reportiori.ge - ცნობილები, რომლებიც ყველაზე მეტად აღიზიანებთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:17
პრეს-დაიჯესტი
ცნობილები, რომლებიც ყველაზე მეტად აღიზიანებთ
ავტორი:
11 ნოემბერი, 2014. 11:22





''წვიმს'', ''ქარი ამოვარდა'', ''სინათლე წავიდა'', ''წყალი არ მაქვს''- ამ შინაარსის სტატუსების წერა უკვე დიდი ხანია ''ფეისბუქის'' ქართველი მომხმარებლებისთვის ყოველდღიურობად იქცა. წლებია, რაც მსოფლიო და მათ შორის საქართველოც იმდენად მიეჯაჭვა სოციალურ ქსელს, რომ ''ფეისბუქი'' ჟურნალისტებისთვის ახალი ამბების გემრიელ ლუკმად იქცა. 
დღის განმავლობაში საიტები და სააგენტოები მუდმივად ადევნებენ თვალს ცნობილი ადამიანების სტატუსებს, ყოველდღიურობას და მათ მიერ ატვირთულ ფოტოებს, თუმცა ამ შემთხვევაში გამორჩეული სახეებიც გვყავს, რომლებიც სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან და მათი პოსტები ყველაზე მეტ უარყოფით შეფასებას იმსახურებს. სიმართლე რომ ითქვას, მხარდამჭერების გუნდი მათაც ჰყავთ, ზოგს უფრო მეტად, ზოგს- ნაკლებად. 




თინა მახარაძე პიონერია, რომელზეც ერთგვარი ნადირობაა გამოცხადებული. მსახიობის ინტერვიუები და სკანდალური სტატუსები ყოველთვის ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თინას მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი სტატუსი და ფოტო მუდმივად განხილვის თემაა. მსახიობს ხშირად პირად მიმოწერაშიც ესხმიან თავს და თინას სითამამე სოციალური ქსელის მომხმარებლების დიდ ნაწილს განსაკუთრებულად აღიზიანებს, თუმცა გამონაკლისია იმ კუთხით, რომ ამას ყველაზე ნაკლებად განიცდის და ხშირად აქვეყნებს უცნობების მიერ მისთვის გაგზავნილ სალანძღავ გზავნილებს.






ნანუკა ჟორჟოლიანი უკვე დიდი ხანია სოციალური ქსელით ცხოვრობს. სად არის, რას აკეთებს, რას ჭამს, როდის ხვდება ქმარს, როგორია მისი დიეტა, ძალიან მარტივად შეგიძლია გაიგო, თუ ყოველდღე ეწვევი ჟორჟოლიანის პროფილს ''ფეისბუქზე''. ნანუკას ნებისმიერ სტატუსს საიტები ანიუსებენ და საინტერესოა, რომ მიუხედავად თაყვანისმცემლების დიდი არმიისა, მისი პოსტები ბევრს აღიზიანებს და ეს ძირითადად ნანუკას პოლიტიკური სიმპათიებისა და მეუღლის სამსახურებრივი მდგომარეობით არის გამოწვეული. ერეკლე კოდუასა და ნანუკას მუდმივი თაფლობის თვე ბევრისთვის ლამაზი ''ლავ სთორია'', მაგრამ ისინი, ვინც დღემდე სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, ნანუკას ევროპაში ყოველ ვიზიტზე გამწარებულები და გაოცებულები აკომენტარებენ, რატომ ვერ ხერხდება კოდუას დაკავება. 





კახა ბენდუქიძე არასოდეს ყოფილა საყვარელი სახე. მისი უცენზურო გამონათქვამებისა და ჟურნალისტებთან დამოკიდებულების გამო ყველაზე ხშირად ეხვეოდა სკანდალში. ''ფეისბუქზე'' ბენდუქიძეც აქტიურია და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ კრიტიკული სტატუსებითაც გამოირჩევა, რაც ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერების განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს და ხშირად შეხვდებით მათი მხრიდან კახა ბენდუქიძის დამცინავ და შეურაცხმყოფელ ფოტოშარჟებს.





გიორგი ნაზღაიძეც ''ფეისბუქით'' ცხოვრობს. თბილისს ისე არ დატოვებს, რომ მეგობრებს არ გააგებინოს. მისი სტატუსები ხშირად უცენზუროა, რაც საზოგადოებას განსაკუთრებულად აღიზიანებს. აგინებს ახალ მთავრობას, ქართულ დემოკრატიას და რეალურ ცხოვრებაშიც ხშირად ეხვევა სკანდალებში, რაც შემდეგ სოციალურ ქსელში განხილვის თემა ხდება. ბოლოს ნაცემი ნაზღაიძე საავადმყოფოშიც მოხვდა. ხუთამდე მამაკაცი მას ფიზიკურად გაუსწორდა. საქმის აღძვრის შემდეგ სკანდალურმა სახემ ერთი დამნაშავე ამოიცნო, დანარჩენებზე ძებნა გაგრძელდა.






