reportiori.ge - რეზო ამაშუკელი: სიამოვნებით დავთმობდი ამ ჩემს სიცოცხლეს, იმის ნება რომ მქონდეს ნაჯახით ავკეპო ეგენი ყველა, თან სათითაოდ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:29
ინტერვიუ
რეზო ამაშუკელი: სიამოვნებით დავთმობდი ამ ჩემს სიცოცხლეს, იმის ნება რომ მქონდეს ნაჯახით ავკეპო ეგენი ყველა, თან სათითაოდ!
ავტორი:
13 ნოემბერი, 2014. 00:12



რამდენი წევრი ჰყავს რეზო ამაშუკელს მოძრაობა „ლაზარეში"? ვინ აფინანსებს? რას ამბობს 15 ნოემბრის აქციაზე და „ნაციონალებზე"? როგორ აპირებს ამაშუკელი „ნაციონალების" საჯაროდ გასამართლებას და რას უთვლის „ალიას" მეშვეობით?


„ალიას" ესაუბრება მოძრაობა „ლაზარეს" დამფუძნებელი, პოეტი რეზო ამაშუკელი:


- პირველ რიგში, ღარიბაშვილს ვუჭერ მხარს და ამასთანავე, პატივს ვცემ იმიტომ, რომ მე არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ აქ უნდა ვთქვა: ის „მესიჯები", რაც მან თავიდანვე განაცხადა, ეს იყო მიმანიშნებელი, რომ ეს ის კაცია, რომელსაც უნდა ენდო. ირაკლი არ ემხრობა არც ერთსქესიან ქორწინებას, რაც ამ დამპალი „ნაციონალების" ფორმულაა და გარდა ამისა, ამ ადამიანს ქართულად უძგერს გული და მთლიანად, რომ ვუყურებ, ძალიან დიდ სიმპათიას იწვევს ჩემში. მაგისი იმედი მაქვს, მაგრამ ეგეც განვაცხადე სახალხოდ, რომ ირაკლიმ ერთი ნაბიჯიც რომ გადადგას ისეთი, რაც საქართველოს სასიკეთო არ იქნება, არ ვაპატიებ, ამას სხვას კი არა, ჩემს შვილს არ ვაპატიებ. ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაცია უნდოდათ მაიდანის მოწყობის მიზნით, მაგრამ ეგ უკვე აღარ გამოვა.


- რატომ არ გამოვა, რა შეუშლით ხელს?

 

- მცდელობები კი არის, მაგრამ მაგათ დაავიწყდათ, რომ კაცები კიდევ არიან ამ ქვეყანაში! არ არის ეგრე! ეს ქვეყანა „ელგებეტესი" არ არის, არც ზოგ-ზოგიერთების! არ გადაჯიშებულან ჯერ ჩვენს ქვეყანაში კაცები და ერს აქვს შინაგანი იმუნიტეტი, რომელმაც შეიძლება, ერთ დღეში გადაწყვიტოს ყველაფერი და მაგათ ნუ ჰგონიათ, რომ ეს ასე იოლად ჩაივლის. დამდგარან და მიწერენ ათას სიბინძურეს, მლანძღავენ და მაგინებენ, მაგრამ ვერ გამაჩუმებენ იმიტომ, რომ სანამ მაგათ მე არ ჩავრეკავ საფლავში, გინდა პოლიტიკურად და გინდა პირდაპირი გაგებით, არ მოვისვენებ. ეგენი ყველაფრის ღირსები არიან და ძალიან გული მწყდება, რომ თავის დროზე დახვრეტის გაუქმებას მოვაწერე ხელი - ეს პოეტი კაცი ამას ვლაპარაკობ, იქამდე მიმიყვანეს. გილიოტინაზე უნდა დააყენო ეგენი სათითაოდ, აი, ასეა საქმე! და მაგათ გავუჭეჭყავ თავს სათითაოდ, მაგრამ მანდედან არც ერთი კაცი არ არის! სამშობლო გაამწარეს მაგათ და ქვეყანა წამართვეს! მაგათ ახალგაზრდები მოგვპარეს, ნახეთ, რა ხდება ამ ტელევიზიებში. ტელევიზიები რომ გამოთიშო ორი დღით, ეგენი გაქრებიან საერთოდ, მაგრამ (სარკაზმით) თურმე დემოკრატიაა, ჩემო ბატონო და თურმე კერძო ბიზნესი!


- თქვენ „ლაზარეს" შეკრებაზე განაცხადეთ, რომ „ნაციონალები" ცდილობენ, სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვიონ ქვეყანაში და ამიტომ უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, სადაც მოძრაობა „ლაზარეც" გაწევრიანდებაო. განსაზღვრული გაქვთ, რა უნდა გააკეთოთ, რამდენი წევრი იქნება ამ საბჭოში? სამოქმედო გეგმა უკვე გაქვთ შემუშავებული, თუ ეს მხოლოდ სიტყვებია?

