reportiori.ge - შეიძლება თუ არა, ბავშვს თმა ფენით გაუშროთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:27
სხვადასხვა
შეიძლება თუ არა, ბავშვს თმა ფენით გაუშროთ
ავტორი:
10 ნოემბერი, 2014. 10:24



ბავშვის თმას ისეთივე ფაქიზი მოვლა ესაჭიროება, როგორც კანს ან კბილებს. განსაკუთრებით ეს გოგონებს ეხებათ, რადგან გრძელი თმის ვარცხნა ბევრ ოჯახში საკმაოდ ხმაურიან პროცედურას წარმოადგენს. ბავშვის თმა, როგორც წესი, ძნელად ივარცხნება, მიზეზი მისი ჩამოუყალიბებელი სტრუქტურაა.



ბავშვს რომ ჯანმრთელი თმა შეუნარჩუნოთ, ამისათვის გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება დაგჭირდებათ.



როგორ დავბანოთ ბავშვს თმა

მთავარი წესი - თავს ბანთ კვირაში ან 10 დღეში ერთხელ. ცხელ ამინდებში შეგიძლიათ, ყოველ მე-5-მე-6 დღეს ბანოთ.


წლამდე ბავშვებისთვის თბილი წყლის ჭავლიც საკმარისია, თუმცა 2-3 კვირაში ერთხელ ასაკის შესაფერისი შამპუნი ან ქაფი გამოიყენეთ. დარწმუნდით, რომ დასაბანი საშუალების შეფუთვაზე აწერია 0+.


 

პრაქტიკული რჩევები:

ცხელ ამინდებში ბავშვს მზის ქუდი ახმარეთ, რომ ჭუჭყისა და მტვრისგან თმა დაცული ჰქონდეს.


დავარცხნეთ თმა დაბანამდე, ასე ნაკლებად აიბურდება.


ბანაობისას ბავშვს საგანგებო პლასტმასის დამცავი ახმარეთ, რომ წყალი და ქაფი თვალებში არ ჩაუვიდეს.



როგორ გავუშროთ თმა

არ გირჩევთ ფენის გამოყენებას, რადგან თავადაც ვერ გააკონტროლებთ, ისე გამოუშრობთ ბავშვს კანს. გარდა ამისა, ცხელი ჰაერის ინტენსიური ნაკადის ზემოქმედება თავის ტვინისთვის სასურველი არ არის. დაბანის შემდეგ თმის გაშრობა ოთახის ტემპერატურის პირობებში ჯობს, შეგიძლიათ პროცესის „დასაჩქარებლად" სქელი პირსახოცი გამოიყენოთ - ქსოვილი სისველეს შეიწოვს და თმა ძალიან სწრაფად გაშრება.



პრაქტიკული რჩევა:

სველ თმაზე ქუდი არ დაახუროთ - ეს გაშრობის პროცესს უფრო გააჭიანურებს. ეცადეთ, ცოტა მაინც გაუშრეს და შემდეგ დაახურეთ ქუდი, თუ სიცივეა და ამის საჭიროებაა.



როგორ დავვარცხნოთ გოგონას თმა

სასურველია, თმა დღეში 2-ჯერ დავარცხნოთ. სავარცხელი თავის კანის მასაჟსაც აკეთებს, რაც მის ჟანგბადით გამდიდრებას და თმის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს. გამოიყენეთ ხისკბილანებიანი სავარცხელი, რომელსაც კბილების ბოლოები მომრგვალებული ექნება. რაც უფრო ხშირი თმა აქვს ბავშვს, მით უფრო ფართოკბილანებიანი სავარცხელი ჯობს.



თუ გოგონას გრძელი თმა აქვს, მისი ვარცხნა ბოლოდან დაიწყეთ და ნელ-ნელა მიუახლოვდით ძირებს. ეს მეტ დროს მოითხოვს, სამაგიეროდ უფრო უმტკივნეულოცაა და სასარგებლოც. მოკლე თმა ძირებიდან ივარცხნება.



მოერიდეთ სველი თმის ვარცხნას, რადგან სველი თმის ძირები სუსტია და ადვილად ცვივა. ამის გამო არ არის სასურველი, ბავშვი სველი თმით დააწვინოთ დასაძინებლად.


ეცადეთ, გოგონას ხშირად გაუშალოთ თმა. ვარცხნილობის გაკეთებისას კი ხშირად ნუ მიმართავთ მჭიდრო ნაწნავებსა და მაგრად შეკრულ „ცხენის კუდს". ამ დროს თმის ნორმალურად კვებისა და თავის კანზე სისხლის მიმოქცევის პროცესი ირღვევა, რაც თმის ხარისხზეც აისახება.



პრაქტიკული რჩევა:

თმის ვარცხნისას სპეციალური სპრეის გამოყენება შეგიძლიათ.


თმის შეჭრა

 

არ იფიქროთ, რომ თმის მალ-მალე შეჭრა მის ზრდაზე ან ხარისხზე მოქმედებს. 3 წლამდე ბავშვს მალ-მალე მხოლოდ „ჩოლკა"  შეჭერით, რომ თმამ თვალებში არ შეაწუხოს. 3-4 თვეში ერთხელ კი თმის ბოლოები შეუსწორეთ.





მოამზადა  ნინო მჟავანაძემ

 

წყარო  mshoblebi.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016