგარეტთან და ამ მავნე ჩვევის გამოცდილება. როგორც წესი, ყველაზე ხშირად ბავშვები იწყებენ მოწევას იმ ოჯახებიდან, სადაც რომელიმე წევრი უკვე ეწევა. განსაკუთრებით, თუ ეს არის უფროსი ან აღმზრდელი. ის მოქმედებს ბავშვის ფსიქიკურ და გონებრივ განვითარებაზე, რადგან აძლევს მას მაგალითს.



3) იმ შემთხვევაშიც, თუ არც დედ-მამა და არც ბებია-ბაბუა არ ეწევა, არიან მეზობლები და ნათესავები, რომლებიც ეწევიან. შესაძლოა, ასევ არიან მეგობრები, რომლებიც ეწევიან, ან საყვარელი მსახიობები და მომღერლები, რომლებსაც ასე აშკარად ჰბაძავს ახალგაზრდა თაობა. ყველაფერი ეს ზემოთ აღნიშნული უბიძგებს ბავშვს ამ მავნე ჩვევისკენ, ინტერესს მაინც უჩენს, რომ გასინჯოს ის. 10-14 წლის ასაკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშებისთვის, რადგან უმეტესობა ჩვევებს ამ დროს იღებენ ისინი. თუ თქვენ აპირებთ ბავშვს დაელაპარაკოთ, თუ რაოდენ მავნებელია თამბაქოს მოწევა ჯანმრთელობისთვის, გირჩევთ პირველ რიგში თქვენც დაანებოთ მას, თუ ამას არ აკეთებთ საკუთარი თავისთვის, გააკეთეთ ეს თქვენი შვილისთვის და საყვარელი ადამიანისთვის.



4) მოყოლა, თუ რა ზიანი მოქვს მოწევას, შეიძლება ბევრნაირად. დაიწყეთ, თუ რა ნივთიერებებისგან შედგება სიგარეტი, რატომ ითვლება ის მავნედ. აქვე განმარტეთ, თუ რა პრობლემები შეიძლება მოუტანოს მან ჯანმრთელობას. აქვე მნიშვნელოვანია, ბავშვმა რომ დაიჯეროს ეს ყველაფერი, მიეცით მას დიალოგში ჩართვის საშუალება, და ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ვინც მას ელაპარაკება სიგარეტის მავნებლობაზე, თავად არ ეწევა და მართლაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვს მოწევის მიმართ. უმჯობესია, დაელაპარაკოს ბავშვს ის, ვინც მისთვის ავტორიტეტია, შეიძლება ეს იყოს ბიძა ან სხვა ვინმე. არაა აუცილებელი, იყოს მშობელი.



5) ბავშვთან სიგარეტის შესახებ საუბრის მთავარი მიზანია, რომ გაიგოთ, თუ რა მიზნით დაიწყო მან სიგარეტის მოწევა. შესაძლოა, ბავშვს უნდა, ამ გზით აიმაღლოს თვითშეფასება ან დაანახოს თანატოლებს, რომ ის მათზე დიდია და დამოუკიდებელი. ან შეიძლება ცდილობს, ვინმე გოგოს მოაწონოს თავი ამ გზით. ყველა სიტუაციაში ეცადეთ, ბავშვს თვითშეფასება აუმაღლოთ, არა ჩხუბით, რომ ის ცუდია, რადგან ეწევა, არამედ ურჩიეთ, სხვა გზები იმ პრობლემების გადაჭრაში, რაც მას აწუხებს. თუ ბავშვი ხედავს, რომ თქვენ რეალურად მას ემეგობრებით და უფრო გაინტერესებთ მისი პრობლემები, ვიდრე მხოლოდ „აღმზრდელობითი ლექციები", ის უფრო გაგეხსნებათ და გაგითვალისწინებთ. თუ თქვენ გაიგეთ, რომ ის იმიტომ ეწევა, რადგან ცდილობს გოგონოების წრეში პოპულარობა მოიპოვოს, ურჩიეთ ვარჯიში, მიეცით სხვა რჩევები, აჩუქეთ სავარჯიშო ცენტრის აბონემენტი. თუ ესაუბრებით გოგოს, მასაც აუხსენით სიტუაცია, მიდგომა ასეთ დროს ძალიან ინდივიდუალურია.



6) ბავშვისთვის აუცილებელია მოტივიაცია, რომ მან დაანებოს ამ მავნე ჩვევას თავი. თქვენ სწორად უნდა შეარჩიოთ თქვენი არგუმენტი, მაგალითად თუ ელაპარაკებით 15 წლის გოგოს, რომ მოწევა მავნებელია და ის ნაადრევად აბერებს კანს და იწვევს პრობლემებს ის თქვენ არ დაგიჯერებთ, მას ეს პრობლემა ახლა არ აწუხებს, თუ ეტყვით, რომ ვინც არ ეწევა მას გარდატეხის ასაკის გამონაყარი მალე მოშორდება, ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება მისთვის.




7)ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დოგმად ითვლება, რომ მოწევა ეხმარება ადამიანს გახდომაში. თანამედროვე გაგებაში, სამწუხაროდ სიგამხდრე ასოცირდება სიალამაზესთან. სამწუხაროა, როდესაც ბავშვი ამ მცდარი შეხედულებით ხელმძღვანელობს, რომ რაც უფრო გამხდარია უფრო ლამაზია. ასევე გავრცელებულია, რომ სიგარეტის მოწევა ადამიანს ამშვიდებს, ეს არის სიცრუე, გარკვეული დროით ადამიანს ყურადღება სხვა რამეზე გადააქვს და ეს ითვლება "დამშვიდებად." აუხსენით ბავშვებს, რომ ეს ასე არაა, თორემ შესაძლოა ბევრმა თუნდაც ამიტომ გასინჯოს ის, რომ ახდუნებს, ან რომ ამშვიდებს. თუ ბავშვს ზედმეტი წონა აწუხებს და მის გამო ფიქრობს სიგარეტის მოწევის დაწყებას, დაეხმარეთ მას ამ პრობლემის უფრო ჯანმრთელად გადაჭრაში. ერთი სიტყვით ყველა მითი რაც არის შექმნილი სიგარეტზე, მასთან ერთად განიხილეთ და დაუსაბუთეთ, მიეცით ამ ყველაფერს დიალოგის სახე და არა სალექციო კურსის.




წყარო  rogor.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016