reportiori.ge - 15 ნოემბრის აჩრდილები და გილიოტინა “ნაცმოძრაობისთვის”
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:42
პრეს-დაიჯესტი
15 ნოემბრის აჩრდილები და გილიოტინა “ნაცმოძრაობისთვის”
ავტორი:
12 ნოემბერი, 2014. 23:26


15 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობა" რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. ეს მოვლენა, ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებული ამბების გამო, საზოგადოების ყურადღების პერიფერიაზე მოექცა, თუმცა დროდადრო მაინც კეთდება კომენტარები მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ და, აქედან გამომდინარე, ყურადღების მოდუნება, ალბათ, არ ღირს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს კარგი საბაბია იმისთვის, რომ ყოფილი მმართველი პარტიის დღევანდელ მდგომარეობაზე ვისაუბროთ.




გამოდით, უნდა დაგთვალოთ



15 ნოემბრის აქციის უკან დგას რაღაც ისეთი, რასაც პირობითად შეიძლება"ბედის ირონია" ან "ისტორიის სარკაზმი" ეწოდოს.



"ნაციონალები" შეიკრიბებიანპარლამენტის შენობასთან, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისსმშვიდობიან დემონსტრანტებს ცემით კლავდნენ. ისინი გააპროტესტებენაფხაზეთის ანექსიას, მაშინ, როდესაც სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა გააკეთაყველაფერი იმისთვის, რომ ის რეალობად ქცეულიყო. თუმცა დღეს "ნაცმოძრაობა" უაღრესად რთული პრობლემების წინაშე დგას და მის ლიდერებს, როგორც ჩანს, არ სცალიათ იმისთვის, რომ ისეთ "წვრილმანებზე" იფიქრონ, როგორიცაა დრო, ადგილი თუ საბაბი და ისეთი ვარიანტი შეარჩიონ, რომელიც საზოგადოებაში უსიამოვნო ასოციაციებს ავტომატურად არ აღძრავს.



ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც აქციის ორგანიზატორების წინაშე დგას, ალბათ, პოლიტიკური იზოლაციის გარღვევის დემონსტრირებაა. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აქციაზე არამხოლოდ "ნაცმოძრაობის" აქტივისტები, არამედ სხვა პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მივიდნენ და ამით აჩვენონ, რომ თემატური თანამშრომლობა "ნაციონალებთან" შესაძლებელია და არის პრობლემები, რომელთა გამო შეიძლება მათ მიერ გამართულ აქციაზე მიხვიდე. მაგრამ, ჯერჯერობით,აქციაში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ "ნაცმოძრაობის" სატელიტმაკვაზიპარტიებმა თუ არასამთავრობოებმა გამოთქვეს. ეს გასაგებიცაა,დღევანდელ საქართველოში "ნაციონალების" გვერდით დგომა პოლიტიკურიჰარაკირის ტოლფასია.



არის კიდევ ერთი თემა, რომლის საფუძველზეც ბოლო დღეებში არაერთი კონსპიროლოგიური ვერსია აიგო. მათი მოკლე შინაარსი დაახლოებით ასეთია: "ნაციონალების" ლიდერები შეეცდებიან, მოქმედი ხელისუფლება სისხლიან რეჟიმად წარმოაჩინონ, ხოლო საკუთარი თავი უმანკო, დემოკრატიისთვის წამებულ მსხვერპლად, ამისთვის კი ისინი პროვოკაციას მოაწყობენ, დაუპირისპირდებიან სამართალდამცავებს, დაიქირავებენ სნაიპერებს, რომლებიც მომიტინგეებს ცეცხლს გაუხსნიან, იქვე აფეთქებას მოაწყობენ და ა. შ. ამ თეორიების სასარგებლოდ მუშაობს ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია: "ნაცმოძრაობის" ლიდერებს, მსგავსი პროვოკაციის დაგეგმვის შემთხვევაში, არანაირი მორალური წინაღობა არ შეაჩერებს. მაგრამ, ამასთანავე, არის ფაქტორი, რომელიც მსგავსი დრამატული ფინალის ალბათობას ამცირებს. თუ"ნაციონალების" ლიდერები მსგავს პროვოკაციას მართლაც მოაწყობენ,ხელისუფლების რეაქცია უკიდურესად ხისტი იქნება და ჯოხი, სავარაუდოდ, არაუბრალო მომიტინგეებზე, არამედ ორგანიზატორებზე გადატყდება. ძველად რომიტყოდნენ, დადგება მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი;პრემიერმინისტრის ზოგიერთი განცხადების ქვეტექსტში მინიშნება ამაზენამდვილად იყო. ეს, სავარაუდოდ, სერიოზული შემაკავებელი ფაქტორი გახდება. თანაც, მსგავს სისხლიან პროვოკაციებს, როგორც წესი, იყენებენ როგორც დეტონატორს შემდგომი გადატრიალებისთვის (და ამას არამხოლოდ უკრაინის უახლესი ისტორია ადასტურებს), მაგრამ გადატრიალებისთვის საჭირო რესურსი "ნაციონალებს" დღესდღეობით არ აქვთ. ცხადია, თქმული არ ნიშნავს, რომ პროვოკაცია 100%-ით გამორიცხულია და სამართალდამცავებმა ყურადღება უნდა მოადუნონ.



