reportiori.ge - „მარგველაშვილზე ასჯერ ნაკლები დაფინანსებით მოვიგებ არჩევნებს, მაგრამ ის ასჯერ ნაკლები ხომ მაინც უნდა მქონდეს?“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:52
პოლიტიკა
„მარგველაშვილზე ასჯერ ნაკლები დაფინანსებით მოვიგებ არჩევნებს, მაგრამ ის ასჯერ ნაკლები ხომ მაინც უნდა მქონდეს?“
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 15:31

რაც არ უნდა კრიტიკული ვიყო ქართული ოცნების მიმართ, ერთი რაც ნამდვილად იქნა მიღწეული, შიშის ფაქტორი მოხსნილია საქართველოში. ადამიანებს აღარ ეშინიათ ოფისში მოსვლის და საკუთარი აზრის გამოთქმის. მედიასაშუალებებიც მეტ-ნაკლებად გახსნილია. წელიწადი და უფრო მეტიც, ისე  გადიოდა, რომ  არცერთ ტელეეთერში არ ვჩანდით, დღეს ნამდვილად არ არის ასე და მაქვს შესაძლებლობა, რომ ჩემი სათქმელი მოსახლეობამდე მივიტანო",- აცხადებს გურია ნიუსთან" პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე.


მისი თქმით, ბატონმა ბიძინამ ალბათ არ იცის, რომ მას, მარგველაშვილსა და სხვა კანდიდატებს თანაბარი პირობები ვერ ექნებათ.  


„ნაციონალური მოძრაობის" დამფინანსებლები დღესაც ფლობენ იმ ბიზნესებს, რომელიც ადამიანებს წაართვეს. სხვათაშორის, დღემდე დევს კანონში მუხლი, რომ სატენდერო პირობებში უპირატესობა ენიჭებათ იმ კომპანიებს, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში 5 მილიონი ჰქონდა ბრუნვა. 5 მილიონი ვის ჰქონდ ბრუნვა ნაციონალების გარდა? ანუ გამოდის, რომ ვერცერთი სხვა კომპანია, რომელიც ნაციონალებთან შეკრული არ იყო, დღეს ვერც ტენდერში გაიმარჯვებს და ვერც ამოისუნთქავს.


როგორ შეიძლება დღეს დემოკრატიულმა მოძრაობამ და ჩვენ მოვიპოვოთ დაფინანსება, როდესაც ყველა ის ბიზნესმენი, რომელიც ჩვენი პარტიის მხარდამჭერი იყო, „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიჭირა, ბიზნესი წაართვა, ქვეყნიდან გააგდო  და ამ ხალხს, ჯერჯერობით, უკან არაფერი დაუბრუნებია, ისევ „ნაციონალების" ხელშია.


პირდაპირ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი - ფული ექნება  მარგველაშვილს და ბაქრაძეს.  არცერთ სხვა კანდიდატს, რასაც საარჩევნო დაფინანსება ქვია, არ ექნება. რასაც საარჩევნო დაფინანსება ქვია. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მარგველაშვილზე ასჯერ ნაკლები დაფინანსებით მოვიგებ არჩევნებს, მაგრამ ის ასჯერ ნაკლები ხომ მაინც უნდა მქონდეს? ამაზე არ უფიქრია სახელმწიფოს",- განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016