reportiori.ge - ლადო სადღობელაშვილი: მაქვს ინფორმაცია, რომ 15-16 ნოემბრის შემდეგ „ნაციონალები“ გამოაცხადებენ შიმშილობას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:35
პრეს-დაიჯესტი
ლადო სადღობელაშვილი: მაქვს ინფორმაცია, რომ 15-16 ნოემბრის შემდეგ „ნაციონალები“ გამოაცხადებენ შიმშილობას!
ავტორი:
14 ნოემბერი, 2014. 14:37


„ნაცმოძრაობის" წევრები მოსახლეობას 15 ნოემბერს რუსული ოკუპაციისა და ანექსიის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. გიორგი ვაშაძის თქმით, „პროვოკაციები ძალიან ბევრი გვინახავს ხელისუფლების მხრიდან - ეს იყო აქციებზე, ღონისძიებებზე მივარდნა, მაგრამ, შესაბამისად, მონაწილეთა რაოდენობა იყო იქ ძალიან მცირე. არ მგონია, იმდენად უვიცი და უსუსური იყოს ხელისუფლება, რომ ათობით ათასი ადამიანი სადაც შეიკრიბება, მოვიდეს და პროვოკაციის ორგანიზება მოახდინოს".


რა პროვოკაციებია მოსალოდნელი აქციაზე? როგორ უწევენ „ნაციონალები" ორგანიზებას რაიონებიდან ხალხის ჩამოყვანას? ვინ ხელმძღვანელობს უცხოეთში გასამართ პარალელურ აქციებს და რა კულუარულ ინფორმაციებს ფლობენ არასამთავრობოები?


„ალიას" „თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი ესუბრა:


- ლადო, რატომ ალაპარაკდა ვაშაძე პროვოკაციაზე, ვინმე რამეს აპირებს? ხომ არ იცი?

 

- ეს ვაშაძე არის იმ პარტიული ორგანიზაციის წევრი, რომელმაც დაკარგა საქართველოს ტერიტორიები, გადასცეს რუსეთს, მარიონეტულ მთავრობას მეტი ამბიცია გაუჩინეს. ერთი ხელით ყველაფერი რუსეთს მისცეს და ახლა დგანან, იგინებიან და იფურთხებიან რუსეთის მიმართულებით. არადა, სულ აწარმოებდნენ ფარულ მოლაპარაკებებს მათთან. ესენი ისეთი უსინდისო  პროვოკატორები არიან, რომ გამოდიან იმ ადგილზე, სადაც 2007 წელს ხალხი დაასახიჩრეს, ისევე, როგორც 26 მაისს, იყო მსხვერპლი. ეგენი რომ მართლები ყოფილიყვნენ, დღეს ისევ ხელისუფლებაში იქნებოდნენ. მადლობა თქვან, ასე „ლაითად" რომ გადარჩნენ არჩევნების შემდეგ. პროვოკაციების დაგეგმვას ბედავენ და უპირებენ რტყმევას იმ მოსახლეობას, რომელმაც მათ უარი უთხრა. ახლა რასაც ისინი ხელისუფლების მიმართ ამბობენ, ჩემს თავზე ვიღებ, რადგან ერთ-ერთი იმათგანი ვიყავი, ვინც სულ იყო მოტივირებული, რომ ხელისუფლებას მოშორებოდნენ „ნაციონალები".


- ათი ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაშიო. ინფორმაცია ხომ არ გაქვთ, მართლა მოახერხებენ ამდენი ადამიანის გამოყვანას?

 

- რა ათი ათასობით გამოვა? აი, მე გეტყვით, ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ზურაბ გულორდავა, რომელმაც ზუსტად გაარკვია, რომ მარტვილში 300 ლარს უხდიან კოორდინატორებს, რომ რამენაირად შეკრიბონ ხალხი და წამოიყვანონ თბილისში. მაქვს ინფორმაცია კიდევ, რომ 15-ში გამთენიისას ავტობუსები დაიძვრებიან ბათუმიდან. „ნაციონალებს" იქ ჰყავთ ზონის უფროსები და კოორდინატორები მობილიზებული. მიდის დიდი ფულის ხარჯვა. ფულით მიცვალებულს ვერ გააცოცხლებ, თორემ ფეხმოტეხილს ააყენებ საწოლიდან და გამოიყვან. ესენი სარგებლობენ იმით, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს, შეიძლება, ვერც ხვდებოდნენ, სად მოდიან და ვის მხარდასაჭერად. დარწმუნებული ვარ, რომელიღაც სოფელში სულაც არ იციან ნამდვილი მიზეზი, რის გამო ჩამოდიან თბილისში. შეიძლება, ატყუებენ კიდეც და სხვადასხვა ხრიკებით ჩამოჰყავთ აქ.


