reportiori.ge - მსოფლიოში ყველაზე ძვირი საათი 21 მილიონად გაიყიდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 22:59
სხვადასხვა
მსოფლიოში ყველაზე ძვირი საათი 21 მილიონად გაიყიდა
ავტორი:
12 ნოემბერი, 2014. 14:53


მსოფლიოში ყველაზე ძვირი საათი გასაყიდად Sotheby's აუქციონზე გამოიტანეს და ის 21,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

საათი სახელად „Henry Graves Supercomplication" შექმნილია 999 სინჯის ოქროთი და იწონის 500 გრამს, ის კომპანია „Patek Philippe"-მა 30-იანი წლების დასაწყისში დაამზადა ნიუ-იორკელი ბანკირის ჰენრი გრეივსის შეკვეთით. ბანკირი სხვა მაგნატებს შეჰპირდა, რომ ის მსოფლიოში ყველაზე ძვირი და რთული მექანიზმის საათის მფლობელი გახდებოდა და დანაპირები შეუსრულა.

 

სტანდარტული, საათის და წუთების მაჩვენებელი ისრების გარდა საათი 24 სხვადასხვა მექანიზმს შეიცავს, მათ შორის კალენდრის, მთვარის ფაზების მაჩვენებელს და ქრონოგრაფს. საათს 8 წლის განმავლობაში ამზადებდნენ.

საათის მყიდველი ყატარელი კოლექციონერი საუდ ბინ მუჰამედ ალ-ტანია, რომელიც აუქციონის საბოლოო შედეგის გამოცხადებამდე 2 დღით ადრე გარდაიცვალა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ფული წინასწარ გადაიხადა.



(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

(წყარო  newposts.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016