reportiori.ge - კარგია თუ არა დედისერთობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 23:08
სხვადასხვა
კარგია თუ არა დედისერთობა
ავტორი:
11 ნოემბერი, 2014. 12:00



როცა ოჯახში ერთი ბავშვი იზრდება, ის ძალზე მგრძნობიარეა იმ წესების მიმართ, რომლებსაც მშობლები უწესებენ. ცდილობს, არ დაარღვიოს ისინი და ყოველთვის გაამართლოს მშობლების მოლოდინი. ჩვეულებრივ, ასეთი ბავშვები ჰბაძავენ მშობლებს, მათთან აიგივებენ თავს, რადგან არ ჰყავთ და-ძმა, რომელსაც რეალურად შეიძლება შეედარონ. ბავშვთა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ დედისერთებს ხშირად აქვთ შორს მიმავალი გეგმები და მომავალში შესაძლოა, კოლექტივში ლიდერობის რეალური პრეტენდენტებიც გახდნენ. თუმცა დედისერთას სტატუსს უპირატესობებთან ერთად ნაკლოვანებებიც აქვს.



უპირატესობები


1)      ერთადერთ შვილს მშობლები მატერიალურად უფრო მეტად ეხმარებიან, უფრო მეტის საშუალებას აძლევენ.



2)      მთელ თავისუფალ დროს მხოლოდ მას უთმობენ.



3)      დედისერთას არასოდეს უწევს და-ძმასთან "კონკურენცია" საყვარელი შვილის სტატუსის მოსაპოვებლად.



4)      აქვს კარგი სათამაშოები, საკუთარი კომპიუტერი.



5)      დედისერთა ოჯახის წევრთა ყურადღების ცენტრშია, ბებიებისა და ბაბუების ნებიერაა.



ნაკლოვანებები


1)      დიდია ალბათობა, დედისერთა მტანჯველ მარტოობას განიცდიდეს.



2)      მომავალში ასეთი ბავშვი შესაძლოა, ეგოისტად ჩამოყალიბდეს.



3)      დედისერთა ზემზრუნველობისა და კონტროლის გარემოში იზრდება. ხშირად მშობლები მას მოძრავ თამაშებში ჩაბმასაც კი უკრძალავენ, რათა ტრავმისაგან დაიცვან.



4)      ოჯახის უფროსი წევრები ერთმანეთს ექიშპებიან პატარას სიყვარულის მოსაპოვებლად, რაც ბავშვმა შესაძლოა, სათავისოდ გამოიყენოს.



5)      თუ ცოლ-ქმარი განქორწინდა, დედისერთას საკუთარი თავი მიაჩნია დამნაშავედ.



6)      როცა დედისერთა იზრდება, უჩნდება შიში, რომ მშობლებს შეიძლება რამე მოუვიდეთ და მარტო დარჩეს. წლების განმავლობაში ამ შიშმა შესაძლოა კომპლექსები წარმოშვას ან დაავადებაში გადაიზარდოს.



7)      დედისერთა პატარაობიდანვე ეჩვევა, რომ მის ყველა პრობლემას მშობლები აგვარებენ და ზრდასრულ ასაკშიც კი ყოველგვარი სირთულის წარმოშობისას სხვის დახმარებას ელის.



8)      ვინაიდან დედისერთას მცირე ასაკში თანატოლებთან ურთიერთობის მწირი გამოცდილება აქვს, დიდია ალბათობა, მას თანაკლასელებთან, მერე კი თანამშრომლებთან ურთიერთობა გაუჭირდეს.



(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

 

(წყარო  mkurnali.ge )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016