თაკო სალაყაია ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებული სიმპათიით არასოდეს სარგებლობდა, ამის მიზეზი კი სანდრო გირგვლიანის მკვლელობა გახლდათ, გავრცელებული აზრით, სანდროს ცემის ერთ-ერთი დამკვეთი სწორედ სალაყაია იყო. მაღალჩინოსნის მეუღლე ვანო მერაბიშვილის დაკავების შემდეგ სოციალურ ქსელში გააქტიურდა, მაგრამ ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილისგან განსხვავებით, ვერ შემოიკრიბა მხარდამჭერების არმია. სალაყაიას სტატუსები და გამოქვეყნებული ფოტოები ხშირად ხდება აგრესიის საგანი. განსაკუთრებულად კი- მისი ევროპული ვოიაჟები. საქართველოდან მის ყოველ გასვლაზე წერენ, რომ სალაყაია გაიქცა, მაგრამ ჯერჯერობით ყველა ტური სამშობლოში დაბრუნებით დასრულდა.







თიკო სადუნიშვილი შოუბიზნესში გამოჩენის დღიდან სკანდალურ პერსონად იქცა, ამიტომ წლებმა მის პოპულარობას არაფერი დააკლო და ტელევიზიაში დიდი ხნის პაუზის შემდეგ ორი წლის წინ დაბრუნებული სადუნიშვილი დღემდე აქტუალურ სახედ რჩება. სოციალური ქსელი თიკოს ყოველდღიურობაა. არ ერიდება ახალი მთავრობის კრიტიკას და მისი სტატუსები ხშირად ცენზურისგან დაცლილია. მაგალითად: ''დიქტატურაა როცა გჟიმავენ, დემოკრატიაა როდესაც შენ ირჩევ, ვინ გაგჟიმავს'' და მრავალი სხვა. ''ნაციონალების'' მხარდამჭერები სიამოვნებით აზიარებენ მის სტატუსებს, რასაც ვერ ვიტყვით ''ოცნების'' მხარდამჭერებზე, რომლებიც ბოლო დროს, ბუნებრივია, გაცილებით მეტნი არიან.







ალბათ მშვენიერი შორენა ბეგაშვილის ამ სიაში მოხვედრა გაგაკვირვებთ, მაგრამ სულაც არ არის ასე, რადგან მსახიობსა და ტელეწამყვანს განსაკუთრებულად ქალბატონები ემტერებიან. ეს სექსსიმბოლოს არაერთხელ აღუნიშნავს ინტერვიუებშიც. მისი თქმით, ქალები საკუთარ ქმრებზე ეჭვიანობენ, რომელთაც შორენას სილამაზე გულგრილს ვერ ტოვებს. ამიტომ შორენა ნებისმიერი ფოტოსა და სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ მომენტალურად ხდება თავდასხმის ობიექტი. ხშირად ახსენებენ პლასტიკურ ოპერაციებს, რასაც მის მიერ გასაჯაროებულმა თინეიჯერობის დროინდელმა ფოტოებმაც ვერ უშველა.






ბოლო წლებია ქართულ პრესაში ყველაზე მეტი ნინა წკრიალაშვილზე იწერება. ამას მომღერლის სკანდალური ცხოვრებაც უწყობს ხელს. გარდა იმისა, რომ ბოლო დროს პირად ცხოვრებაში დიდი ტრაგედია გადაიტანა, პოლიტიკური კუთვნილების გამო მომღერალი ხშირად ხდება თავდასხმის ობიექტი. მართალია, ცდილობს, სოციალურ ქსელში პოლიტიკური სტატუსები აღარ დაწეროს, მაგრამ, ''ოცნების'' მხარდამჭერებს მისი ნებისმიერი აქტიურობა აღიზიანებთ და ყოველთვის ახსენებენ სიტყვებს, ''ნაციონალების'' დამარცხების შემთხვევაში თავის მოკვლას რომ აპირებდა.








''ფეისბუქი'' გოგა ხაჩიძის ცხოვრების წესია. დეპუტატი დღეში მინიმუმ ათ სტატუსს აქვეყნებს და მმართველ ძალას სოციალური ქსელის საშუალებითაც ებრძვის. მისი პოსტები ძირითადად იუმორისტულია და ''ნაციონალების'' მხარდამჭერები სიამოვნებით აზიარებენ. სოციალურ ქსელში ხაჩიძის სტატუსები განსაკუთრებულად ''ოცნების'' მხარდამჭერებს აღიზიანებთ და ამიტომ ხაჩიძე საკმაოდ ხშირად ხდება ლანძღვის ობიექტი.






თამარ ჩერგოლეიშვილის ''შავი იუმორი'' სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად ხდება გაღიზიანების საგანი. ჟურნალისტი მუდმივად აკრიტიკებს ხელისუფლებას, სასულიერო პირებს და იმის გამო, რომ ''ფეისბუქის'' კედელი ღია აქვს, მუდმივად ომშია ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერებთან, რაც ბოლოს მათი დაბლოკვით მთავრდება.





 

(წყარო: ჟურნალი ''რეიტინგი''ქეთი მელაძე)




ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016