reportiori.ge - უხეში შეცდომები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 22:47
სხვადასხვა
უხეში შეცდომები
ავტორი:
10 ნოემბერი, 2014. 11:58


ტრაბახი - ზოგიერთ ადამიანს უყვარს ტრაბახი ყველაფრით, იქნება ეს ახალი მანქანა, კარგი სამსახური თუ სხვა რამ... ამით მას ჰგონია, რომ იოლად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სხვა ადამიანებზე. ეს ხერხი მართლაც კარგად მოქმედებს სულელებზე. ჭკვიანები კი მათ ცარიელ, უინტერესოა ადმიანებად თვლიან და უარყოფითად აფასებენ.


გაუთავებელი რჩევები - არაფერია გასაკვირი იმაში, როცა რჩევას გაძლევენ ან საკუთარ გამოცდილებას გიზიარებენ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციში თავს გაბეზრებენ საკუთარი მოსაზრებებით, მოსაწყენნი და გამაღიზიანებლები არიან.


 „მე,მე,მე..." არიან ადამიანები, რომლებიც არასოდეს უსმენენ სხვის საუბარს, ყოველთვის ცდილობენ, მოჰყვნენ ისტორია საკუთარ თავზე ან გადაიყვანონ დიალოგი მათთვის საინტერესო თემაზე ისე, რომ სულაც არ დაინტერესდნენ, რას შეეხებოდა საუბარი. მაშინაც კი, როდესაც სალაპარაკო თემა ამოწურულია, ასეთი ადამიანები ცდილობენ, თავი წარმოაჩინონ და თავს მოგახვიონ სასურველი თემები.


 ჭორი - არ გაგიკვირდეთ, თუ ერთ მშვენიერ დღეს ადამიანმა, რომელთანაც მეზობელი ჭუჭყიანი ტანსაცმლის ან თმების გამო გაჭორეთ, თქვენთან ურთიერთობა აღარ მოინდომოს. ჭორიკანა ადამიანი ტოვებს არასასიამოვნო, ნეგატიურ განწყობას და უმეტესობა (რა თქმა უნდა, იმათ გარდა, ვინც ამ საქმის მოყვარული მსმენელია) ცდილობს, ასეთი ადამიანისგან თავი შორს დაიჭიროს.


საუბრის დროს შეცდომის დაშვების შიში -  დიდი ნაკლია. ასეთი ადამიანი ცდილობს, შეარჩიოს სიტყვები, ისაუბროს საინტერესოდ, მაგრამ მისი ასეთი დაძაბულობა ყველასათვის შესამჩნევია, ამიტომ მასთან საუბარიც მოსაწყენი ხდება. ნუ დაკარგავთ ბუნებრიობას და ინდივიდუალიზმს, იფიქრეთ, რას ლაპარაკობთ და ილაპარაკეთ, რასაც ფიქრობთ.




(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

წყარო  eva.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016