reportiori.ge - სკანდალური ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:57
ინტერვიუ
სკანდალური ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან!
ავტორი:
13 ნოემბერი, 2014. 19:13


ორიოდე კვირის წინ ჟურნალისტ ბაკურ სვანიძის მიმართ Facebook-კედელზე მუქარის შემცველი კომენტარები გაჩნდა. ინტერნეტ-მუქარის ავტორი პირდაპირ წერდა, რომ ჟურნალისტის თავს ლანგარზე დადებულს დედამისს მიუტანდა. აღნიშნული პიროვნება თავს პოლიციელად მოიხსენიებდა და წერდა: „ისანი-სამგორის განყოფილების ცვლის უფროსი ვარ გოგა მერაბიშვილი..."


 „რეპორტიორისთვის" მალევე გახდა ცნობილი, რომ აღნიშნული პიროვნება  პოლიტიკოს სანდრო ბრეგაძესაც ეკონტაქტებოდა „ბექა ფერაძის" სახელითა და გვარით. მისი საუბარი ბრეგაძესთან პროვოკაციული შინაარსის გახლდათ, რომელიც „რეპორტიორმა" გუშინ საღამოს გაასაჯაროვა. ე.წ. ბექა ბერაძე წერდა, რომ  „ნაციონალური მოძრაობიდან" „ქართულ ოცნებაში" გადასვლა სურს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ფულს გადაუხდიან (შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://reportiori.ge/?menuid=48&id=44920&lang=1 )



„რეპორტიორი" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს დიასპორტის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან, სანდრო ბრეგაძესთან, რომელმაც თითქმის ყველა დეტალი გაახმაურა, თუ რა საუბარი შედგა მასსა და აღნიშნულ პიროვნებას შორის. სანდრო ბრეგაძე ვარაუდობს, რომ ეს ადამიანი არის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მუშაკი, სნაიპერი და ის მუქარები, რაც მისგან გაჟღერდა, რეალურია: 



- ბატონო სანდრო, თქვენ უშუალოდ გქონდათ სატელეფონო საუბარი ბექა ფერაძესთან. როგორ გგონიათ, ვინ არის ეს ადამიანი?

 

- არის თუ არა ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარი, ჩემთვის უცნობია. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის არის „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი. ის ცდილობდა, გარკვეულ კომუნიკაციაში შემოსულიყო ჩემთან. იყო საუბრები, მიმეცა გარკვეული დირექტივები, როგორ გასწორებოდნენ განსხვავებული მოსაზრების ადამიანებს. ის მწერდა, სადმე ხომ არ დავხვდეთ, ხომ არ გავუსწორდეთ ფიზიკურადო... ცდილობდა ჩემს პროვოკაციაზე წამოგებას.


- თქვენ მასთან ისაუბრეთ ტელეფონით. როგორ ვარაუდობთ, აქვს მას რაიმე გავლენა თუ რიგითი პროვოკატორი აქტივისტია?

 

- მისი საუბრიდან გამოიკვეთა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" საკმაოდ გავლენიანი პირია. კარგად არის ჩახედული მათ საქმიანობაში. მან ისეთი დეტალები დამისახელა „ნაციონალური მოძრაობის" შესახებ, თუ შიგნით არ ხარ, არ გეცოდინება.


ჰქონდა მცდელობა ჩემი პროვოკაციაზე წამოგების, თუმცა, რეალურად მე ის გავშიფრე.


ე.წ. ბექა ფერაძე საუბრობდა იმ ადამიანების ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, რომლებიც ებრძვიან ხელისუფლებას, საპატრიარქოს... ის და მისნაირები მოწადინებულები არიან, განახორციელონ ისეთი ქმედებები, რაც შემდგომში დაბრალდება ხელისუფლებას, მითუმეტეს, 15 ნოემბრის აქციის წინ. ვფიქრობ, ეს არის ლოგიკური გაგრძელება და ჟაჭვი იმ პროვოკაციებისა, რომელიც შეიძლება ხვალ ვიხილოთ თბილისში. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა" მოწადინებულია, რაიმე ტიპის პროვოკაცია მოხდეს მათ აქციაზე, რაც შემდგომ სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს.


- პირად მიმოწერაშიც, რომელიც შემდეგ „რეპორტიორთან" გაასაჯაროვეთ, ის საუბრობდა პრეზიდენტის ლიკვიდაციაზეც...

 

- ეს უფრო სისულელე მგონია, რითაც ცდილობდა ჩემთან ნდობაში შემოსვლას. მთავარი იყო, რომ მომეწონებინა მისთვის ვინმეზე ფიზიკური ანგარიშსწორება.


იქ არის მუქარის შემცველი მესიჯებიც, ოჯახის მიმართ და ა.შ...


- სატელეფონო საუბარში რა გამოიკვეთა, ვინ შეიძლება იყოს ეს ადამიანი?

 

- ვფიქრობ, ეს არის სამხედრო პიროვნება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთანაა" დაკავშირებული. გამოცდილება არ მღალატობს, საუბრიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ... ალბათ, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მუშაკია, რომელიც მზად არის, განახორციელოს ის, რასაც საუბრობს თუნდაც ჟურნალისტ ბაკურ სვანიძის მიმართ.

