reportiori.ge - ნუ იამაყებთ, თუ ბავშვი თავისით რთავს კომპიუტერს და ინტერნეტში შედის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 05:05
სხვადასხვა
ნუ იამაყებთ, თუ ბავშვი თავისით რთავს კომპიუტერს და ინტერნეტში შედის
ავტორი:
11 ნოემბერი, 2014. 12:40




თუ ბავშვი კარგად ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ეს მის ჭკუაზე კი არა, უფროსების ყურადღების ნაკლებობაზე მიანიშნებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პატარა ბავშვის მიერ პლანშეტის ჩართვა და თამაშის ჩატვირთვა იმაზე რთული სასწავლი სულაც არაა, ვიდრე კბილების გახეხვა. და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ძალიან ჭკვიანი ან კარგად განვითარებულია. პირიქით, როგორც წესი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ბავშვი პრაქტიკულად მიტოვებულია და სწორედ ტექნოლოგიების გარემოში იზრდება.



"ახლა ისეთი დროა, რომ ტექნოლოგიების გარეშე შორს ვერ წახალ. რაც უფრო მალე აითვისებს ბავშვი მათ, მით უფრო წარმატებული იქნება", - თავს იმშვიდებენ მშობლები. რასაკვირველია, გაცილებით იოლია, ბავშვს მობილური ტელეფონი ან იაფფასიანი ლეპტოპი უყიდო, ვიდრე მოთმინებით მოისმინო მისი დაუსრულებელი "რატომ", ასწავლო ხატვა და ბურთის თამაში, უკითხო ზღაპრები.



არადა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვი ნებისმიერ ტექნოლოგიას ნებისმიერ ასაკში, ერთ კვირაში აითვისებს. ზღაპრებისა და თამაშების, მშობლებთან ჩახუტების და სეირნობის დრო კი სამუდამოდ გაქრება. ამიტომ ნუ იამაყებთ იმით, რომ ბავშვი თავისით რთავს კომპიუტერს, შედის ინტერნეტში და პოულობს საყვარელ თამაშებს თუ ვიდეოებს. ჯობია, გვერდზე მოისვათ და უამბოთ, რას თამაშობდით ადრე, რომელი ზღაპრები გიყვარდათ. ისე გააკეთეთ, რომ როცა გაიზრდება, თქვენთან ერთად გატარებული დრო გაიხსენოს მეტად და არა კომპიუტერთან საათობით ჯდომისას გამქრალი ბავშვობა.



სწორედ ახლახან ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკვლევამ უჩვენა, რომ პატარების დიდი ნაწილი პირველ სიტყვას "დედას" ან "მამას" კი არა, "პლანშეტს" ამბობს. ასე რომ, დასაფიქრებელი გარემოება ნამდვილად არის და სანამ მშობლები კომპიუტერებსა და რობოტებს მთლად არ ჩაუნაცვლებიათ, მეტი დრო გამონახეთ შვილებისთვის.

 

 

 

(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

 

(წყარო  mshoblebi.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016