reportiori.ge - კედები, უგები, ბალეტკები - რა შედეგი მოაქვთ მათ სისტემატურ ტარებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 22:58
სხვადასხვა
კედები, უგები, ბალეტკები - რა შედეგი მოაქვთ მათ სისტემატურ ტარებას
ავტორი:
14 ნოემბერი, 2014. 10:53


კედები, უგები, ბალეტკები ნებისმიერი ახალგაზრდის გარდერობშია. არადა, ამ მოხდენილი დიზაინის ფეხსაცმელს ბევრი პრობლემის მოტანა შეუძლია მოზარდი ორგანიზმისთვის. ამ, ერთი შეხედვით, მოხერხებულმა ფეხსაცმელმა შეიძლება, მოზარდის ტერფის დეფორმაცია, მომავალში ძვლების ჩამოყალიბების დარღვევა გამოიწვიოს - ასე აფრთხილებს ბრიტანეთის ორთოპედთა ასოციაცია მოსახლეობას. მათ დერმატოლოგები და პედიატრებიც მხარს უჭერენ. მათი მოსაზრებით, ასეთი ფეხსაცმელი არა მარტო ტერფის დეფორმაციას, წვივის არეში სისხლძარღვების შევიწროებას და კანის დაავადებებსაც იწვევს.




„თანამედრივე ახალგაზრდებს პრაქტიკულად გაუხდელად აცვიათ ფეხსაცმელი, რომელსაც სინამდვილეში მათი ტერფის დაცვა არ შეუძლია. შედეგად ვიღებთ თაობას, რომელსაც მრავალგვარი დაავადება აწუხებს, - აცხადებს ლონდონის ორთოპედიული კლინიკის ექიმი ემა საპლი, - ყველაზე მეტად გოგონები ზარალდებიან, რადგან ამ მოდური ფეხსაცმლის ძირითადი მომხმარებლები სწორედ ისინი არიან. დღევანდელ გოგონებს ძალიან თხელძირიანი ფეხსაცმელი აცვიათ, რომელიც ტერფს მყარად ვერ იჭერს. ან ძალიან მაღალ ქუსლზე დგანან, რაც ასევე ტერფის არასწორ მდებარეობას განაპირობებს.




კედები

პრაქტიკულად, ეს არის თხელ რეზინის ძირზე აგებული ქსოვილის ფაჩუჩი. მათი მთავარი ნაკლი ქუსლის არქონაა. მეტიც, მათ საერთოდ არ გააჩნიათ ძირზე რაიმე სახის რელიეფი. ბრტყელი ძირი ვერ უზრუნველყოფს მიწაზე დარტყმისას ტერფის ამორტიზებას. ეს იმას ნიშნავს, რომ სიარულისას გადადგმული ყოველი ნაბიჯი ხერხემლისთვის მიკროტრავმაა.


არამყარი ზედაპირის გამო ტერფის კუნთები სათანადოდ გამაგრებული არ არის და ამიტომ მუდმივი ზეწოლის ქვეშაა. ეს კი სხვადასხვა დარღვევას იწვევს. შესაბამისად, მთელი სხეულის სიმძიმე ტერფებზე არასწორადაა განაწილებული, რასაც ტკივილი და დეფორმაცია მოჰყვება.


უარეს შემთხვევაში ტერფები შიგნით შედის და ე.წ. ბატიფეხური სიარული იწყება. დროთა განმავლობაში დარღვეული სიარულის მანერა მთელ ორგანიზმზე ახდენს გავლენას. იხრება მუხლები და მენჯის სახსრები. შემდეგ ხერხემლის პრობლემებიც იწყება.




უგები

მისი პრობლემაც სწორი, უქუსლო ძირი და მისგან გამოწვეული რისკებია. ამას ემატება რბილი კალაპოტიც, რომელიც სწრაფად დეფორმირდება ტერფის კონტურის მიხედვით, ქუსლი კი იოლად ტკეპნის ძირს და ნელ-ნელა დაბლა ეშვება. ამას ბრტყელტერფიანობა და ფეხების ტკივილი მოსდევს.


გარდა ამისა, იმდენად მსუბუქადაა ფეხზე, რომ სიარულისას ფეხის დაძაბვაა საჭირო, რომ ფეხიდან არ გაძვრეს. ამას კვლავ და კვლავ მიკროტრავმებთან მივყავართ.




ბალეტკები

ორთოპედები მას საშიშ ფეხსაცმელთა რეიტინგში პირველ ადგილს ანიჭებენ. მას ყველა ზემოჩამოთვლილი ნაკლიც აქვს და კიდევ ერთი ემატება - არც თასმა აქვს, არც სამაგრი რეზინა და პრაქტიკულად, ფეხით კი არა, პატრონს თითებით „უჭირავს". ამის გამო ფეხის თითები მუდმივად დაჭიმულია. შედეგი - თითებისა და სახსრების დეფორმაცია, თითის კოჟრები და მუხლების ტკივილი. დროთა განმავლობაში ასეთი პრობლემატური ფეხის თითების პატრონს ნორმალური ფეხსაცმლის მორგებაც უჭირს.





 

 

(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

(წყარო  mshoblebi.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016