reportiori.ge - ცვლაში მუშაობა ინტელექტს აქვეითებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 23:01
სხვადასხვა
ცვლაში მუშაობა ინტელექტს აქვეითებს
ავტორი:
10 ნოემბერი, 2014. 11:37


კვლევის ავტორთა განცხადებით, ცვლაში მუშაობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ინტელექტზე. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც რეგულარული გრაფიკი არ აქვს.



მეცნიერებმა  გამოკვლევა 3 ათასს ადამიანს ჩაუტარეს. მკვლევარებმა ყურადღება ძირითადად ადამიანის მეხსიერებაზე, აზროვნების სისწრაფესა და სხვა ინტელექტუალურ მაჩვენებლებზე გაამახვილეს. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანების ტვინი, რომლებიც 10 წლის განმავლობაში ცვლაში მუშაობდნენ, ისეთივე ტემპით მუშაობდა, როგორც მათზე 6 წლით ხანდაზმული ადამიანების ტვინი. მათ ჰქონდათ სწრაფად აზროვნების და სხვა ინტელექტუალური მახასიათებლების პრობლემა. ცვლაში მუშაობის შეწყვეტის შემდეგ ტვინის ფუნქციონირება თანდათან გამოსწორდა და დარეგულირდა, თუმცა ამას 5 წელი დასჭირდა.



დიდი ბრიტანეთის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის წარმომადგენელი მაიკლ ჰასტინგი მიიჩნევს, რომ შექცევადობა ძალიან დიდ როლს თამაშობს. კერძოდ, კვლევა ხაზს უსვამს ადამიანის თავის დროზე ძილის საჭიროებას და რეჟიმში ცხოვრების მნიშვნელოვნებას. 



ადრე ფინელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სწორ ძილს დაავადებების თავიდან აცილება შეუძლია. დაავადების ნაკლები შანსი აქვთ ქალებს, რომლებსაც დღეში 6-7 საათი სძინავთ, ვიდრე კაცებს,  რომლებსაც სძინავთ 7-8 საათი.



ახალი კვლევა დაეხმარება მოხუც ადამიანებს თავიდან აიცილონ  ტვინის ნაადრევი დეგრადაცია და დაბერება. ჰასტინგი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი იქნება, თუ აღვადგენთ კარგ ძილს. დღის შუქი ოთახში მაქსიმალურად უნდა შემოვიდეს,  ღამით კი საჭიროა სრული სიმშვიდე. მეცნიერები ასევე გვირჩევენ იმ პრეპარატების გამოყენებას, რომელიც ბიოლოგიურ რიტმს დაარეგულირებს. 




მოამზადა ნინო მჟავანაძემ

 

წყარო  doctrina.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016