reportiori.ge - ცნობილი ადამიანების 15 ფრაზა, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:59
სხვადასხვა
ცნობილი ადამიანების 15 ფრაზა, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას
ავტორი:
10 ნოემბერი, 2014. 10:42


1. ადრე ვამბობდი, იმედი მაქვს, ყველაფერი შეიცვლება-მეთქი. შემდეგ კი მივხვდი, რომ ერთადერთი გზა არსებობს, რაიმე შეცვალო - საკუთარი თავის შეცვლა. /ჯიმ რონი/


2. ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი იმაშია, რომ ძალიან მალე ვყრით ფარ-ხმალს. წარმატებისკენ მიმავალი უფრო სწორი გზა - მუდმივ, კიდევ ერთხელ ცდაშია. /თომას ედისონი/


3. წარუმატებლობა - მხოლოდ თავიდან დაწყების შანსია, თუმცა, უფრო ჭკვიანურად დაწყებისა. /ჰენრი ფორდი/


4. თუ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია, მაშინ ნერვიულობა არ ღირს. თუ პრობლემა ვერ მოგვარდება, მაშინ ნერვიულობას აზრი არ აქვს. /დალაი ლამა/


5. მაშინაც კი, თუ ნიჭიერი ხართ და ბევრს მუშაობთ, სასურველი შედეგის მიღწევას დრო უნდა: თქვენ ვერ გეყოლებათ შვილი ერთ თვეში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ 9 ქალს ერთდროულად დააფეხმძიმებთ. /უორენ ბაფეტი/


6. მე არასდროს განმიცდია წარუმატებლობა. უბრალოდ, 10 000 მეთოდი ვიპოვე, რომლებიც არ მუშაობს. /თომას ედისონი/


7. იღბალი ერთხელ კარზე ყველას აკაკუნებს, თუმცა ამ დროს ადამიანები უმეტესად უახლოეს ლუდის ბარში სხედან და კაკუნის ხმა არ ესმით. /მარკ ტვენი/


8. პირადად მე ძალიან მიყვარს მარწყვი ნაღებით, თუმცა თევზი რატომღაც მატლებს ანიჭებს უპირატესობას. სწორედ ამიტომ, როცა სათევზაოდ მივდივარ, არ ვფიქრობ იმაზე, რა მიყვარს მე, ვფიქრობ, რა უყვარს თევზს. /დეილ კარნეგი/


9. დილით ჰკითხეთ საკუთარ თავს: ,,რა უნდა გავაკეთო?" საღამოს კი: ,,რა გავაკეთე?" - პითაგორა


10. უბედური, წარუმატებელი, საწყალი და არაჯანმრთელი ისაა, ვინც ხშირად ამბობს სიტყვას ,,ხვალ". /რობერტ კიოსაკი/


11. მოხუცები ხშირად ურჩევენ ახალგაზრდებს, ეკონომიურად ხარჯონ ფული - ეს ცუდი რჩევაა. არ დააგროვოთ - საკუთარ თავში ჩადეთ. 40 წლამდე დოლარიც არ შემინახავს. /ჰენრი ფორდი/


12. მე მინდა. ე. ი. - იქნება. /ჰენრი ფორდი/


13. გაკვეთილი, რომელიც მივიღე და მთელი ცხოვრება მივდევ, მდგომარეობს ცდაში, ცდასა და ცდაში - და არასოდეს დანებებაში! /რიჩარდ ბრენსონი/


14. გააკეთე დღეს ის, რისი გაკეთებაც სხვებს არ უნდათ. ხვალ კი იცხოვრებ ისე, როგორც სხვებს არ შეუძლიათ. /ჯერალდ ლეტო/


15. იმისთვის, რომ მიიღო ის, რაც არასოდეს გქონია, უნდა გააკეთო ის, რაც არასოდეს გაგიკეთებია. /კოკო შანელი/


 

(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

წყარო  dainteresdit.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016