reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: რომ არა ივანიშვილი, საქართველოში მარგველაშვილის ვინაობა არავის ეცოდინებოდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:11
პოლიტიკა
ნიკოლოზ მჟავანაძე: რომ არა ივანიშვილი, საქართველოში მარგველაშვილის ვინაობა არავის ეცოდინებოდა!
09 ნოემბერი, 2014. 17:13




არასამთავრობო  ორგანიზაცია  „უფლებადამცველთა  გაერთიანების"  ხელმძღვანელიმა ნიკოლოზ  მჟავანაძემ  „რეპორტიორთან"  საუბარში პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა.


„მარგველაშვილის განცხადებები  მხოლოდ და მხოლოდ  ერთ მიზანს ემსახურებოდა, მან გარკვეულწილად  მხარი დაუჭირა  „თავისუფალ დემოკრატებს",  უწოდა  პროგრესული ძალა,რომელთა მოღვაწეობის შედეგადაც თურმე,  დავამყარეთ ევროკავშირთან და ევროსტრუქტურებთან ურთიერთობა. გამოდის, რომ  მანამდე ჩვენ ეს ურთიერთობები რეალურად არ გვქონდა. ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება მისი მხრიდან.მას ერთხელაც  არ გაუსვია ხაზი იმსაკითხზე ,რომ  სწორედ ამ სამმა მინისტრმა  საქართველოს ხელისუფლების და ქვეყნის კურსის  ევროკავშირის მიმართულებით სწრაფვა ეჭვქვეშ დააყენა.



 როდესაც ამსამმა მინისტრმა  განაცხადა,  საქართველო კურსს იცვლის და ხელისუფლება უკვე მიდის სხვა მიმართულებითო, რომ ხელისუფლებაში არიან იანუკოვიჩებიო,  ამაზე პრეზიდენტს უნდა მოეხდინა რეაქცია და ეთქვა, რომ ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა.პრეზიდენტს არ შეუფასებია თავად თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომელსაც შეიძლება,  მოჰყოლოდა სახელმწიფო  გადატრიალება; როდესაც  თავდაცვის მინისტრი  ამბობს,  ქვეყანაში არის პრორუსული ხელისუფლება და იანუკოვიჩის ტიპის მმართველობა და საქართველომ კურსი იცვალაო,  ამას შეიძლება მოჰყოლოდა ჯარისკაცებისა და ჯარის მხრიდან რეალურად ამბოხი და შეიარაღებული გადატრიალება.  რომ არა ღარიბაშვილის მყისიერი გადაწყვეტილება,   შეიძლება, მართლა ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით შეცვლა გვენახა.



მარგველაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია არაფერზე, ის მხოლოდ საუბრობდა ივანიშვილთან დაკავშირებით, უკვირს,  რატომ ერევა ივანიშვილი „რაღაც კოალიციის" საქმეებში და რატომ არის ეს ადამიანი ჩართული პოლიტიკაში.  კი მაგრამ, სოსო ცისკარიშვილი და ხათუნა ლაგაზიძე თუ ერევიან   ქვეყნის საქმეებში,ბიძინა ივანიშვილს, რომლის  წყალობითაც  ზის ეს ადამიანი თავის პოსტზე , არ აქვს უფლება პოზიციის გამოთქმის და   იმ ხალხისთვის რჩევის მიცემის,  ვინც სწორედ მან მოიყვანა ხელისუფლებაში?



ვის ეცოდინებოდა  საერთოდ  გიორგი მარგველაშვილი,  რომ არა ბიძინა ივანიშვილი? მე არ მინდა, რომ მთელი ცხოვრება   ვაყვედრო ეს, მაგრამ რეალურად  უმადურობასთან  გვაქვს საქმე.



დღეს ეს ადამიანი გამოდის და უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს და შემდეგ საუბრობს, რომ თურმე რეალურად ძალიან ბევრი დავკარგეთ.  მარგველაშვილი აკეთებს განცხადებებს,  რომლის ტექსტიც  ჰგავს  ალასანიასა და „თავისუფალი დემოკრატების" განცხადებებს და კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ  ნაციონალები, ალასანია, რესპუბლიკელები და მარგველაშილი არის ერთი გუნდი, უბრალოდ,  იმ განსხვავებით,  რომ რესპუბლიკელები ხელისუფლებაში არიან" -განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016