reportiori.ge - მეცნიერებმა გასახდომი შოკოლადი გამოიგონეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 22:50
სხვადასხვა
მეცნიერებმა გასახდომი შოკოლადი გამოიგონეს
ავტორი:
11 ნოემბერი, 2014. 15:15



ყველას გვიყვარს შოკოლადი, მაგრამ თავს ვიკავებთ, რომ არ მოვიმატოთ წონაში. ამიტომ ბირმინგემის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოიგონეს შოკოლადი, რომელშიც საერთოდ არ არის ცხიმი.



ცნობილია, რომ დასავლეთის საზოგადოება ჭარბი წონისგან მეტისმეტად არის შეწუხებული. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ორჯერ გაიზარდა მსუქანი ბავშვების რაოდენობა, ხოლო მოზრდილებში ეს პრობლემა ყოველ მეოთხეს აწუხებს. ამიტომ მეცნიერები თავს იმტვრევენ დაბალკალორიული პროდუქტების შექმნის ამოცანაზე.




უცხიმო შოკოლადის 60 პროცენტი წყლისგან შედგება - ის იკავებს კაკაოს ცხიმის ადგილს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით - სუნით, გემოთი და ფერით ახალშექმნილი პროდუქტი ძნელად გაირჩევა ჩვეულებრივისაგან.



მთელი საიდუმლო მომზადების ტექნოლოგიაშია. თხევადი შოკოლადი შეიძლება ისე შევურიოთ წყალს, ჰაერს და სპეციალურ გელს, რომ მათი მოლეკულები შეცვლიან კაკაოს ცხიმის მოლეკულებს. ასევე შეიძლება მომზადდეს 5-პროცენტიანი მაიონეზი.




ახალი ტექნოლოგიით შეიძლება შეიქმნას პროდუქტები მარილის მცირე შემცველობით ისე, რომ გემო არ შეიცვალოს. ასეთი მეთოდით მარილის რაოდენობის შემცირება შეიძლება 80 პროცენტით.




მეცნიერები თვლიან, ამგვარად შეიძლება ერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სიმსუქნის პრობლემის დაძლევა.




თუმცა, ჩვენი "გაუნათლებელი" გონება თვლის, რომ ეს პროდუქტები უგემურია, ხოლო სიმსუქნეს უნდა ვებრძოლოთ არა ტახტზე წოლით ამ შოკოლადით ხელში, არამედ მეტი მოძრაობით, ვარჯიშით, ბევრი ხილით და ბოსტნეულით.




 

(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

 

(წყარო  eva.ge )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016