ამასთანავე, პარტიის ლიდერები მოწადინებულნი არიან, აჩვენონ, რომ "ნაცმოძრაობა" კვლავინდებურად ძლიერია და ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მაგრამ ამ მედალს მეორე მხარეც აქვს _ რამდენი მომიტინგეც უნდა მიიყვანონ პარლამენტთან, რაოდენობით სააკაშვილისდროინდელ ოპოზიციას მაინც ვერ გადააჭარბებენ; დღეს "ნაცმოძრაობა"სხვა წონით კატეგორიაში გამოდის და იმის დემონსტრირებას, რომ "აღსდგასრულიად საქართველო", ნებისმიერ შემთხვევაში ვერ მოახერხებს. ყველამ ისედაც იცის, რომ მათ გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერები შეინარჩუნეს, მაგრამ პრობლემა (მათთვის) ის არის, რომ ეს ბირთვი "ოცნებაზე" გულაცრუებული ამომრჩევლების ხარჯზე არ ფართოვდება. ისინი მიდიან სხვაგან _ ბურჯანაძესთან და ახლა უკვე ალასანიასთან, არჩევნებს "ჩუმ ბოიკოტს" უცხადებენ, მაგრამ "ნაციონალებს" სათოფეზე არ ეკარებიან. ამასობაში ყბადაღებული "ბირთვი" ნელ-ნელა იკუმშება, უპირველეს ყოვლისა, დაბალი რანგის სახელმწიფო მოხელეებსა და მათი ოჯახების დეზერტირობის გამო, რომლებმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალ ხელისუფლებასთან საერთო ენა გამონახეს და ყოფილ მმართველ პარტიას დაშორდნენ. ასეთ სიტუაციაში "ძალის დემონსტრირებას" ქუჩაში მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა თუ ექნება, "სტრატეგიული ჩიხიდან" გამოსვლას ის ხელს ვერ შეუწყობს.



როგორც არჩევნების შედეგები, ისე სოციალური მონაცემები ნათლად ადასტურებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ხელშესახებ პერსპექტივაში არჩევნების მოგების შანსი არ ექნება. სხვა პარტიები მასთან ერთად საარჩევნო ბლოკის (ან კოალიციური მთავრობის) შექმნას აზრადაც არ გაივლებენ, რადგან ამის გამო შეიძლება მხარდამჭერების დიდი ნაწილი დაკარგონ. ხოლო ფიქრი გადატრიალებაზე ამ ეტაპზე, როგორც უკვე ვთქვით, ფრიად ნაადრევი და სახიფათოა. რა შეიძლება გააკეთოს ასეთ სიტუაციაში პარტიამ, რომლის ლიდერებს სურთ, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში (ეს სურვილი დღესდღეობით მათი მთავარი, თუ არა ერთადერთი, მამოძრავებელი ძალაა, პროგრამაც და იდეოლოგიაც)?



