reportiori.ge - ავურიოთ თუ არა ალკოჰოლი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 22:52
სხვადასხვა
ავურიოთ თუ არა ალკოჰოლი?
ავტორი:
13 ნოემბერი, 2014. 14:45




ჭიქა ღვინო ან სირჩა კონიაკი, ერთი შეხედვით, სრულიად უწყინარი რამაა, მაგრამ ზოგჯერ თურმე ისინიც გვიქადიან საფრთხეს. რასთან არ შეიძლება ალკოჰოლიანი სასმელების შერევა და რისგან ჯობს თავის შეკავება ამა თუ იმ ვითარებაში? მოდი, ერთად გავარკვიოთ.



1. ანტიბიოტიკის  ერთი აბიღა დაგრჩათ დასალევი, ავადმყოფობამ უკან დაიხია, თავს მშვენივრად გრძნობთ, მეგობრები კი ამ დროს გასართობად გიხმობენ.

სპეციალისტთა უმრავლესობა ამაში საგანგაშოს ვერაფერს დაინახავს - თუ პრობლემა მოგვარებულია და იმუნური ძალების აღდგენაც დასრულებული, ერთი ჭიქა სასმელი ვერაფერს დაგაკლებთ, ოღონდ სასმლის დალევასა და აბის მიღებას შორის აუცილებლად უნდა იყოს, სულ მცირე, 8-საათიანი შუალედი.

 

 

 

2. დილით საძილე ან დამამშვიდებელი წამალი მიიღეთ, საღამოს კი მეგობრებთან შეხვედრა გაქვთ დაგეგმილი.

ამ შემთხვევაში ალკოჰოლის მიღება აკრძალულია, რადგან საძილე და დამამშვიდებელ პრეპარატთან მისმა კომბინაციამ შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგი გამოიღოს. ხშირად ასეთ დროს რეანიმაციული ღონისძიებებიც კი დასჭირვებიათ.

 

 

 

 

3. სპა-სალონში, მასაჟის შემდეგ, შამპანურს გთავაზობენ.

შამპანური მასაჟის შემდეგ აძლიერებს რელაქსაციურ ეფექტს, ამიტომ შეგიძლიათ მიირთვათ, ოღონდ მასაჟის შემდეგ და არავითარ შემთხვევაში - მანამდე. ისიც გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება მხოლოდ ერთი ჭიქა! თუ გადააჭარბეთ, სპირტი მასაჟის შედეგად გამომუშავებულ ბედნიერების ჰორმონებზე: სეროტონინსა და დოფამინზე - კონტრიერიშს მიიტანს.

 

 

 

4. ხანგრძლივი ფრენისას გსურთ, დაძაბულობა ალკოჰოლით მოიხსნათ?

არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეთ ასე! ხანგრძლივი ავიარეისის თანმხლები დესინქრონოზი ერთობ უსიამოვნო შეგრძნებაა, რომელსაც ალკოჰოლი ნამდვილად ვერ შეგიმცირებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ღამით გიწევთ ფრენა. ამ შემთხვევაში ბიორიტმის არევის გამო ალკოჰოლი ორგანიზმზე სამმაგი ძალით იმოქმედებს და, უპირველეს ყოვლისა, ძილის რეჟიმს აგირევთ.

 

 

 

5. ცოტა დალიეთ, მაგრამ ვერაფრით ახერხებთ დაძინებას.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საძილე საშუალების მიღება! აბების საუკეთესო ალტერნატივა წიგნის კითხვა ან სასიამოვნო მელოდიის მოსმენაა.

 

 

 

6. სადილის დროს მიიღეთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული აბი, საღამოს კი კოქტეილი გელით.

შეგიძლიათ მიირთვათ - სპეციალისტები ამ შემთხვევაში მცირე რაოდენობით სასმლის მიღებას არ კრძალავენ. მეტიც - მიაჩნიათ, რომ ის მეორე დღეს გამოღვიძებაშიც კი დაგეხმარებათ.

 

 

 

 

7. დაღლილს, მეგობრის დაბადების დღეზე წასვლა გიწევთ და ფორმაში ჩასადგომად" ენერგეტიკული სასმლის დალევა განიზრახეთ.

არ გირჩევთ - ალკოჰოლისა და კოფეინით მდიდარი ენერგეტიკული სასმელების შერევა ცუდად მთავრდება.

 

 

 

8. გარუჯვისას დაიწვით, მხსნელად კი კათხა ლუდი გეგულებათ.

არ შეიძლება! მზით დამწვრობისას ფართოვდება კანის სისხლძარღვები, ლუდი კი ამ შემთხვევაში კანის აღდგენით პროცესებს საგრძნობლად ანელებს.

 

 

(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

 

(წყარო  mkurnali.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016