რა ათობით ათასი? აი, დავდგეთ 15 ნოემბერს რუსთაველზე და ვნახავთ, რამდენს გამოიყვანენ. ჩემი ინფორმაციით, ყველაზე დიდი, 7 ათას ადამიანს გამოიყვანენ, თანაც იცი, როგორ? ჩამოვლენ თუ არა, 2-3 საათში დაიშლებიან ეგენი. საღამოსკენ 3 ათასი ძლივს დარჩება. საბოლოო ჯამში, ერთდღიანი აქცია იქნება.


- აბა, რომ ამბობენ კვირეული იქნებაო?

 

- კი, ამბობენ, მაგრამ მათ შემთხვევით არ აურჩევიათ 15 ნოემერი. შაბათი დღე შეარჩიეს იმიტომ, რომ კვირაც გამოეყენებინათ. მე მაქვს ინფორმაცია, რომ 15-16-ის შემდეგ „ნაციონალები" გამოაცხადებენ შიმშილობას, ექნებათ წვრილ-წვრილი პროვოკაციები, რომ როგორმე გადააგორონ სამუშაო დღეები და მერე ისევ 22-23-ში გააკეთონ ბოლო „გასროლა", „ვარდების რევოლუციის" წლისთავისთვის. რაღა დაგიმალოთ და ძლივს ვაკავებ ჩემს ბიჭებს, რომ მივიდნენ.


- კონტრაქციის ჩატარებას ხომ არ აპირებენ? მახსოვს ამაზე კატეგორიულ უარს ამბობდით.

 

- არა, მაგრამ ბიჭებს ძალიან უნდათ. ტემპერატურა აუცილებლად აიწევს. არავის ესიამოვნება, გლდანის ნაგავსაყრელი რუსთაველზე რომ გადმოიტანონ, ასეა ჩვენთვის მაგათი გამოსვლა. ესენი არიან მოღალატე, გამყიდველები და გული ვის მოუთმენს, ერთ მუშტად შეკრულებს რომ დაინახავს მაგათ? არაა გამორიცხული, ვიღაცას ტვინი გადაუბრუნდეს და მანქანითაც შეაჭრას იქ.


- ხომ არ იცით, პარტიები უერთდებიან?

 

- მეც ველოდები 15 ნოემბერს, რომ დავინახო და საბოლოოდ დავრწმუნდე, ვინ ვინ არის. მაინტერესებს, რომელი პარტიები გამოვლენ მათ გვერდით დასადგომად. ვიცი, რომ ერთკაციანი პარტიები გამოდიან და „ლგბტ" უფლებების დამცველი არასამთავრობოები, რომლებიც ოდითგანვე ბოკერიაზე იყვნენ ჩამოკიდებულები. ამათ ვიხილავთ და გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია, ვინ არის ამ ჯალათების გვერდით და ვინ - მოსახლეობის მხარეს. მე ვერ ავიტან, ამათ იბოგინონ, რუსთაველი გადაკეტონ და ცხოვრება არ მაცალონ ჩემს დედაქალაქში.


- არასამთავრობოებს მიმართე ცოტა ხნის წინ, ერთობლივი ღონისძიებები დავგეგმოთო. თუ გამოგეხმაურნენ?