ისინი სულ უფრო მეტად კონცენტრირდებიან იმაზე, რაც ყველაზე კარგადგამოსდით _ ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციასა და მის წინააღმდეგდასავლური ისტებლიშმენტის დარაზმვაზე. ეს მათ რიტორიკაზე, მეტიც, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ისინი თითქოს ამბობენ (ხანდახან კი პირდაპირ წერენ სოციალურ ქსელებში), _ "დღეს დასუსტებულები ვართ,მაგრამ სამაგიეროდ ძლიერი მოკავშირეები გვყავს. აგერ ამერიკელმარესპუბლიკელებმა არჩევნები მოიგეს, ჯონ მაკკეინი კომიტეტის თავმჯდომარეხდება. ობამა მალე წავა და ნახავთ, რას გიზამთ დასავლეთი" და ა. შ. მერე კირატომღაც უკვირთ, რომ სიძულვილი მათ მიმართ საზოგადოებაში არ ნელდება,პირიქით, ძლიერდება. როგორც ჩანს, ისინი ცუდად იცნობენ ისტორიას, კერძოდკი, საფრანგეთის რევოლუციისდროინდელ ერთ ძალზე მნიშვნელოვან ეპიზოდს.



ძლევაი საკვირველი



1791 წელს საფრანგეთში განვითარებულმა მოვლენებმა ისე შეაშფოთა ავსტრიის იმპერატორი და პრუსიის მეფე, რომ რევოლუციის წინააღმდეგ ერთობლივ აქტიურ მოქმედებაზე შეთანხმდნენ. მათ გამოაქვეყნეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც ფრანგებს მოუწოდეს, აღადგინონ საზოგადოებრივი წესრიგი და მონარქის ხელისუფლება სრული მოცულობით (იმ პერიოდში ლუდოვიკო XVI ფორმალური თვალსაზრისით ჯერ კიდევ რჩებოდა საფრანგეთის მეფედ, მაგრამ, ფაქტობრივად, რევოლუციური ხელისუფლების მძევალი გახლდათ). ამ დეკლარაციას მხურვალედ მიესალმნენ ფრანგი ემიგრანტები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებასა და ძველი სტატუსის აღდგენაზე ოცნებობდნენ.



რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევადარებთ "ნაციონალების" ლიდერებს იმ ფრანგ არისტოკრატებს, რომელთა შორის იყო ბევრი პატიოსანი, მამაცი და განათლებული ადამიანი, მაგრამ რამდენიმე პარალელის გავლება ნამდვილად შეიძლება. პირველი და მთავარი _ მათ ვერ გააცნობიერეს, რომ ცვლილებებს ქვეყანაში ფუნდამენტური და შეუქცევადი ხასიათი აქვს და წარსულის დაბრუნება, უბრალოდ, შეუძლებელია. ამასთანავე, მათ გადალახეს უხილავი რუბიკონი, როდესაც, საკუთარიუძლურებიდან გამომდინარე, წარმატება უცხო სახელმწიფოების ძალისხმევასდაუკავშირეს (რა მნიშვნელობა აქვს, რიტორიკულ ზეწოლას თუ ინტერვენციას).



საფრანგეთის საზღვრებთან მოკავშირეთა ჯარების თავმოყრა დაიწყო. თავის რაზმებს როიალისტი ემიგრანტებიც ქმნიდნენ. რევოლუციური საფრანგეთის მთავრობამ კი, თავის მხრივ, გააკეთა იმპულსური არჩევანი "ჩათრევასა და ჩაყოლას" შორის და "პრევენციულად" გამოუცხადა ომი ავსტრიას. ფრანგული ჯარი ავსტრიულ ნიდერლანდებში შეიჭრა, სადაც მალევე დამარცხდა მოწინააღმდეგის უმნიშვნელო ძალებთან ბრძოლაში. ამან ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებისთვის სერიოზული საბაბი შექმნა.



იმხანად საფრანგეთის არმია, ფაქტობრივად, ნახევრადდაშლილი იყო. რევოლუციური არეულობით შეშინებული ოფიცრების უმრავლესობა საზღვარგარეთ გაიქცა. ჯარში არ იყო დისცილინა, მისი გამოყენება რამდენადმე სერიოზული ოპერაციებისთვის კი _ შეუძლებელი. პრუსიისა და ავსტრიის არმია გაცილებით ძლიერი იყო.