 

- ჩვენ განცხადება გავაკეთეთ და ნელ-ნელა ვყალიბდებით, მე საერთოდ, ორი წელია, რაც დავარეგისტრირე ეს საზოგადოებრივი მოძრაობა, მაგრამ ერთი თეთრიც არ დავადებინე ქართველებს და არ გამოვაცხადე ანგარიში, რადგანაც ვიცი, რომ ანგარიშებს აცხადებენ და ის ფული სად მიდის, კაცმა არ იცის.


- და თქვენ ხომ რუსთაველის თეატრში გქონდათ შეკრება?

 

- რუსთაველის თეატრმა დამითმო დარბაზი, თორემ, აბა, მომცენ საშუალება რომ სპორტის სასახლეში გამემართა ეს ღონისძიება, ძალით რომ ყრიდნენ ხალხს, ვითომ ყრილობა რომ ჰქონდათ, მომცენ სასახლე და ერთ დღეში გამოვიყვან ნახევარ საქართველოს, თუ საჭიროდ ჩავთვლი, ამიტომ ჭკვიანად იყვნენ, სჯობს. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ამაზე ვმუშაობთ და სულ მალე გვექნება, არავითარი პარტია არ მინდა, მეზიზღება ყველა პარტია, რა სიკეთეც მოგვიტანეს ამ პარტიებმა, დავინახეთ, ეს იქნება საზოგადოებრივი აზრისა და თხემით ტერფამდე ქართულად მოაზროვნე ხალხის ერთობა.


- თქვენ ამ შეკრებაზე ასევე მოითხოვეთ სახალხოდ გასამართლება „ნაცების", კონკრეტულად ვის გულისხმობდით და საჯაროდ როგორ უნდა გასამართლდნენ, ეს როგორ წარმოგიდგენიათ?

 

- ვის ვგულისხმობ? დაატრიალეთ „ფეისბუკი" და იქ მთელი მაგათი ზოოპარკი მაქვს აღწერილი (ხმას უწევს),  ყველა! თარგამაძიდან დაწყებული,  ყველა! ეგ ნაბოზრები! ბოდიში თქვენთან ამ სიტყვისთვის, კაცი გინდა, თუ ქალი... ბოკერია, თარგამაძე, ყველანი! ისე, მაგათ ურჩევნიათ, იურიდიული წესით გასამართლდნენ, რომ ცოცხლები გადარჩნენ, სხვანაირად ეგენი ცოცხლები ვერ დარჩებიან, რაც შეეხება საჯარო გასამართლებას, ეგენი უნდა დააყენო და უნდა იყოს ჩართული ტელევიზიები და მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს ეს პროცესი და მხარე უნდა იყოს ხალხი და მან უნდა გაასამართლოს, ბრალმდებლად საზოგადოების წარმომადგენლები უნდა გამოვიდნენ, მაგათგან გაუბედურებული ხალხი! თამრიკო, მე სიძულვილი და ლანძღვის მეტი მივიღე რამე? გეკითხებით! რა, თანამდებობა მოვითხოვე, ბიზნესი მაქვს რამე, თუ ფული მოვითხოვე? რატომ არ ფიქრდება ამაზე არავინ? რომ დამდგარან და მლანძღავენ და მთათხავენ? მაგრამ დედას ვუტირებ მე მაგათ! მე შეგუებული ვარ უკვე, გარკვეული იმუნიტეტი მაქვს ამაზე, მაგრამ რასაც მეტს მებრძვიან, ორ იმდენს გადავუხდი მაგათ  და მივაყენებ კედელთან!


- ახლა გამოცვივდებიან და იტყვიან, პროკურატურა დაინტერესდეს, პოეტი რევაზ ამაშუკელი გვემუქრება, კედელთან გვაყენებსო!

 

- კედელთან მივაყენებ კი არა, ხმამაღლა ვაცხადებ: მე რომ საშუალება მქონდეს, რაც დამრჩა, არ ვიცი: ორი წელი დამრჩა სიცოცხლის, სამი წელი, თუ ხუთი წელი, სიამოვნებით დავთმობდი ამ ჩემს სიცოცხლეს, იმის ნება რომ მქონდეს, რომ ნაჯახით ავკეპო ეგენი ყველა, თან სათითაოდ! ვიმეორებ, ამის საშუალება რომ მქონდეს! ახლა გამომიხტნენ და ყურიდან გამომიყონ ენა, მაგათი დედები და მაგათი მამები..! საშოები უნდა ამოაჭრა მაგათ დედებს სუყველას ამათი გაჩენისთვის.


- სიტუაცია პოლიტიკურად აირია. რისი მოლოდინი გაქვთ?

 

- დალაგდება ყველაფერი, ხალხი დაალაგებს, მე ვამბობ ერთ რამეს: ან პროკურატურა დადებს მაგიდაზე ამ „დემოკრატების"... ვინ არიან, ყველანი რომ მაგრად კუნტრუშობდნენ თავის დროზე, თუ არადა, ამ პროკურატურას მოეკითხება ყველაფერი, აი, ასე იქნება! ორი სიმართლე არ არსებობს და დარწმუნებული ვარ, დამნაშავეები არიან და რაც ისტერია მოაწყვეს, პრევენციული იყო და რაღაცის გადასაფარად მოაწყვეს!


- ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ალასანია რომ ჩადიოდა ევროპასა და ამერიკაშიო, აცხადებდა, რომ სააკაშვილის რეფორმები სამაგალითოა და ამას უნდა დავეყრდნოთო. ამასვე აცხადებდა ქალბატონი ფანჯიკიძე, მაგრამ მკვლელობებსა და სადიზმზე არაფერი იყო ნათქვამიო.

 

- მე ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, რომ „ჩვენ უნდა ვაშენოთ დემოკრატია, სააკაშვილის ჩაყრილ ფუნდამენტზეო", გესმით? ძვლებსა და სისხლის ფუნდამენტზე ავაშენოთ? და „ჩვენი ვალიაო, გადავარჩინოთ „ნაციონალური მოძრაობაო!" ერთი მთხლეა ეგენი სუყველა, თან თავიდან ბოლომდე! სოროსი რამდენჯერაა ჩამოსული საქართველოში, იცით თქვენ? ეს არ იცის ხალხმა. ზოგჯერ ჩუმად, ზოგჯერ - ნათლად. რვაჯერ!


- რა ჯანდაბა უნდოდა?

 

- აი, ის უნდოდა, რაც დამართეს საქართველოს და ალასანიაზე და ფანჯიკიძეზე მეც მაქვს ინფორმაცია, რომ ყველაფერს პირიქით ამბობდნენ, ეს დიდი ხნის ამბავია,  დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი, რაც მოხდა, არ არის სპონტანური ამბავი და დიდი ხანი მზადდებოდა, ეს ჩემი გონივრული ეჭვია. რაც შეეხება ხალხის ჩემს წინააღმდეგ ამხედრებას, ხახვი არ დამაჭრან ყურებზე! აქედან გეუბნებით და დიდი ასოებით დაწერეთ, დედას გიტირებთ სუყველას-თქო (წყდება საუბარი, ისევ გრძელდება). რა ხდება ამ ტელეფონზე, გვისმენენ? თუ გვისმენენ, მაგათი ცოლ-შვილიც, აი, ასე! მისმინონ, თორემ რამე მაქვს დამალული, რა და შიშით ხმას არ ვიღებ.


- ახლა რაც ხდება, ამას როგორ აფასებთ? დამოუკიდებელი მაჟორიტარები რომ შეიყვანეს უმრავლესობაში, იგივე კახა ოქრიაშვილი, გოგი ლიპარტელიანი და სხვები, ესენი ხომ აშკარა „ნაციონალები" იყვნენ?

 

- მოდი, მაგ თემებზე მე ნუ დამელაპარაკები, იმიტომ, რომ ეგ ჩემი საქმე არ არის, მე ხმამაღლა ვაცხადებ, მიუხედავად იმისა, რომ ენციკლოპედიური განათლების კაცი არ ვარ, მაგრამ არავისზე ნაკლები არ ვარ და რაღაც-რაღაცები მეც ვიცი და ვამბობ: ყველაფერი გადადებული მაქვს გვერდზე, 9 წელია, ის ლექსი, რომელიც მენატრებოდა, არ დამიწერია, რადგანაც ამათთან ომში ვარ, ამ დამპლებთან, ახლა ერთადერთი ჩემი ცხოვრების მიზანია, ამათი ჩაძაღლება, მეტი არაფერი! არ ვიცი, ვინ შევიდა პარლამენტში, ვინ გამოვიდა, რა არის კონსტიტუციური და რა არა, მე მაინტერესებს ერთადერთი რამე: რაც ამათ ჩემს ერსა და ქვეყანას გაუკეთეს, ის უნდა მიიღონ ცხვირ-პირში და მიიღებენ კიდეც, აი, ეს არის ჩემი მიზანი, ეს რომ მოხდება, მშვიდად დავხუჭავ თვალს. მე არაფერი დამიკლია და ამ დამპლებმა იკითხონ, არც ერთი კაცი რომ არ არის. 15 რიცხვი მოახლოვდა და მიმაჩნია, რომ არავინ არ გავიდეთ, გაეთრიონ ეგენი და თუ აპირებენ, ჩაჯდნენ იქა და წივილ-კივილი დაიწყონ, ერთ დღეში იხუვლებს ხალხი და მაგათი თავები დაგორდება ადგილზე. მერე მაგას ვერც პოლიცია უშველის და ვერც ხელისუფლება, ვერც სოროსი და ვერც მაკკეინი, აი, ასე მოუვათ მაგათ! მაგათ უნდათ პროვოკაცია, ეგენი ხომ პროვოკატორები არიან? მასე არ მოეთრნენ? ყველაზე უფრო მეზიზღება მაგათი შლეიფი: ზოგი მომღერალი რომაა და ზოგი პოეტი და ზოგი ათას ღობეს გადამხტარი, მუცლის ზემოთ რომ ვერ აზროვნებე,ნ გაიარონ, ჩვენ ნუ შევერევით, მაგრამ რაც ვთქვი, ის კარგად დაიმახსოვრონ.

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „ალია"

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016