reportiori.ge - 10 მითი ფეხმძიმობის შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 22:48
სხვადასხვა
10 მითი ფეხმძიმობის შესახებ
ავტორი:
10 ნოემბერი, 2014. 11:39


ფეხმძიმობის შესახებ მრავალი ცრურწმენა არსებობს. განვიხილოთ მათგან 10 ყველაზე გავრცელებული შეხედულება და შევეცადით, გავარკვიოთ, ღირს თუ არა მათი დაჯერება:


არ შეიძლება თავსზემოთ  ხელების აწევა


რას გვეუბნებიან: შესაძლოა, პატარა ჭიპლარში გაიხლართოს.


რეალურად: ჭიპლარის შემოხვევა ხდება მაშინ, როცა პატარა ძალიან აქტიურია, ჭიპლარის სიგრძე კი საშუალო სტატისტიკურზე მეტია. ჭიპლარის სიგრძეზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელია, ეს პარამეტრი გენეტიკურია, მაგრამ თუ დიდი ხნის მანძილზე გიწევთ ხელაწეულ მდგომარეობაში ყოფნა (მაგ: ტრანსპორტში მგზავრობისას, როცა ხელი მოაჯირზე გიკიდიათ), პატარას შეიძლება ჟანგბადის უკმარისობა დაეწყოს.


არ შეიძლება თმის შეჭრა და შეღებვა


რას გვეუბნებიან: შესაძლოა, დაკარგო კავშირი კოსმოსთან (რაც უფრო გრძელია თმა, მით უკეთესია კოსმიური კავშირი) და ამით ავნო ბავშვს.

რეალურად: ფეხმძიმობა საუკეთესო პერიოდია თმის გასაზრდელად. ჰორმონალური ცვლილების შედეგად, თმა ჩვეულებრივზე სწრაფად იზრდება, მაგრამ თუ მომავალ დედას გრძელი თმა აწუხებს (მაგ: თვალში ხვდება), ჯობია, შეიჭრას. რაც შეეხება შეღებვას, სხვადასხვა საღებავმა, შესაძლოა, გარკვეული ზეგავლენა მართლაც იქონიოს, მითუმეტეს, რომ ჯერ არავის ჩაუტარებია ცდა საღებავის ქიმიური ელემენტების ზემოქმედების შესახებ ფეხმძიმე ქალებზე, ასე რომ, აჯობებს, არ გარისკოთ.


ბავშვს დაბადებამდე ტანისამოსს ნუ უყიდით


რას გვეუბნებიან: თუ ბავშვი ჯერ არ დაბადებულა, ტანსაცმელი კი უკვე ნაყიდია, მას ბოროტი ძალები მიითვისებენ, ფეხმძიმობა კი ცუდად დასრულდება.

რეალურად: ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც ამ ყველაფრის სჯერა. ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვს სამშობიაროდან გამოყვანისას, ჯერ კიდევ ფასის ეტიკეტშემორჩენილ, ახალ სამოსს აცმევენ. ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა ტანსაცმლის ყიდვაზე მამა ზრუნავს. შეკითხვა მარტივია - რომელი ჯობია, გაურეცხავ და დასაუთოებელ სახვევებში გამოწყობილი ბავშვი, თუ ცინცხალ სამოსში მომღიმარი პატარის დანახვისას გამოწვეული აღფრთოვანება?


უსიამოვნო სანახაობას ნუ უყურებთ


რას გვეუბნებიან: ბავშვი დაზარალდება, დაიბადება უშნო ან წითური (თუ დედა დიდი ხნის განმავლობაში უყურებდა ცეცხლს).


რეალურად: რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ცრურწმენას ( წითური ბავშვების დაბადების გამოკლებით) სამეცნიერო დასაბუთებაც გააჩნია. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, ბუნებრივია, მოქმედებს ჩვენს განწყობაზე, მას შუძლია მოგვიტანოს სიხარული ან სტრესი, თუმცა ჩვენ ვერ ვხვდებით, რამხელა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ამ ყველაფერმა ჩვენივე ფსიქიკურ ან ფიზიკურ მდგომარეობაზე. ფსიქოლოგიურ დისკომფორტს იწვევს, მაგალითად, მონოტონური შპალერი ოთახში. ფეხმძიმე ქალებისთვის უკეთესია, მოერიდონ სტრესს და დატკბნენ ბუნების სილამაზით, სახლი კი ლამაზი სურათებით დაამშვენონ. 


არ შეიძლება კერვა ან ქსოვა

 

რას გვეუბნებიან: ქსოვა ჭიპლარის შემოხვევას იწვევს, კერვა გზას უკეტავს ბავშვს ამ სამყაროში, ღილების მიკერებამ კი, შესაძლოა, ბავშვის ზედმეტად ხალიანობა გამოიწვიოს. 


რეალურად: არავითარი მეცნიერული დასაბუთება ამას არ გააჩნია, უბრალოდ, ეცადეთ, დიდ ხანს ერთ მდგომარეობაში არ გაჩერდეთ. უმჯობესია, დროდადრო წამოდგეთ და გაიაროთ, რათა ბავშვს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი მიეწოდოს.