 

- ეგენი არიან კურდღლები, შენ მაგათ არ იცნობ... უამრავი ინფორმაცია აქვს. წარმოიდგინე, მირეკავენ და მეკითხებიან, ეს ხალხი ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ გამოგვყავს და რამის მოწყობას ხომ არ აპირებთო. ვეუბნებით, რომ არანაირ კონტრაქციას არ ვგეგმავთ და ესენი შიშით რეკავენ, ხომ არ იცვლით აზრსო. ერთნი ამას გვეკითხებიან და მეორენი არიან ის ნაწილი, კამიკაძეებივით თავის შეწირვაზეც რომ წავლენ, თუ რამე პროვოკაცია მოხდება, მზად არიან, თავი შეაკლან. მაგათ უნდათ, ვინმე დაიჭრას, დაშავდეს, რომ მერე მე მომაწერონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი ჩვენი კონტრაქცია არ იგეგმება, სხვამ თუ დაგეგმა, არ გავალთ მაინც.


- და როგორ იცით, სხვები აპირებენ?

 

- კი, აპირებენ გარკვეული ჯგუფები, მაგარმ ჩვენ არ მივალთ იქ, თუმცა არც იმას დავმალავ, რომ ვერ მოვითმენ ერთი კვირა ჩემს ქალაქში ამათ ბოგინს.


- აბა, არ ვაპირებთ გასვლასო?

 

- თუ გააგრძელეს, მერე უკვე აღარ ვარ პასუხისმგებელი. ერთი დღე ქვა უხლიათ თავში, მაგრამ მეორე და მესამე დღე ვერ მივართვით. ამას ვერ ავიტან ნამდვილად.


- და რას მოიმოქედებთ?


- რაც საჭიროა, იმას, მეთოდი ბევრია.


- ვაშაძემ თქვა უცხოეთის 10 ქალაქში ტარდება პარალელური აქციებიო. ხომ არ გაქვს ინფორმაცია, ვინ არიან იქ ორგანიზატორები?

 

- მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, იგივე ამერიკაში „ნაციონალების" დიდი ნაწილი წავიდა. მაშინ მე საფრანგეთში ვიყავი და დავინახე, იქაც ბევრი „ნაციონალი" ჩამოვიდა. ჩვეულებრივი ამბავია, რომ კორუმპირებული ჩინოვნიკები, თავის ოჯახთან და თანამოაზრეებთან ერთად გამოვლენ და დადგებიან ეიფელის კოშკთან პარიზში, გააპროტესტებენ. ისევ ესენი უწევენ ორგანიზებას. ერთ-ერთი ორგანიზატორი საფრანგეთში, სულაშვილი, ჩემი შვილის ნათლიაა. მაგრამ მასთან ურთიერთობა მას შემდეგ გავწყვიტე, რაც გავიგე, რომ „ნაცებთან" მეგობრობდა. არადა, ვიცი, რომ ეს ადამიანი „ნაცებს" გაექცა, მაგრამ ეტყობა, ასაკში რომ შედიხარ, სხვა აზრები გიჩნდება.


- ბევრისგან მსმენია, „ნაციონალების" აქციას ხელისუფლებაზე განაწყენებული ბევრი ადამიანი შეუერთდებაო. ასეთები აპირებენ მისვლას, რა ინფორმაცია გაქვთ?

 

- არ გამოვა ასეთი ხალხი. ქვეყანა უკან არ მიდის, ხელფასები და პენსიები არ გვაკლდება, ჯანდაცვა არ უარესდება. ადამიანებში ისეთი უარყოფითი მუხტი არ არის, ქუჩაში რომ გამოვიდეს. ესენი არიან განაწყენებული „ნაციონალები", რომელთაც დაკარგეს პრივილეგიები. გამგებლები, საკრებულოს წევრები ჩამოდიან და აპირებენ ერთკვირიან დებოშს. სიცივეში ესენი დალევენ, დათვრებიან, აყროლდება იქაურობა და აი, ამას ვნახავთ რუსთაველზე, თუ ერთ დღეზე მეტხანს გაგრძელდება აქცია. ჩვენ 14 ნოემბერს „ნაციონალების" ოფისთან გავმართავთ გამაფრთხილებელ აქციას. მხოლოდ ჩვენ მივალთ და დავაფიქსირებთ,რომ 23-მდე გვექნება ყაზარმული მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში გამოვალთ. ახლა ვერ გაგიმხელთ გეგმებს, მაგრამ მობილიზებული ვართ და ერთი სული გვაქვს ამათ რამე შეეშალოთ.


ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016