reportiori.ge - მარტო მე ხომ არ ვარ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 09:19
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მარტო მე ხომ არ ვარ!
11 ნოემბერი, 2014. 15:11


„რეპორტიორ"-მა დამავალა ჩვენი კოლეგა-ჟურნალისტის გარდაცვალებას გამოვხმაურებოდი. უნდა მაპატიოს სააგენტოს ხელმძღვანელობამ; კოლექტიური აზრის გამოხატვა ვერ მოვახერხე, რადგან პირადულმა გადამძალა.


- „კი, ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია, ყველაზე მთავარი, უპირველესი, გადამწყვეტი. უმნიშვნელოვანესია, როდესაც არაფერი გტკივა, როდესაც არ კვდები, მაგრამ, ბლინ, ჩემიანებისთვის უბრალო ადამიანური მშვიდობა მინდა, როდესაც კარგს დაფასება აქვს, ცუდი ისჯება, როდესაც არსებობს მყარი შკალა: აი, კარგად გავაკეთე, დამიფასდა, ცუდად მოვიქეცი - დავისაჯე. ძნელია, შეუძლებელია ღირებულებით ქაოსში ცხოვრება. წავედი, ვერ ვბეჭდავ ბევრს, საშინელ ხასიათზე ვარ, თან ამ მუდმივი ტკივილის ფონზე!!! მე საწუწუნო არაფერი მაქვს, გასაოცარი სიკეთით მეპყრობიან ადამიანები, მაგრამ მარტო მე ხომ არ ვარ!!!"


ეს ტექსტი ორიოდე დღის წინ Facebook-ზე დამხვდა, მას მერე ნანას არაფერი გამოუქვეყნებია (მე არ მინახავს). ჩუმად და უხმაუროდ იცხოვრა და ასევე ჩუმად და უხმაუროდ დაგვემშვიდობა.


დიდი სითბოსა და ადამიანური სიკეთის მატარებელი, მთელი ცხოვრება უხვად გასცემდა, დაუნანებლად და დაუყვედრებლად, ღიმილით და უთქმელად. აკი ამ პოსტზეც სხვების გამო წუხს.


უაღრესად განათლებული, იქნებ საჭიროზე მეტად თავმდაბალი, მუდამ ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა. დღეს ერთმა ბრძენმა კაცმა  მითხრა, ნანამ დუმილიანი ხმაურით იცხოვრაო და ეს ნამდვილად ასე იყო. მის ლექსიკონში არ იყო - მე, და ამასაც მორიდებით, ზედმეტი ხაზგასმის გარეშე აკეთებდა.


დიდი სიამოვნება იყო მის გვერდით მუშაობა. მე ორგზის მომიწია ნანასთან საქმიანობამ. პირველად საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე ორ ათეულ წელზე მეტი და მეორედ გაზეთ „დრონში" 2011 წელს. გასაოცარი ერუდიციისა და ალღოს პატრონი, უშეცდომოდ გრძნობდა ცხოვრების პულსს და თავად და მის გვერდით მყოფნი არაერთგზის ავრიდებივართ მცდარ ნაბიჯებს.


ალბათ სამყაროს ნანა ზარდიაშვილის გარდაცვალებით არაფერი მომატებია და არც არაფერი დაკლებია, მაგრამ დააკლდა და ეტკინა ყველა იმ ადამიანს, ვისაც თუნდაც მცირეხნიანი კონტაქტი ჰქონდა მასთან.


მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის მშობლიური მიწა!

 





p.s.

„რეპორტიორი" მწუხარებას გამოთქვამს კოლეგისა და მეგობრის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ყველას ვისაც ნანას გარდაცვალებამ გული ატკინა.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016