საფრანგეთში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა კოალიციური ჯარის სარდლის, ბრაუნშვაიგის ჰერცოგის მანიფესტი, რომელიც ფრანგების ღირსებისთვის ბევრ შეურაცხმყოფელ ფრაზას შეიცავდა. მანიფესტში ნათქვამი იყო, რომ პარიზს მიწასთან გაასწორებდნენ, თუ ლუდოვიკო XVI-ს და მისი ოჯახის წევრებს თუნდაც მცირე საფრთხე შეექმნებოდა, რომ რევოლუციური ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს დაეკისრებოდა პირადი პასუხისმგებლობა ბოლოდროინდელ მოვლენებზე და მათ სამხედრო კანონებით გაასამართლებდნენ "შეწყალების ყოველგვარი იმედის გარეშე", რომ ფრანგ სამხედროებს, რომლებიც კოალიციის ჯარებს წინააღმდეგობას გაუწევდნენ, დასჯიდნენ, "როგორც თავიანთი მეფის წინააღმდეგ ამხედრებულ მეამბოხეებს. ვიდრე იმაზე ვისაუბრებთ, თუ რა ეფექტი მოახდინა ამ მანიფესტმა საფრანგეთში, ერთ მნიშვნელოვან ნიუანსს უნდა შევეხოთ.



ჯერ კიდევ ამ მოვლენის თანამედროვეები, შემდგომ კი ისტორიკოსები დავობენ იმაზე, ვინ იყო ამ მანიფესტის ნამდვილი ავტორი. ჰერცოგი ძალზე გონიერი და იმ დროისთვის სავსებით პროგრესული შეხედულებების პიროვნება გახლდათ. მანიფესტის სტილი და ზოგადი სულისკვეთება, მთელი ეს "მუქარები აჯანყებულ მონებს" მისთვის დამახასიათებელი ნამდვილად არ იყო. თანაც არაფერი ადასტურებს იმას, რომ ამ დოკუმენტს ხელი ნამდვილად მოაწერა. ისტორიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მანიფესტის ავტორები ან, სულ ცოტა, სულისჩამდგმელები ფრანგი როიალისტი ემიგრანტები იყვნენ, რომელნიც ჰერცოგის არმიასთან ერთად საფრანგეთში ბრუნდებოდნენ, ყოვლისმომცველი რევანშისთვის ემზადებოდნენ და ყველა ემოცია ამ ტექსტში ამოანთხიეს.



ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ ქართველი "ნაციონალების" ლიდერები და მათი ლობისტები დასავლელი მაღალჩინოსნებისგან ამ მანიფესტის მსგავსი განცხადებებს მოითხოვენ. თუ ყურადღებით გავაანალიზებთ იმ პუბლიკაციებს თუოფიციალურ განცხადებებს, რომელთა შინაარსზე მათ გავლენის მოხდენამოახერხეს, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ არსებითად ეს ბრაუნშვაიგისჰერციოგის მანიფესტია, ოღონდ ნაწილებად დაყოფილი და დროში გაწელილი,თუმცა ძირითად მესიჯს _ "ჭკუით იყავით, მონებო!" ეს არ ცვლის. ძნელისათქმელია, რის მიღწევას ცდილობენ ამით, თუმცა შეგვიძლია ვნახოთ, რასმიაღწიეს ფრანგმა ემიგრანტებმა.



მანიფესტის გამოქვეყნებას პარიზში აჯანყება მოჰყვა. აჯანყებულებმა სასახლე აიღეს, ლუდოვიკო XVI დააპატიმრეს, დარჩენილი უფლებებიც ჩამოართვეს, ხოლო 1793 წლის 11 იანვარს თავი მოჰკვეთეს. დაიწყო დაუნდობელი ტერორი რევოლუციის (რეალური თუ სავარაუდო) მტრების წინააღმდეგ (ე. წ. ,სექტემბრის მკვლელობები და სხვ.), რომელსაც როიალისტებთან ერთად უამრავი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. ათასობით მოხალისემ აგონიაში მყოფ ფრანგულ არმიას მიაშურა. სწორედ ასეთი შედეგი გამოიღო ცნობილი მანიფესტის გამოქვეყნებამ.



