ბაჩო ახალაისა და სხვა ბრალდებულების საქმის განხილვის დროს, ერთერთი ბრალდებულის, ალექსანდრე გორგაძის თქმით, ბრალდებულებს საპროცესო გარიგება შესთავაზეს,რაზეც მათ უარი განაცხადეს. მისივე თქმით, საპროცესო გარიგების სანაცვლოდ ბრალდება აღიარებით ჩვენებებს ითხოვდა, რასაც ბაჩო ახალაია და სხვა ბრალდებულები არ დაეთანხმნენ: "შემოთავაზებები იყო საპროცესო შეთანხმებაზე, მაგრამ იყო საუბარი აღიარებითი ჩვენების მიცემაზე. უკვე მათ აღარ შესწევთ ძალა, რომ დაამტკიცონ ბრალეულობა. ეს დღევანდელ პროცესზეც გამოჩნდება, როცა დაცვის მხარე იტყვის თავის სიტყვას. ეს ყველაფერი არის კარგად მოგონილი ზღაპარი, რომელიც კარგად ვერ შეთხზეს", - აცხადებს გორგაძე. შეგახსენებთ, რომ ბრალდებულთა საქმის არსებითი განხილვა თავდაცვის ეპიზოდზე დღეს დასრულდება, რის შემდეგაც სასამართლო იმსჯელებს ბაჩო ახალაიას პატიმრობაში დატოვება–არდატოვების თაობაზე. ბაჩო ახალაიას ბრალი ედება ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და სამსახურებრივი მოვალეობის უფლებამოსილების გადამეტებაში.