reportiori.ge - არ ენდოთ ქართულ ვიკიპედიას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:13
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
არ ენდოთ ქართულ ვიკიპედიას!
13 ნოემბერი, 2014. 18:43


ჩემი თაობიდან ბევრს, და მათ შორის მეც, კომპიუტერთან მთლად დაძმაკაცებულ-ჩახუტებული ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ ასონიშნებს სწორად ვარჩევთ. ამასწინათ ჩემს შვილს კომპიუტერულ გვერდზე ჩემი მონაცემების შეტანა გადაუწყვეტია და ისიც  მოახერხა, რომ დაბადების დღის თარიღი ერთი დღით შემიცვალა - რა ვქნა, ასე მახსოვდაო, - მითხრა. გავიცინე და ასე დამთავრდა ეს ამბავი. ჩემნაირი, ჩვეულებრივი მოკვდავის დაბადების თარიღის გადაწევა-გადმოწევით არაფერი შავდება - ვისაც ახსოვს, ისევ ისე მომილოცავს. მოკლედ, კალენდარში შესვლის პერსპექტივა არ მაქვს და არც მქონია, მაგრამ ვისაც აქვს,  იმან რა დააშავა?!

ამასწინათ, უფრო სწორად 13 ნოემბერს, ქართულენოვანი ენციკლოპედიის ვიკიპედიაში ამოვიკითხე, რომ თურმე ამ დღეს, ე.ი. 13 ნოემბერს, ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი დაბადებულა.

 

 



 

 

რამდენად ქართული და ზნეობრივია დიდი მწერლის ასე მშრალად მოხსენიება, ეს ერთი საკითხია და მხსენებლის სინდისზე იყოს;  მთავარი ის არის, რომ ჭაბუა ამირეჯიბი 18 ნოემბერს დაიბადა და არა 13-ში!

 

 

სამაგიეროდ, უშეცდომოდ ვიგებთ, რომ 2010 წლის ამ დღეს მიანმარის ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერი აუნ სან სუ ჩინი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა. 2003 წლის ამ დღეს ჩინეთის მთავრობამ ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის პროცესი დაიწყო. 1950 წლის 13 ნოემბერს გენერალი კარლოს დელ გადო შალბო მოკლეს კარაკასში (ვენესუელა). და რაც მთავარია, 1961 წელს ვლადიმირ სემიჩასტნიმ თურმე ალექსანდრე შელეპინი შეცვალა საბჭოთა კავშირის უშიშროების ხელმძღვანელის პოსტზე. აღარ ღირს ლაპარაკი იმაზე, რომ IX საუკუნეში,  820 წლის 13 ნოემბერს რომის პაპი ნიკოლოზ I დაბადებულა.

 

 

ეს მექანიკური შეცდომა არ არის - უყურადღებობაა, თანაც უპატიებელი! დამწერი, ბატონი ჭაბუას ბიოგრაფიულ გვერდზე რომ შესულიყო იმავე ვიკიპედიაში, 18 ნოემბერს იოლად იპოვიდა.

 

 

ქართულ ვიკიპედიაში ასეთი ზერელეობა და სასხვათაშორისო დამოკიდებულება ცნობილი პერსონებისა და ფაქტებისა მიმართ არც ერთია და საუბედუროდ, არც პირველი და უკანასკნელი. საილუსტრაციოდ ესეც გამოდგება. ეს დიდგორის ომის ვიკიპედიაში გამოქვეყნებული ქართული და რუსული ვარიანტებია.

 

 




 

 

 




 

 

თვალნათლივ ჩანს, რომ რუსულად გამოქვეყნებული ინფორმაცია დიდგორის ომზე, ქართულთან შედარებით - რამდენჯერმე მეტია. ალბათ, ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც სირცხვილი.

 

 

სალაპარაკოდ არ ღირს ის საშინელება, ქართულად (თუმცა, ქართული ენიდან ეს ყველაფერი ძალიან შორს დგას) თარგმნილი ტექსტები რომ ჰქვია.  ერთი სიტყვით, თუ ვინმეს ოდესღაც წიგნთან შეხება ჰქონია, ყველა იტყვის, რომ ქართული ვიკიპედიის ნდობა არ შეიძლება! ვისაც რა გაუხარდება, იმას წერს და იმას ტვირთავს - არც ეს შეიძლება! და რაც მთავარია, არაფრით არ შეიძლება ის, რაც ხდება. როგორც ირკვევა, ამ პრობლემას, უბრალოდ, არავინ პატრონობს. ისიც კი არ ვიცით, სახელმწიფოს რა ვალდებულება აქვს ასეთ შემთხვევაში.










 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016