reportiori.ge - კომში დაავადებულ ღვიძლს კურნავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 22:54
სხვადასხვა
კომში დაავადებულ ღვიძლს კურნავს
ავტორი:
12 ნოემბერი, 2014. 16:32


კომში ვაშლის შორეული ნათესავია. მას სინათლე და სითბო უყვარს, ამიტომ ძირითადად თბილ ქვეყნებში მოჰყავთ. გარეგნულად კომში ვაშლს მოგვაგონებს, მაგრამ უფრო მაგარია, გემოთი კი მომჟავოა.


პექტინისა და მთრიმლავი ნივთიერებების არსებობამ კომში ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს შეუცვლელი გახადა. ნაყოფის ნახარში და მურაბა გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედების გასაუმჯობესებლად, ღვიძლის დაავადების, პირღებინების საწინააღმდეგო და შარდმდენ საშუალებად.


თესლების ნახარში (5-10 გრ 100 მლ წყალში მოხარშეთ) გამოიყენება, როგორც შინაგანი საშუალება (სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში) ბრონქიტის დროს, ხოლო სველი საფენის სახით, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება თვალის ანთების, დამწვრობისა და კანის გაღიზიანების შემთხვევაში.


კომშის წვენი (0,5-1 ჭიქა ჭამის წინ დღეში ორჯერ) სასარგებლო სისხლნაკლულობისა და გულის დაავადების დროს.


სილამაზისათვის: ცხიმიანი კანისათვის სასარგებლოა კომშის ნიღაბი. ანტიმიკრობული მოქმედების წყალობით ის განსაკუთრებით ეფექტურია ფერისმჭამელების მოსაცილებლად. კომში წვრილ სახეხზე გახეხეთ და მიღებულ ფაფას ათქვეფილი კვერცხის ცილა დაუმატეთ. ნიღაბი სახეზე 20 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.


წყარო - etanews.ge


(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016