ამასობაში ინტერვენტები უპრობლემოდ იკავებდნენ ფრანგულ ციხესიმაგრეებს და პარიზს უახლოვდებოდნენ. 1792 წლის 20 სექტემბერს სოფელ ვალმისთან მათ გზა ფრანსუა დიუმურიეს არმიამ გადაუღობა. მის მდგომარეობას კარგად აღწერს ცნობილი სამხედრო ისტორიკოსი ალექსანდრე სვეჩინი: "დაიწყო კანონადა, ფრანგული არტილერია ენერგიულად პასუხობდა პრუსიულს, დიუმურიეს არ ჰყავდა ქვეითი ჯარი, რომელსაც შეტევაზე გადასვლა შეეძლო, ის ძლივძლივობით აკავებდა ბრძოლის ველზე თავის არადისციპლინირებულ ნაწილებს". იქ მყოფი ოფიცრების უმრავლესობა ელოდა, რომ პრუსიელთა კარგად მომზადებული ჯარი შეტევაზე მალევე გადავიდოდა და იოლად დაამარცხებდა ფრანგებს, მაგრამ მოხდა სასწაული, ბრაუნშვაიგის ჰერცოგმა უკან დახევის ბრძანება გასცა.



ისტორიკოსები დღემდე დავობენ იმაზე, თუ რამ უბიძგა სარდალს ამ გადაწყვეტილებისკენ; "სუფთა სამხედრო" წინაპირობები უკანდახევისთვის, უბრალოდ, არ არსებობდა. შესაძლოა, ჰერცოგი, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, ძალზე გონიერი ადამიანი გახლდათ, რაღაც მომენტში მიხვდა, რომ მისი მოწინააღმდეგე გაცილებით ძლიერი და მრავალრიცხოვანია, ვიდრე დიუმურიეს არადისციპლინირებული ლაშქარი, რომ ის უპირისპირდება ფრანგ ხალხს, მის ეროვნულ ღირსებას, პატრიოტიზმსა და თავისუფლების წყურვილს, იმ სულისკვეთებას, რომელიც ადამიანს უბიძგებს, იდეალებისთვის თავი გაწიროს, მოკლედ, ყოველივე იმას, რის დამარცხების მცირედი შანსიც არ ჰქონდა.



გენიალურმა გოეთემ, რომელიც ვალმის ბრძოლის თვითმხილველი გახლდათ (ვაიმარის ჰერცოგს ახლდა), იმ დღეს მეგობარ პრუსიელ ოფიცრებს უთხრა: "ამ ადგილიდან და ამ დღიდან იღებს სათავეს ახალი ერა მსოფლიო ისტორიაში და თითოეულ თქვენგანს შეეძლება იმის თქმა, რომ მის დაბადებას დაესწრო".



ინტერვენტების არმიამ საფრანგეთის ტერიტორია მალევე დატოვა. ძნელი სათქმელია, იმ მოვლენების რამდენი მონაწილე აცნობიერებდა იმას, რომ ახლოვდებოდა ძველი ევროპის აღსასრული, მისი ფეოდალურ-არისტოკრატიული გადმონაშთებით, და მის ადგილას ახალი ევროპა იბადებოდა, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ფრანგი როიალისტები ამაზე საერთოდ არ ფიქრობდნენ. ამისთვის არ ეცალათ, რევანში სწყუროდათ და, ცნობილი ფრაზის არ იყოს (მას შეცდომით ნაპოლეონს ან ტალეირანს მიაწერენ, არადა, ადმირალ დე პანს ეკუთვნის), არაფერს ივიწყებდნენ და არაფერს სწავლობდნენ.



წარსული არ ბრუნდება



განხილულ თემაზე მსჯელობისას, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ XVIII საუკუნის ფრანგი ემიგრანტები ერთ-ერთ ძირითად რესურსად მონარქიულ-არისტოკრატიულ "კლასობრივ სოლიდარობას" განიხილავდნენ, რომელსაც ეროვნულ სოლიდარობაზე მაღლა აყენებდნენ. მარტივად რომ ვთქვათ, ბრაუნშვაიგის ჰერცოგი მათთვის გაცილებით ახლო (და გასაგები) იყო, ვიდრე ფრანგი გლეხი თუ ჯარისკაცი. უცხოელი მონარქებისთვის დახმარების თხოვნა მათი უმრავლესობისთვის სამშობლოს ღალატს არ უკავშირდებოდა, ყოველ შემთხვევაში, ყველანაირად ცდილობდნენ, ეს აზრი უკუეგდოთ. ამასთანავე, ისინი არ აღიქვამდნენ საკუთარ თავს უცხოელების ინტერესების მიმართ დაქვემდებარებულ მოსამსახურეებად და, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, თავს მათ თანასწორუფლებიან პარტნიორებად განიხილავდნენ (რამდენად შეესაბამებოდა ეს რეალობას, სხვა საკითხია).



