reportiori.ge - დავით ბაქრაძე : „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია რომელსაც აქვს მომავალი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:59
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე : „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია რომელსაც აქვს მომავალი
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 14:46

დავით ბაქრაძე „ფეისბუქის" გვერდზე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ.

„ მინდა გამოვეხმაურო ჩემს დღევანდელ ინტერვიუს, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საინფორმაციო სააგენტოებში. კერძოდ, მთავარი განსახილველი გახდა თითქოს ჩემი ნათქვამი ფრაზა, "ნაციონალური მოძრაობა დამთავრდა". მინდა მკაფიოდ განვმარტო: ჩემი ამ წინადადების კონტექსტიც, შინაარსიც და კონკრეტული ფორმაც ეხებოდა იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა ძველი სახით დამთავრდა, პარტიაში მიდის განახლების პროცესი და ჩვენ ვყალიბდებით ახალი ტიპის პარტიად, რისი დასტურიცაა მიმდინარე პრაიმერიც, გულახდილი დებატებიც წარსულზე და პარტიაში მიმდინარე სხვა ცვლილებებიც. ნებისმიერი ადამიანი, ვინც წაიკითხავდა ინტერვიუს, დარწმუნდებოდა, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად და თან ასეთი შემოკლებული და უზუსტო სახით ეს ფრაზა სრულიად არ შეესაბამება ინტერვიუს ზოგად სულისკვეთებას, რომლის აზრიც არის ის, რომ განახლებული ნაციონალური მოძრაობა, რომელიც გულწრფელად და ობიექტურად აფასებს მტკივნეულ თემებს, რომელიც მზად არის, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად, და რომელიც რჩება პრინციპულ და აქტიურ ოპოზიციად, ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივით - ასეთი ნაციონალური მოძრაობა არის პარტია, რომელსაც აქვს მომავალი და იმსახურებს ხალხის და საზოგადოების მხარდაჭერას. სწორედ ასეთი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო პრაიმერში ვიღებ მე მონაწილეობას და იმედი მაქვს, ყველა თქვენგანთან ერთად ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის!"- ნათქვანია ბაქრაძის განცხადებაში.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016