ის, რაც ადამიანს სხვებში აღიზიანებს, არის თავად მასში... ის, რისი გაგებაც არ გვსიამოვნებს სხვისგან, ცხოვრების იმ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სხვა ადამიანი, შესაძლოა, სარკედ გვემსახუროს, ანუ დაგვეხმაროს, აღმოვაჩინოთ ის, რასაც ვერ ვხედავთ ან აქამდე არ ვიცოდით საკუთარ თავზე.
ადამიანი საკუთარი მსოფლმხედველობით ქმნის თავის სამყაროს, იგივე ინდივიდუალურ რეალობას. ეს რეალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის კონკრეტული ადამიანი განწყობილი მის ირგვლივ არსებული მოვლენების მიმართ. თავის მხრივ, განწყობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება მის ინდივიდუალურ „რეალობაში". რა გამოდის? გამოდის უკუკავშირის შეკრული მარყუჟი.
თუ ჩვენ განვსაზღვრავთ რეალობას, როგორც სარკეს, მაშინ ამ სარკეში დავინახავთ საკუთარ თავს. ესე იგი, ჩვენი გარესამყარო ჩვენივე შიდა სამყაროს ანარეკლია. შედეგად:
ა) ვიღებთ იმას, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია;
ბ) ვეჯახებით იმას, რასაც გავურბივართ;
გ) როგორც ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ თავზე, ისევე ფიქრობს სამყარო ჩვენზე;
დ) სამყარო ასახავს იმას, რასაც ჩვენ ვფიქრობთ;
ე) გარესამყარო ჩვენი შინაგანი სამყაროს სარკეა.
ბავშვობაში, პრაქტიკულად ყველა სიმპათიურია. მაშ, საიდან ჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარი გარეგნობა არ მოსწონთ? ისევ და ისევ სარკიდან, რომელიც ყველა ნაკლს უკან გიბრუნებთ... ლამაზებად მხოლოდ ისინი იზრდებიან, ვინც საკუთარ სილამაზეში დარწმუნებულია. მოკლედ, რასაც ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ თავზე, იმას ვიღებთ სამყაროსგან, ე. ი. ჩვენი გარე სამყარო არის ჩვენი შიდა სამყაროს ანარეკლი.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
წყარო eva.ge