reportiori.ge - ყვავილოვანი კომბოსტო რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 23:02
სხვადასხვა
ყვავილოვანი კომბოსტო რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის
13 ნოემბერი, 2014. 16:30



ყვავილოვანი კომბოსტო თანამედროვე საკვები რაციონის მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ენზიმები, რომლებსაც შეიცავს ყვავილოვანი კომბოსტო, ორგანიზმიდან ტოქსინებისა და კანცეროგენების გამოძევებას უწყობს ხელს. სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებს ამ ბოსტნეულს ვიტამინების, მინერალებისა და ენზიმების განსაკუთრებული კომბინაცია სძენს.


ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, სპილენძით, მანგანუმით, ფტორით, კაროტინებით, C, K, B1, B2, B6 ვიტამინებით, ადვილად ასათვისებელი ცილებით. საკმარისია, 50 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო მიირთვათ, რომ უზრუნველყოფილი ხართ C ვიტამინის სადღეღამისო დოზით.


ყვავილოვანი კომბოსტო დაბალკალორიულია, თუმცა კარგად ანაყრებს, ასე რომ, ეს ბოსტნეული თამამად შეიძლება მიირთვან მათ, ვისაც ზედმეტი წონა აშინებს. ყვავილოვანი კომბოსტო ადვილი მოსანელებელია, ამიტომ, როგორც სამკურნალო-დიეტური საკვები, რეკომენდებულია ბავშვებისთვის, რომელთაც აწუხებთ შეკრულობა; მოზრდილებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ საჭმლის მონელების დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ღვიძლის პათოლოგიები, ნაღველკენჭოვანი დაავადება, „პოდაგრა" და სხვ.


ყვავილოვან კომბოსტოს ხალხური მედიცინა უძველესი დროიდან იყენებს არა მხოლოდ საჭმლის მონელების პროცესთა მოსაწესრიგებლად, არამედ კანის დაავადებათა სამკურნალოდაც.



  • მჟავე ყვავილოვანი კომბოსტო, განსაკუთრებით - წვენი, რეკომენდებულია უზმოზე შეკრულობისა და უმადობის დროს, აგრეთვე ღვიძლის არეში სიმძიმის შეგრძნებისას.


  • თუ რეგულარულად დალევთ ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურულ უმარილო წვენს, ყოველგვარი მედიკამენტის გარეშე შეუწყობთ ხელს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებას. 1/2 ჭიქა ახალგამოწურული თბილი წვენი დღეში სამჯერ ჭამამდე ერთი საათით ადრე უნდა მიიღოთ. მკურნალობის კურსი ერთ თვეს მოიცავს. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი გამეორება.


  • ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურული წვენი სასარგებლოა დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, ღვიძლისა და ელენთის დაავადებათა სამკურნალოდ, აგრეთვე ჭარბი წონის დასაკლებად. სასურველია, წვენის საჭირო ულუფა ყოველდღიურად გამოწუროთ. წვენი შეგიძლიათ შეინახოთ არა უმეტეს ორი დღისა. შემდეგ ის სასარგებლო თვისებებს კარგავს.


  • ბუასილის დროს დღეში ორჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე, მიიღეთ ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილის ნახევარი ჭიქა თბილი წვენი.


  • შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის რეკომენდებულია ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურული წვენისა და ლიმონის წვენის ნარევის მიღება (ერთ ჩაის ჭიქა კომბოსტოს წვენზე - 1-2 ლიმონის წვენი, დღის განმავლობაში - ერთი ჭიქა თბილი ნარევი).



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016