reportiori.ge - რას ყვება გენერალი 15 ნოემბრის აქციის გეგმებზე, კონკრეტულ დავალებებზე, „ზონდერჯგუფებზე“ და მოსალოდნელ საფრთხეებზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:21
პრეს-დაიჯესტი
რას ყვება გენერალი 15 ნოემბრის აქციის გეგმებზე, კონკრეტულ დავალებებზე, „ზონდერჯგუფებზე“ და მოსალოდნელ საფრთხეებზე
ავტორი:
13 ნოემბერი, 2014. 16:37



15 ნოემბრის აქციის რა გეგმები შეიტყო ტრისტან წითელაშვილმა? ვინ უხელმძღვანელებს და რა დავალებები მიიღეს ცალკეულმა ჯგუფებმა? რა ხდება ალასანიას წასვლის შემდეგ ჯარში და ვის მფარველობდა ექსმინისტრი? 


ალიას" ესაუბრება ყოფილი პოლიტპატიმარი, საპატიო გენერალი  ტრისტან წითელაშვილი, რომელიც „ნაციონალების" საწინააღმდეგო აქციებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა:  


- პირად საუბარში მითხარით, ნაციონალების" სამიტინგო გეგმებზე საინტერესო ინფორმაციები მაქვსო. მომიყევით, რას აპირებენ? 


- ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ „ნაციონალურ" მოძრაობას არავითარი მორალური უფლება არ აქვს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართებაში რაიმე ტიპის აქცია ჩაატაროს, რადგანაც თვითონ არის უშუალოდ მონაწილე ამ ჩვენი რეგიონების დაკარგვაში და შემდგომ მის დამოუკიდებლად აღიარებაში, ამიტომ დღეს რაღაც მიტინგების მოწყობა ხალხის მონაწილეობით, თითქოსდა ანექსიას აწყობს რუსეთი და აქედან გამომდინარე უხმობენ ქართველ საზოგადოებას თავისუფლების მოედანზე, ესაა პოლიტიკური სატყუარა. არადა ეს პარტიული აქციაა, სადაც გაწერილია, როგორ უნდა მოახდინონ საზოგადოების მობილიზება იმ დიდძალი თანხის გამოყენებით, რაც უკვე შემოსულია საქართველოში. ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ, თუ აქციაზე 5000-ზე მეტი ადამიანი მივა, ამის შემდგომ იმოქმედებენ ჯგუფები, რომლებსაც აქვთ უკვე დავალებები მიცემული. 


- კონკრეტულად, რა დავალებებზეა ლაპარაკი? 


- ცნობილი ფაქტია, რომ რამდენიმე თვის წინათ სააკაშვილმა თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ჩაატარა თათბირი. ჩემი ინფორმაციით, კონკრეტულ პირებს მიეცათ სპეცდავალებები და ესენი არიან "ზონდერჯგუფების" ხელმძღვანელები. მაგალითად, გოგა ონიანი, რომელმაც მოახდინა თავისი ძველი "ზონდერების" შეკრება, იმ ხალხის, ვისაც იყენებდნენ 7 ნოემბერს, 26 მაისს ხალხის დასარბევად, ასევე ნიკა მელია, რომელიც ასევე ქმნიდა "ზონდერჯგუფებს". ამ ადამიანებმა, როგორც გითხარით, უკვე მოახდინეს ხალხის მობილიზება და ამ ჯგუფებს მიეცათ კონკრეტული დავალება. ისინი, თავის მხრივ, დაყოფილები არიან მცირე ჯგუფებად და მერე გადანაწილდებიან მომიტინგეებში. კონკრეტული დავალებები მიიღო "თავისუფალმა ზონამაც", სადაც გაერთიანებულები არიან შსს-სა და თავდაცვის სამინისტროების ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ბაჩანა ახალაიას დროს მსახურობდნენ და მის უკანონო დავალებებს ასრულებდნენ. 15 ნოემბრის აქციისთვის მათ გაიარეს უკრაინაში სპეციალური ტრენინგები და მომზადებები და დღეს ისინი მზად არიან პროვოკაციების მოსაწყობად. ამ ადამიანების ამოცანაა, ისევ მათ მიერ ჩამოყვანილ მოსახლეობას დაუპირისპირდნენ, ატეხონ ჩხუბი, მოხდეს გასროლა... გავაგრძელებ ამ ადამიანების ჩამოთვლას: ესენი არიან დავით გოგოხია, ავთანდილ კემულარია, ირაკლი ჩხვიკვია, ფარნაოზ ჭკადუა და სხვა პირები, რომლებიც მზად არიან ამაში მონაწილეობისთვის. 