 

- საიდან გაქვთ ეს ეჭვი, ის ჟურნალისტ ბაკურ სვანიძესთან საუბრობდა, რომ შს სამინისტროს თანამშრომელი იყო...


- არანაირი კავშირი არ აქვს მას შს სამინისტროსთან! დარწმუნებით შემიძლია გითხრათ! ის არის ყოფილი სამხედრო, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, რომელიც მზად არის ადამიანების ლიკვიდირებისთვის! მე პირდაპირ გეუბნებით, ხელი არ აუკანკალდება, რომ მოახდინოს ადამიანების ფიზიკური ლიკვიდაცია, ეს იქნება ბაკურ სვანიძე, სანდრო ბრეგაძე, გიორგი მამაცაშვილი თუ სხვა ადამიანი!


ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ ჯგუფებია შექმნილი პროვოკაციებისთვის. გახსოვთ თქვენ, მქონდა რამდენიმე მწარე პოლემიკა განსხვავებული პოზიციის ადამიანებთან და ერთგვარად შიშმა შემიპყრო, რომ შესაძლებელია,  ეს პროვოკატორები მათ გაჰყოლოდნენ, თავში ჩაერტყათ რამე და ეს ყველაფერი მე დამბრალებოდა. ესეც განსაზღვრული იყო. დარწმუნებით გეუბნებით, რომ „ბექა ფერაძე" არის „ნაციონალური მოძრაობის" სერიოზული აქტივისტი, ყოფილი სამხედრო.


- როდის მერე აღარ გწერთ ეს ადამიანი, რის მერე შეწყვიტა კომუნიკაცია?

 

-რამდენიმე დღის წინ გააუქმა facebook-გვერდი.


- თქვენს მიმოწერაში შეხვედრაზეც იყო საუბარი. რატომ არ შედგა? 

 

- ვუთხარი, რომ მოსულიყო ორშაბათს, თუმცა, ის გამომჩენი არ იყო. ეს იყო ფანდი, მეთამაშებოდა. ამას პირველივე საუბრიდან მივხვდი. როდესაც მითხრა ფრაზა - ვინც პატრიარქს ებრძვის, იმ ადამიანებს ჩავუსაფრდებით და ვცემთო, იმ წამსვე მივხვდი, რომ იყო მოგზავნილი პროვოკატორი.


ასევე, რომ მწერდა, თუკი ფულს გადაუხდიდნენ, დატოვებდა „ნაციონალურ მოძრაობას"... რა თქმა უნდა, მას აინტერესებდა, ვინმე გადაუხდიდა თუ არა ფულს... კარგად მომზადებული პროვოკატორია.


კიდევ ერთი საინტერესო დეტალი... რომ დავურეკე, ტელეფონი დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა გამორთული და როცა ჩართო, გარკვევით მესმოდა, რომ  მარტო არ იყო, იქვე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მას კარნახობდნენ, რა უნდა ელაპარაკა.


- არის თუ არა ამ პიროვნების მუქარა სინამდვილეში საფრთხის შემცველი?

 

- შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ იმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც ამ მიმოწერაში არიან დასახელებულები, მათ შორის ჟურნალისტ ბაკურ სვანიძის, საფრთხეშია! დარწმუნებით ვიმეორებ, ბაკურ სვანიძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება! ეს ადამიანი გამკეთებელია იმისა, რაზეც საუბრობს! ეს არ არის ბოლომდე ადეკვატური პიროვნება. ასევე, არ არის გამორიცხული, რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს დახვდეს და თავში ჩაარტყას, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის" დავალებით. სასწრაფო წესით, ეს ყველაფერი დასადგენია!


როგორც ვფიქრობ, ის არის სნაიპერი. ამ საკითხზე ვისაუბრეთ. ის სამხედრო ტერმინი, რომელიც მან იხმარა, ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, უცნობი იყო. ეს არ არის მარტივი ადამიანი.

 

- ასაკი თუ იცით?

 

- საუბრიდან და ხმის ტემბრიდან გამომდინარე, 30-დან 40 წლამდე უნდა იყოს.


- თქვენს მიმოწერაში საუბრობს მარგველაშვილზეც, რატომ?


- არ ვიცი, რა ტიპის პროვოკაცია აქვს ჩაფიქრებული. მაგრამ აშკარაა - იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საუბრებში არიან დასახელებულები, დღეს თუ ხვალ,  საფრთხე ემუქრებათ.


- სატელეფონო საუბარში თუ დაასახელა ვინმეს გვარები?

 

- მას არ დაუსახელებია კონკრეტული გვარები, მაგრამ იყო საუბარი იმაზე, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც რუსეთის მხარეს არის, იქნება ლიკვიდირებული და მათი თავებით ფეხბურთს ითამაშებენ!

 

ის საუბრობდა აღელვებულად, მაგრამ ეს იყო ხელოვნური.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016