1.სიბნელე ვერ დაიძლევა სიბნელით, მხოლოდ სინათლეს ძალუძს მისი ძლევა. სიძულვილი ვერ დაიძლევა სიძულვილით - ეს მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.
2. რწმენა ნიშნავს, გადადგა ნაბიჯი მაშინ, როდესაც კიბეს მთლიანად ვერ ხედავ.
3. საბოლოოდ, ჩვენი მტრების სიტყვებზე მეტად, მეგობრების დუმილი გაგვახსენდება.
4. ცხოვრება მაშინ დასრულდება, როდესაც ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გავჩუმდებით.
5. არასოდეს შეგეშინდეთ, აკეთოთ ის, რაც სამართლიანი და სწორია. საზოდოებრივი სასჯელი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩვენს სულს ელის იმ შემთხვევაში, თუ სხვა გზას ავირჩევთ.
6. ამბოხებები ანგრევს და აკნინებს საზოგადოებას. ძალადობა არ უნდა მომდინარეობდეს ჩვენგან, რადგან, თუ ჩვენზე ძალა გაიმარჯვებს, მაშინ ყველა მცდელობა ამაო იქნება.
7. ჩემი აზრით, შესაძლებელია, იყო ბრძოლის მომხრე, თუმცა არ იყო სასტიკი. მე ბრძოლისუნარიანი ვარ და ბრძოლისუნარიანობა ნიშნავს მიზანდასახულობას, სიმტკიცეს, პრინციპულობას,სამართლიანობას...
8. მხოლოდ სიბნელეში შეგვიძლია დავინახოთ ვარსკვლავები.
9. ისწრაფვოდე სხვათა ბედნიერებისათვის - უტყუარი გზაა ბედნიერებისაკენ.
10. ადამიანი იმით არ უნდა ფასდებოდეს, როდის არის მისთვის ხელსაყრელი გარემო, არამედ უნდა ფასდებოდეს რთული პერიოდისა და წინააღმდეგობის დროს.
11. მე მაქვს ოცნება,რომ ერთ დღესაც პატარა შავკანიანი გოგონები და ბიჭები ხელებს ჩაჰკიდებენ თეთრკანიან გოგონებსა და ბიჭებს.
12. არის წუთები, როდესაც დუმილი ღალატს ნიშნავს.
13. თუ ადამიანმა არ იცის, რისთვის მოკვდებოდა, ის არც სიცოცხლის ღირსია.
14. არასოდეს დაგავიწყდეთ,რომ ყველაფერი, რაც ჰიტლერმა გერმანიაში გააკეთა, კანონიერი იყო.
15. დრო ყოველთვის შესაფერისია იმისთვის, რომ მოიქცე სწორად.
16. სიყვარული ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია, მტერი მეგობრად აქციოს.
17. ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ისეთივე მორალური ვალდებულებაა, როგორიც სიკეთისთვის ხელშეწყობა.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
(წყარო 4motivi.com)