reportiori.ge - „ქართულმა ოცნებამ“ ხაშურის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:34
რეგიონები
„ქართულმა ოცნებამ“ ხაშურის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა
10 ნოემბერი, 2014. 12:57


კოალიცია ქართული ოცნება" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავისუფალი დემოკრატების" წევრებმაც დატოვეს.


ხაშურის საკრებულოში კოალიციის შემადგენლობაში თავისუფალი დემოკრატებიდან" სამი წევრი იყო, მათ შორის ერთი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცხადიაშვილია. ცოტა ხნის წინ მან განცხადება გააკეთა.


გიორგი ცხადიაშვილის თქმით, ირაკლი ალასანიას გუნდის სამივე წევრი ხაშურის საკრებულოში კოალიციას ტოვებს და ცალკე ფრაქციას - „თავისუფალი დემოკრატები" ქმნის.

 

გიორგი ცხადიაშვილმა განაცხადა, რომ „თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები ერთგულები არიან გუნდის, პოლიტიკური პარტიის და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღეს კოალიციის დატოვების გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, კოალიცია ქართულმა ოცნებამ" გორის საკრებულოს მსგავსად, ხაშურშიც უმრავლესობა დაკარგა. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016