- თქვენ მიერ ჩამოთვლილი ხალხი ვინ არის და რას წარმოადგენს? 

 

- გოგოხია სოდ-ის ყოფილი თანამშრომელია, რომელსაც მომიტინგეების დასარბევად იყენებდნენ. ავთანდილ კემულარია ჯერ იყო თავდაცვის სამინისტროში, სადაც ის დეზერტირობდა და, ჩემი ინფორმაციით, მისი საქმე გადასცეს სამხედრო პოლიციას და ამის შემდეგ მოხდა მისი დამუშავება და „დავერბოვკება". მერე ის გადაიყვანეს გლდანის ციხეზე და იყო იმ ჯგუფებში, შუაღამისას რომ ახდენდნენ საპატიმროების შემოვლას და აწამებდნენ პატიმრებს. 


ირაკლი ჩხვიკვიაც სოდ-ის ყოფილი თანამშრომელია, რომელსაც ასევე იყენებდნენ მშვიდობიანი მომიტინგეების დასარბევად, ქუჩებში დასახვედრად და შემდგომ ეს ადამიანები გაურკვეველ სიტუაციებში უჩინარდებოდნენ, ზოგს ტყეებში გადაყრილს ნახულობდნენ და ზოგს - მდინარეში. ფარნაოზ ჭკადუა არის სტუდენტთა წარმომადგენელი, რომელსაც ჰყავს თავისი ჯგუფი და გამოირჩევიან სისასტიკით. „თავისუფალ ზონის" ხალხს კურირებს კობა ხაბაზი. ეგ ტვინს უწამლავს ამ ადამიანებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მომიტინგეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ასევე, უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი მომენტი: ყველას არა, მაგრამ უმეტესობას აქვს იარაღი, რომლითაც შესაძლებელია, მოხდეს პროვოკაციის გამოწვევა. 


- რა იარაღის გამოყენებას აპირებენ, ხომ არ იცით? 


- ეს მაყუჩიანი პისტოლეტებია და, სხვათა შორის, მე მაქვს ნანახი თავდაცვის სამინისტროში ერთ-ერთი შემოწმების აქტი, სადაც 99 პირზე გაცემულია ბაჩანა ახალაიას მიერ იარაღი, ამ 99 სამხედრო მოსამსახურიდან რამდენიმეა, რომელიც არ ფიქსირდება არსად და არაა დარეგისტრირებული მათზე იარაღი და ასეთი 17 კაცია. ესაა ის იარაღი, რომელსაც, სავარაუდოდ, აქციაზე გამოიყენებენ და ეს გამოიწვევს სერიოზულ შეხლა-შემოხლას და შეეცდებიან, აამოქმედონ "მაიდანის" სცენარი. ამიტომაა, რომ ამ აქციაზე არავინ არ უნდა მივიდეს, ისინიც, ვისაც სთავაზობენ თანხებს, ტრანსპორტს და შემდგომში დასაქმებას. 


მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსამსახურებს, რომ 15 ნოემბერს მაქსიმალურად გააკონტროლონ ადამიანები, რომ რამე უბედურება არ მოხდეს, რომ ეს შემდეგ არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან სისხლისღვრაში, რადგანაც ყველას გვახსოვს უგულავას წერილი, სადაც ამბობს, რომ არ მოვერიდოთ სისხლსო, ანუ, რასაც ისინი ქადაგებენ და რასაც ხმამაღლა აცხადებენ, ის უგულავაც, მიხეილ სააკაშვილიც, ბოკერიაც, გივი თარგამაძეც, გია ბარამიძეც და სხვებიც და ხომ ხედავთ, ბარამიძე როგორი ომახიანი გახდა? როგორ ამოიღო ხმა? ამ ადამიანმა, რომელსაც ქართველი ხალხის სისხლში აქვს ხელები გასვრილი, ეს პროცესი და თარიღი რომ მოახლოვდა, ვერ ხედავთ, როგორ შეიცვალა და როგორი იმედიანი გახდა? ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა, რასაც ეგენი აკეთებენ, დღევანდელ ხელისუფლებას თავის დროზე რომ გამოეჩინა სიმტკიცე და რასაც ხალხი ვამბობთ და რა მასალებიც მე გამაჩნია, იმის საფუძველზე რომ დაეწყოთ სამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ, ვისაც განსაკუთრებით მძიმე სახელმწიფო და სამხედრო დანაშაული აქვთ ჩადენილი, ეს არ მოხდებოდა, ვინ მოგვისმინა? ვინ ნახეთ დასჯილი? 


- თქვენ სამხედრო ადამიანი ხართ და ჯარში რა ხდება ალასანიას წასვლის შემდეგ? არაერთი ექსპერტისგან მომისმენია, ალასანია რომ არ მოეხსნათ, ჯარს გამოიყვანდაო. 


- ალასანია იყო „ნაცების" დასაყრდენი თავდაცვის სამინისტროში, მას ჰყავდა შეფარებული მთელი „ზონდერები" კერესელიძისა და სხვა სარდლების თამადობით, რომლებმაც ავღანეთში არჩევნები მოაგებინეს და 82% ჩამოუტანეს „ნაციონალებს", სამინისტროში „ნაციონალებს" იფარავდა ირაკლი ალასანია და რა გითხრათ? მაგრამ ჩვენი ჯარი არასოდეს წასულა ხალხის წინააღმდეგ და არც წავა, გამორიცხულია, 26 მაისს და 7 ნოემბერს რომ გამოიყვანეს და „პესკებზე" ჩამოსვეს და უთხრეს, რაც უნდა გაეკეთებინა ჯარს, ყველამ უარი თქვა დარბევაზე, ეს უნდა იცოდეთ. 



ამის შემდეგ ვცდილობ, ნიკა მელიას დავუკავშირდე, რადგანაც საკმაოდ სერიოზული ბრალი წაუყენეს ინტერვიუში: 


- რა უნდა ვთქვა ტრისტან წითელაშვილზე? რა პასუხი უნდა გავცე ადამიანს, რომლის წარსულიც ყველამ კარგად ვიცით? უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ეს მამის ტოლა ადამიანი ასეთ რამეს კადრულობს. ის არც მალავს, რომ ატარებს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს და მხილებული იყო ამ საკითხში და ახლა ასეთ ტალახებს ისვრის. ვის უნდა აწყობდეს პროვოკაცია? მაპატიეთ, სერიოზულ კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ. 


 

ვუკავშირდები ადვოკატ გიორგი ონიანს: 


- ტრისტან წითელაშვილს არ განვიხილავ სუბიექტად და მის აზრს არ ვთვლი განხილვის თემად, მე ამ აქციაზე მივდივარ ჩემს მცირეწლოვან შვილებთან ერთად, არანაირ სხვა მიზანს არ ვიცნობ და არც სხვისგან გამიგია. ჩემი ღრმა რწმენით ეს ადამიანი თანამშრომლობს სპეცსამსახურებთან და მინდა გავაფრთხილო საქართველოს სპეცსამსახურები, რომ ოფიციალურად აწარმოონ თვალთვალი ამ სუბიექტზე, რომ სწორედ ამ ადამიანებმა არ მოაწყონ თავად სხვადასხვა სახის არეულობა და რაიმე სახის პროვოკაცია. 


რაც შეეხება სტატიაში მოხსენიებულ დანარჩენ პირებს, კომენტარისთვის სურვილისამებრ გაზეთში ადგილს დავუთმობთ. 

 

 

 

თამარ ოქრუაშვილი 

 

 

გაზეთი ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016