არ შეიძლება ზურგზე ძილი


რას გვეუბნებიან: თუ ქალს ზურგზე სძინავს, არსებობს საშიშროება, რომ ბავშვი გაიგუდოს.


რეალურად: არსებობს ქვედა ღრუ ვენის შეკუმშვის სინდრომი. როცა ფეხმძიმე ქალს (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფეხმძიმობა უხვწყლიანია, ნაყოფი დიდია ან ელოდებიან ტყუპს) ზურგზე სძინავს, მზარდი საშვილოსნო აწვება ქვედა ღრუ ვენას, რომელიც მის ქვემოთ მდებარეობს. ასეთ შემთხვევაში, ფერხდება გულისთვის სისხლის მიწოდება, არტერიული წნევა კლებულობს, სუნთქვა ხშირდება, თვალებში გიბნელდებათ და თავბრუ გეხვევათ. ასეთ დროს, არ არის საჭირო რაიმე სპეციალური მკურნალობა, უბრალოდ გადაბრუნდით გვერდზე.


არ შეიძლება კატასთან თამაში

 

რას გვეუბნებიან: თუ ფეხმძიმობისას ხელში კატას აიყვანთ, პატარას ბევრი მტერი ეყოლება.


რეალურად: არ ღირს არათუ კატის მოფერება (მითუმეტეს სხვისი), არამედ მისი ოჯახში ყოლაც კი. კატები არიან ტოკსოპლაზმოზის გადამტანები - ეს არის მეტად სახიფათო დაავადება როგორც ფეხმძიმე ქალისთვის, ისე ნაყოფისთვის. ვირუსი პლაცენტის გავლით ნაყოფის სისხლბრუნვაში აღწევს და შემდგომში ძალიან რთულ შედეგებს იწვევს. ამიტომ, თუ ვერავის გადააბარებთ კატის მოვლას, იხმარეთ რეზინის ხელთათმანები. ტოკსოპლაზმოზს არ გააჩნია რაიმე განსაკუთრებული სინდრომი, ხშირად ის უბრალო გაციებას ჰგავს.


პრინციპში, სახიფათოა მხოლოდ პირველადი დაავადება. თუ კატა უკვე რამდენიმე წელია გყავთ, ცუდი აღარაფერი უნდა მოხდეს (როგორც ჩანს, თქვენ უკვე გადაიტანეთ ტოკსოპლაზმოზი ფეხმძიმობამდე და ვერც კი შეამჩნიეთ ეს), თუმცა, ნუ გარისკვათ, მიიყვანეთ თქვენი ცხოველი ვეტერინართან, რათა გაარკვიოთ, არის თუ არა ის დაავადების გადამტანი.


არ შეიძლება ფეხი-ხზე გადადებული ჯდომა

 

რას გვეუბნებიან: შეიძლება ბავში ფეხმრუდი დაიბადოს.


რეალურად: შესაძლებელია, ფეხებთან დაკავშირებით პრობლემა მართლაც გაჩნდეს, ოღონდ არა ბავშვისთვის, არამედ მომავალი დედისთვის. ასეთი ჯდომის პოზა მავნეა არა მარტო ფეხმძიმე ქალებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ვენების ვარიკოზული დაავადებისკენ აქვს მიდრეკილება. თუ დიდი ხნის მანძილზე იჯდებით ფეხი-ფეხზე გადადებული, შეიძლება წარმოიშვას სისხლის მიმოქცევის პრობლემა როგორც ფეხებში, ასევე მენჯის არეში.


არ შეიძლება მშობიარობის სავარაუდო თარიღის დასახელება

 

რას გვეუბნებიან: თუ ყველას გაუზიარებთ ამ ინფორმაციას, რთული მშობიარობა გელოდებათ.


რეალურად: არ არსებობს არავითარი მისტიკური კავშირი მშობიარობის ვადის დასახელებასა და ამ პროცესის უსაფრთხოდ წარმართვას შორის. სამაგიეროდ, არსებობს ფსიქოლოგიური კავშირი - ადამიანის ცნობისმოყვარეობა უსაზღვროა. ასე რომ, თუ არ გსურთ ყოველ ჯერზე შეკითხვას - „როგორ ხარ?" უპასუხოთ - „ჯერ არ გამიჩენია!" აჯობებს, მართლაც ჩუმად იყოთ.


არ შეიძლება მასობრივი თავშეყრის ადგილას ყოფნა


რას გვეუბნებიან: შესაძლოა, თვალი გეცეთ.


რეალურად: საუკეთესო დროსაც კი, როცა არ მძვინვარებს გრიპის ვირუსი და ხალხს სახეზე პირბადეები არ უკეთია, გირჩევთ, მოერიდოთ ქორწილებს, ნათლობებს, დაკრძალვებს, კლუბებს და კონცერტებს... როგორც წესი, ვირუსული დაავადებები ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით, ფეხმძიმეები კი, დაბალი იმუნიტეტის გამო, მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფეხმძიმობისას ძალიან ცოტა წამალია ნებადართული, გასაგები გახდება, თუ რატომ ჯობია, აარიდოთ თავი ხალხმრავლობას.





(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

 

წყარო  eva.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016