ჩვენ შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია. ძველი რეჟიმის თავკაცები, საკუთართავს აპრიორი დაქვემდებარებულ მდგომარეობაში აყენებენ და მზად არიან,მორჩილად შეასრულონ ვაშინგტონის ნებისმიერი დირექტივა. ისინი ირგებენმონის, საუკეთესო შემთხვევაში, მოსამსახურის როლს და ფიქრობენ, რომსაქართველოს სხვა მოქალაქეებსაც ძია სემის მიმართ სწორედ ასეთიდამოკიდებულება აქვთ. სხედან და აცხობენ "ბრაუნშვაიგის ჰერცოგის მანიფესტის" მსგავს დოკუმენტებს, შემდეგ კი უკვირთ, რატომ რეაგირებს ამაზე საზოგადოების დიდი ნაწილი ასე აგრესიულად. ვერაფერს ვიზამთ, მონა ვერ შექმნის სხვა წყობილებას თუ ურთიერთობის სტილს, გარდა მონათმფლობელურისა, მაგრამ ეს, პრინციპში, მათი პრობლემაა და არა ჩვენი.



ისინი დღემდე დარწუნებულნი არიან, რომ ხელისუფლება "ცოცხების ვიდეომ" და "ბიძინას ფულმა" დააკარგვინა. შესაძლოა, მათ ეშინიათ, გააცნობიერონ და შეაფასონ ის როლი, რომელიც მათი რეჟიმის დასამარებაში თავისუფლებისადმი ლტოლვამ და შელახული ღირსების აღდგენის სურვილმა შეასრულა, რადგან ამან მათი მსოფლმხედველობა შეიძლება თავდაყირა დააყენოს. შემდეგ კი უკვირთ, თუ რატომ არ მიდის მათთან ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა არ ვარგა; მაგრამ ესეც მათი პრობლემაა.



მთავარია, რომ ძირითად რესურსად უცხოელების ზეწოლის განხილვა კარგს,სავარაუდოდ, არაფერს მოუტანთ, თუ საზოგადოების გაღიზიანება კრიტიკულზღვარს გასცდება, პროცესი შეიძლება უმართავი გახდეს და "დიდიგილიოტინირებით" დასრულდეს. საქართველო, ყველა პრობლემის მიუხედავად,მნიშვნელოვნად შეიცვალა და უცხოეთიდან დიქტატის მცდელობებსწინააღმდეგობას აუცილებლად გაუწევს. ქვეყნის სისუსტის მიუხედავად, წინააღმდეგობას ყოველთვის აქვს აზრი, მან შეიძლება სასწაულები მოახდინოს, როგორც 1792 წლის 20 სექტემბერს სოფელ ვალმისთან. სხვათა შორის, ეს მშვენივრად იციან ამერიკელებმა და სხვა მძლავრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა _ მათსა და "ნაციონალების" ლიდერებს შორის დაახლოებით ისეთივე სხვაობაა, რაც ბრაუნშვაიგის ჰერცოგსა (ან თუნდაც იმავე გოეთეს) და რევანშის ფსიქოზით შეპყრობილ ფრანგ როიალისტებს შორის. ისინი სავსებით რაციონალურად მსჯელობენ და, დიდი ალბათობით, არ წავლენ მთელი ერის წინააღმდეგ, რაოდენ მცირერიცხოვანი უნდა იყოს ის, თუკი ერი მტკიცედ გადაწყვეტს, რომ სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების გულისთვის წინააღმდეგობა უნდა გაწიოს.



ალბათ, სულ ეს იყო, რის თქმაც შეიძლებოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 15 ნოემბრის აქციასთან და მის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმედია, ეს დღე მშვიდობიანად ჩაივლის.




(წყარო: „საქართველო და მსოფლიო", დიმიტრი მონიავა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016