როგორც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, ასთმის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად თავლების მტვერში არსებული ბაქტერიებისა და სოკოების გარკვეული სახეობები გამოიყენება.
ეს საკითხი უკვე დანამდვილებით გამოიკვლიეს ევროპელმა მეცნიერებმა. კვლევის მიხედვით, ბავშვებს, რომლებიც თავლების ახლოს ცხოვრობენ, ნაკლებად ემართებათ ასთმა. სახლის მტვერზე ჩატარებული ანალიზები ცხადყოფს, რომ სოფლად მცხოვრები ბავშვები სხვადასხვა სახის მიკრობების ფართო სპექტრის ქვეშ იმყოფებიან. გარდა ამისა, ბაქტერიებისა და სოკოების გარკვეული სახეობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასთმის რისკის მაქსიმალურად შემცირებისთვის. ეს მიკრობები ვაქცინის საფუძველს წარმოადგენენ, რომლის შექმნაც ქალაქში მცხოვრებ ბავშვებსაც დაიცავს ასთმისაგან, - წერენ მეცნიერები „New England Journal of Medicine"-ში.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
(წყარო doctrina.ge)