ქუთაისში, მუხნარის ტერიტორიაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მშენებლობას საფუძველი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალიტარეტემ ჩაუყარა.
ადგილის კურთხევას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, ქუთაისის მერის მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი, პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი ახალგაზრდობის მე-7 შესახვევში აშენდება.
საპატრიარქოს ტერიტორია ქალაქის მერიამ უსასყიდლოდ გადასცა.
ეკლესია უცხოეთში მცხოვრები ბიზნესმენის შემოწირული თანხებით აშენდება. სამუშაოებზე ხელოსნებთან ერთად ადგილობრივები, მრევლი და სტიქაროსნებიც იქნებიან ჩართული.
ტაძართან ერთად იქვე იგეგმება სახელოსნოს მშენებლობა, სადაც მსურველებს შეეძლებათ, ქვაზე მუშაობა ისწავლონ. აშენდება ამბულატორია, რომელიც უფასოდ მოემსახურება იქ მცხოვრებლებს", - ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.