reportiori.ge - როგორ მოქმედებს ვადაგასული კოსმეტიკა სახის კანზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:22
სხვადასხვა
როგორ მოქმედებს ვადაგასული კოსმეტიკა სახის კანზე
ავტორი:
08 ნოემბერი, 2014. 10:22


ჩატარებული გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქალბატონთა უმრავლესობა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისას ყურადღებას არ აქცევს მათი შენახვის ვადას.


ასევე გაირკვა, რომ ქალბატონები თვალების ჩრდილებს, პომადასა და ტონალურ კრემს 3-6 წლის განმავლობაში ინახავენ, რაც რამდენჯერმე აღემატება მათ შეფუთვაზე მითითებულ ვარგისიანობის ვადას.


კოსმეტოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ვადაგასული კოსმეტიკის გამოყენება შეიძლება სახიფათო იყოს, რადგან ის საუკეთესო ნიადაგია ბაქტერიებისთვის. განსაკუთრებით სახიფათოა თვალის მაკიაჟის საშუალებები: ჩრდილები, ტუში, თვალის ლაინერები - მათი ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება, კონიუნქტივიტის, ქუთუთოების ანთებისა და თვალის ინფექციების მიზეზი გახდეს.


ამავე მიზეზით კატეგორიულად დაუშვებელია სხვისი თვალის მაკიაჟის საშუალებების გამოყენება. ნაკლებად სახიფათოდ მიიჩნიეს სპეციალისტებმა ვადაგასული პომადა, პუდრი და თხევადი ტონალური საშუალებები, თუმცა, შესაძლებელია, მათში სტაფილოკოკები და სხვა ბაქტერიები აღმოჩნდეს.


 

წყარო   etanews.ge

(მოამზადა ნინო მჟავანაძე)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016