სპეციალისტები აუცილებლად მიიჩნევენ წყლის დალევას დილით, გაღვიძებისთანავე, საღამოს, ძილის წინ, აგრეთვე - ჭამამდე 20 წუთით ადრე . თუ სადილზე ვაშლს, კიტრს მიირთმევთ ან ხილის ნატურალურ წვენს სვამთ, წყალი აუცილებელი არ არის.
• აუცილებელია წყლის დალევა მწარე, მლაშე, ცხარე და ცხიმიანი, მშრალი საკვების მიღების შემდეგ, თანაც ამ დროს ცხელი ან თბილი წყლის დალევა ჯობს.
• წვნიანი კერძის მირთმევის შემდეგ, თუ ძლიერ არ გწყურიათ, წყლის დალევა საჭირო არ არის.
რაც შეეხება ხილსა და ბოსტნეულს, მათი მირთმევიდან ნახევარი საათის განმავლობაში უმჯობესია, წყალი არ დალიოთ. 1-2 საათით თავშეკავება გმართებთ სახამებლით მდიდარი საკვების მიღებისას, ცილოვანი საკვების მიღების შემდეგ კი 2-3 საათი მოგიწევთ წყურვილის მოთმენა.
დილით წყლის დალევა მყისვე გამოგაფხიზლებთ, საღამოს კი, პირიქით, დაგიმშვიდებთ ნერვულ სისტემას, ხელს შეუწყობს ღამით საკვების ნორმალურ მონელებას და ძალ-ღონის აღდგენას.
• სადილამდე ნახევარი საათით ადრე დალეული წყალი წმენდს კუჭს და მას საკვების ახალი ულუფის მოსანელებლად ამზადებს.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ )
(წყარო mkurnali.ge )