ადელის სინდრომი -ადამიანის არაადეკვატური, ავადმყოფური სიყვარულის და ვნების გამოხატვა საწინააღმდეგო სქესის მიმართ, რომელიც უპასუხოდ რჩება. დასახელება მოდის ცნობილი ფრანგი მწერლის ვიქტორ ჰიუგოს ქალიშვილის ადელის სახელიდან, რომელიც ინგლისელი ოფიცრის ალბერტ პინსონის სიყვარულით იყო შეპყრობილი.
ასეთ დროს ადამიანი არანორმალურ მიჯაჭვულობას გრძნობს რჩეულის მიმართ და მისი ცხოვრება უმართავი ხდება. ასაკს, გარეგნობას თუ სოციალურ სტატუსს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. ადელის სინდრომის გარჩევა ბუნებრივი სიყვარულისგან მარტივია. თავდაპირველად, ადამიანი უბრალოდ შეყვარებულია, შემდეგ მძიმდება, გამუდმებით საკუთარ რჩეულზე საუბრობს და ნებისმიერი თემა საბოლოოდ ერთ პიროვნებამდე მიდის. მეგობრები მას ნელ-ნელა ეცლებიან. კომუნიკაციის ნაკლებობა კი, უფრო და უფრო ამძიმებს მდგომარეობას.
ადელის სინდრომით დაავადებულ ადამიანებს ხშირად ეცვლებათ ხასიათი მძიმე დეპრესიულიდან უაზრო სილაღისკენ. ერღვევათ ძილი და ეკარგებათ მადა. იმდენად შთანთქმულია გრძნობებით, რომ შეუძლებელია, იმუშაოს ან სახლის საქმეები გააკეთოს. სინდრომით შეპყრობილი დაინტერესებულია მხოლოდ „საყვარელთან" დაკავშირებული მოვლენებით.
თუ თქვენ თავს ატყობთ ამ სიმპტომებს, დაფიქრდით, როგორ შეიძლება ადამიანის განკურნება ასეთ დროს? რადგანაც მხოლოდ ერთ ადამიანზე მიჯაჭვულობა ხდება მთელი უბედურების მიზეზი, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, აუცილებელია ყურადღების გადატანა, რაც შესაძლოა, ფსიქოლოგის დახმარებით უფრო მარტივად მოხდეს. შეიძინეთ ჰობი, გადით გარეთ, გადაყარეთ სურათები და წერილები, არ იაროთ ისეთ ადგილებში, სადაც მას ნახულობდით ხოლმე. არ შეიცოდოთ თქვენი თავი, დაფიქრდით, ვინ უფრო მეტი დაკარგა იმით, რომ ეს ურთიერთობა ვერ შედგა.
მოამზადა ნინო მჟავანაძემ
წყარო eva.